21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 20 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
აქტიური მოქმედებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, ძალები მომავალი საქმისთვის შემოინახოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სულ მალე გამოჩნდება. თუ მარტოხელა ხართ და ოცნების ადამიანის გამოჩენას ელით, ეს დღე შესანიშნავ შანსს მოგცემთ, დაამყაროთ ურთიერთობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.
კურო
თუ გიფიქრიათ, რომ შეიძლება ირგვლივ მყოფებმა თქვენი სიჩუმე და განმარტოება უყურადღებობისა და ამპარტავნების ნიშნად ჩათვალონ? სცადეთ, ურთიერთობებში უფრო გახსნილი იყოთ. ნუ გგონიათ, რომ ირგვლივ მხოლოდ უგუნური ადამიანები არიან, რომლებსაც ვერაფერზე ესაუბრები. საკმარისია, პირველი ნაბიჯი გადადგათ.
ტყუპები
შესაძლოა, რაღაც საკითხზე შეხედულება რადიკალურად შეგეცვალოთ. ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გჭირდებათ, რადგან ირგვლივ არავინაა, ვინც თქვენს პოზიციას ბოლომდე გაიზიარებს. ზოგისთვის თქვენი მიზნები მეტისმეტად ამბიციურია, მაგრამ თქვენ საკუთარი წარმატების აუცილებლად უნდა გჯეროდეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ყველა სხვა პრობლემა და საქმე გვერდზე გადადეთ - მთელი ყურადღება ოჯახზე და ოჯახურ ღირებულებებზე უნდა გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს შორის კავშირი შესუსტდეს. თქვენი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება დაგეხმარებათ, ყველაზე რთული სიტუაციებიც კი სწრაფად და მშვიდობიანად გადაჭრათ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთისადმი ნდობა შეინარჩუნოთ.
ლომი
ლომებს ახლა ყველაზე მეტად ცოტა ხნით სიმშვიდე და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გჭირდებათ. ამის წყალობით ენერგიასა და ენთუზიაზმს დაიბრუნებთ, ხოლო ურთიერთობები უფრო სასიამოვნო და სიხარულის მომტანი გახდება. არ ინერვიულოთ, თუ ყველაფერი პირველ ცდაზე არ გამოდის. კიდევ რამდენიმე ცდა და მიზანს მიაღწევთ.
ქალწული
დილიდან შეიძლება შფოთვა და დაძაბულობა იგრძნოთ. ეს პლანეტების ზემოქმედებაა — ისინი ადამიანებს მსოფლიოს ცვალებადობასა და დაუცველობას აგრძნობინებენ. ამ დღეს შეიძლება უამრავი წვრილმანი პრობლემა წარმოიშვას, რაც ძირითადი საქმისგან მოგწყვეტთ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროთ, მათგან შეიძლება საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ.
სასწორი
ეცადეთ, პირად და ოჯახურ ურთიერთობებში ისეთივე ტაქტი და დიპლომატიური უნარები გამოიჩინოთ, როგორსაც საქმიანი პარტნიორების მიმართ იჩენთ. ნუ გგონიათ, რომ ადამიანები ყველაფერს თავისთავად, უსიტყვოდ უნდა მიხვდნენ. ხელსაყრელი დროა რომანტიკული საღამოებისა და შეხვედრებისთვის. საყვარელ ადამიანს თქვენი რომანტიკული სიურპრიზი ძალიან გაახარებს.
მორიელი
ამ დღეს მოვლენები ისე განვითარდება, რომ მოგიწევთ ლიდერის როლი იტვირთოთ. სიტუაციის გაკონტროლებაში და შეცდომების თავიდან აცილებაში სწორედ ეს ტაქტიკა დაგეხმარებათ. თუ კომპრომისისთვის მზად არ ხართ, უმჯობესია საქმეები დამოუკიდებლად, კოლეგებისა და საყვარელი ადამიანების დახმარების გარეშე აკეთოთ.
მშვილდოსანი
დროა, ქალაქგარეთ სახლის აშენებაზე ან აგარაკის შეძენაზე იფიქროთ. ახლა საკმაოდ ხელსაყრელი შანსი გაქვთ, მოგებიანი გარიგება გააფორმოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში. ეს თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. პროფესიონალებთან ურთიერთობა და მათი რჩევები მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ და შეცდომებისგან დაგიცავთ.
თხის რქა
შეეგუეთ, რომ ამ დღეს ბევრი რუტინული საქმე გელით. ზოგჯერ ისეთი სამუშაოების შესრულება გვიწევს, რომლებიც არც სიამოვნებას გვანიჭებს და არც ინტერესს იწვევს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ტესტია. საღამოს შეიძლება მოულოდნელად შორიდან სასიამოვნო ცნობები მიიღოთ.
მერწყული
ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს მუდმივად წინააღმდეგობებს აწყდებით. პლანეტების განლაგების მიხედვით ახლა მერწყულებისთვის გამოცდების დროა, თუმცა ძალიან მალე ეს რთული პერიოდი დასრულდება და წინ უფრო წარმატებული დღეები გელით. შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები და სამუშაო პროცესი მუდმივად აკონტროლეთ.
თევზები
თუ გრძნობთ, რომ ერთფეროვანმა სამუშაომ დაგღალათ, იქნებ მოახერხოთ და მოსაწყენ რუტინას ცოტა ხნით მაინც მოშორდეთ. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები, რათა არავინ გაანაწყენოთ. სასურველია, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო კვირისთვის ძალები აღიდგინოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან