დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:01 პარ. 27 ივნისი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს პროფესიულ სფეროს მფარველობენ, ამიტომ სამსახურებრივი პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ხელსაყრელი დღეა ბიზნესის დაწყების ან გაფართოებისთვის. შეგიძლიათ პროფესიის შეცვლაზე იფიქროთ. საღამოს შეცდომების გამოსწორების შანსი მოგეცემათ, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ შეგეშინდეთ სიახლეების – ნებისმიერ წამოწყებას წარმატება ელის.

კურო

ყურადღების მოკრეფა გიჭირთ, რაც შეიძლება უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ტრავმების თვალსაზრისით საშიში დღეა, ამიტომ გზაზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

ტყუპები

ამ დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. შესაძლოა, თავდაპირველად ვერ მიხვდეთ, ეს ინფორმაცია როგორ გამოიყენოთ, მაგრამ მალე ყველაფერი ნათელი გახდება. ეცადეთ, სხვის სურვილებსაც მოუსმინოთ – ზედმეტმა ეგოიზმმა შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობაში უხერხული სიტუაცია შექმნას. ჩემოდნების ჩალაგებისა და მოგზაურობის დაწყებისთვის ხელსაყრელი დროა - არ დაიგვიანოთ.

კირჩხიბი

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა, რომლებიც როგორც სასიამოვნო მოვლენებს, ასევე მცირე სირთულეებს უკავშირდება. საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გადაწყვეტილება ძალიან გაგაოცებთ, თუმცა ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მუშაობის დროს მეტი ყურადღება ხარისხს და არა რაოდენობას უნდა დაუთმოთ – კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენგან განსხვავებულ მიდგომას ელიან.

ლომი

სავარაუდოდ, ამ დღეს ძველი დაპირებების შესრულება მოგიწევთ. სანამ სხვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ, დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება თუ არა ეს. საღამოს შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება, მაგრამ უმჯობესია, საჭირო წამლები თან იქონიოთ.

ქალწული

ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოთ. ადამიანი, რომელმაც შეცდომა დაუშვა, პატიების შანსს იმსახურებს. ვარსკვლავები ქველმოქმედებას მხარს უჭერენ – თქვენი კეთილი საქმეები ორმაგად დაგიბრუნდებათ. თუ ახლობელი თქვენგან დახმარებას ითხოვს, უარს ნუ ეტყვით. ემოციური და მორალური წონასწორობის აღსადგენად ეცადეთ, დასვენებისთვის დრო გამონახოთ და საღამო სიმშვიდეში, განმარტოებით, გაჯეტების გარეშე გაატაროთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს ახალი გატაცება გამოგიჩნდებათ, რომელიც მომავალში შეიძლება თქვენს პროფესიად იქცეს. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, ინტუიციას მოუსმინეთ. ზოგ სასწორს ვარსკვლავები რთულ გამოცდას უმზადებენ – ორ თანაბრად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გირჩევთ, დახმარებისთვის მესამე, ობიექტურ პირს მიმართოთ და ყველაფერი გულახდილად მოუყვეთ.

მორიელი

თქვენი პროფესიული გეგმები შესაძლოა ვერ განხორციელდეს. ეს ერთ-ერთი შურიანი კოლეგის ინტრიგებს უკავშირდება, რომელიც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. წვრილმანების დანახვის უნარი დაგეხმარებათ, შენიშნოთ და გამოასწოროთ შეცდომა, რომელიც ყველას გაეპარა. პირად ცხოვრებაში ცოტა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდებით. ეს შეხვედრა გახდება მოტივაცია, რომ თქვენს ურთიერთობას გადახედოთ. ადამიანები იცვლებიან, ამიტომ ეცადეთ, ძველი წყენები დაივიწყოთ და წარსულის უსიამოვნებები უკან მოიტოვოთ.ყურადღებით მოუსმინეთ უფროს ნათესავებს და შეიძლება თქვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხი იპოვოთ.

თხის რქა

ეს დღე თხის რქებისთვის ქაოსით და აურზაურით სავსეა. დილიდან სწრაფად მოქმედება მოგიწევთ, მაგრამ რაც უფრო მეტს მოასწრებთ დღის პირველ ნახევარში, მით უფრო მშვიდი და წარმატებული იქნება მეორე ნახევარი. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ დაგეგმილზე მეტის გაკეთებას შეძლებთ. შეიძლება ვინმეს თხოვნით დაუგეგმავ მოგზაურობაში წასვლა მოგიწიოთ. ახლობელთან მცირე კონფლიქტი მალე დასრულდება, თუმცა წყენა ორივეს დიდხანს გაგყვებათ.

მერწყული

ამ დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცვლილებები სიახლეები გელით, რაც თქვენს გაღიზიანებას იწვევს. თქვენი შრომის ნაყოფს რამდენიმე დღეში ნახავთ. ახლა მთავარია, მომავლის რწმენა არ დაკარგოთ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ, მოულოდნელად იმედის მომცემი გახდება. გაუშვით საკუთარი ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ტკივილი და ცრემლები მოაქვს.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ყველა მნიშვნელოვანი საქმე წინასწარ დაგეგმოთ - იმპროვიზაციისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქრეთ. შესაძლოა, ოჯახის წევრს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge