დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 ორშ. 16 ივნისი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. თქვენ გარშემო ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ თქვენი დახმარებით ისარგებლოს, მაგრამ ამისთვის მადლობას ნუ ელით. საკუთარი საქმეები პირველ ადგილზე დააყენეთ – სხვა დანარჩენი მოიცდის. საღამო უმჯობესია სახლს გარეთ გაატაროთ – მხიარული გარემო და ახალი ადგილები ვერძებს სასიკეთოდ წაადგებათ.

კურო

ამ დღეს როგორც არ უნდა ეცადოთ, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება არ გამოგივათ. ჩამოწერეთ ყველაზე აუცილებელი საქმეები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აარჩიეთ და საქმეს შეუდექით. კოლეგასთან კამათში ნუ გაჯიუტდებით – მალე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება და დამსახურებულ ჯილდოს აუცილებლად მიიღებთ. ნუ მოგერიდებათ, რომ თანამოსაუბრეს თქვენთვის საინტერესო კითხვები დაუსვათ და საკუთარი პოზიცია გაუზიაროთ.

ტყუპები

ოცნებების დევნაში შეიძლება წარმატების შანსი ხელიდან გაუშვათ. ამ დღეს ვარსკვლავები არჩევანს გთავაზობენ, მაგრამ სწორად რეაგირებას ყველა ვერ შეძლებს. სასურველია, რჩევისთვის უფრო სანდო და გამოცდილ ადამიანს მიმართოთ. მას, ვინც მარტივ გამოსავალს ეძებს, იმედგაცრუება ელის.

კირჩხიბი

ეს დღე შემოქმედებით აღმაფრენას და ახალ იდეებს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება – შეძლება დაიბრუნოთ ის, რაც დაკარგული გეგონათ. თავი დაანებეთ წარსულზე ფიქრს და წარუმატებლობაში საყვარელი ადამიანების დადანაშაულებას. საღამოს განწყობის ამაღლებაში გემრიელი დესერტი ან მეგობრებთან შეხვედრა დაგეხმარებათ.

ლომი

მშვიდი დღეა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოიტანს. გამონახეთ დრო დასვენებისა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის – სილამაზის სალონში წადით ან საყვარელი სერიალი ჩართეთ და დაისვენეთ. ზოგმა ლომმა შესაძლოა მსუბუქი დაღლილობა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება იგრძნოს. ეცადეთ, დღის უმეტესი ნაწილი მშვიდ გარემოში გაატაროთ – სტრესი დღეს განსაკუთრებით საზიანოა.

ქალწული

ამ დღეს ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ – ახალ ნაცნობებს არ ენდოთ და პირადი ინფორმაცია არავის გაუზიაროთ. ჯობს, დრო საოჯახო საქმეების დასრულებას დაუთმო – სახლის მოწყობა ან ძველი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება სტრესისგან გაგათავისუფლებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ. ეცადეთ, მოსაწყენი დავალება სწრაფად დაასრულოთ და ახალი პროექტი დაიწყოთ.

სასწორი

შორიდან სასიამოვნო ამბავს გაიგებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ. გზაზე ფრთხილად იყავით – უმჯობესია, შორეული მგზავრობა სამომავლოდ გადადოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

მორიელი

ამ დღეს სირთულეების ნუ შეგეშინდებათ – მათი გადალახვა ახალ, სასარგებლო გამოცდილებას მოგიტანთ. სასურველი შედეგის მისაღწევად კარგი განწყობა და ოპტიმიზმი გჭირდებათ. მოერიდეთ გაღიზიანებულ და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ. ეცადეთ, სპორტული აქტივობებისთვის დრო გამონახოთ ან სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი განვითარებისათვის. დღესვე შეგიძლიათ, შემოქმედებითი იდეების განხორციელება დაიწყოთ. თუ რამე გაეჭვებთ, ახლობელი ადამიანების რჩევას ენდეთ – ისინი სწორ გზას გაჩვენებენ. გაუფრთხილდით იმუნიტეტს. ვიტამინები მიიღეთ და ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ.

თხის რქა

დაბრკოლებების მიუხედავად, ამ დღეს მხოლოდ წინ უნდა იაროთ. იღბალი თქვენს მხარესაა. ეცადეთ, მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის მკაფიო გეგმა და გავლენიანი ადამიანის დახმარება გჭირდებათ.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება გავლენიან წრეებში სასარგებლო კავშირები დაამყაროთ, რაც ძალიან გამოგადგებათ. მძიმე ფიზიკურმა ან გონებრივმა შრომამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ დატვირთული განრიგის მიუხედავად, ეცადეთ, დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

თევზები

ამ დღეს უსაფუძვლო შიშებს ებრძვით, რაც ენერგიის შემცირებას გამოიწვევს, ამიტომ თუ საშუალება გაქვთ, მოერიდეთ მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობას. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა მუშაობის შედეგებზე დიდ გავლენას ახდენს. ამ დღეს ბუზღუნა და უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობასაც უნდა მოერიდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge