დღის ჰოროსკოპი

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:19 ოთხ. 11 ივნისი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ახალი საქმე არ უნდა წამოიწყოთ – ჯერ კიდევ არ ხართ მზად იმისთვის, რაც შეიძლება შემოგთავაზონ. საღამოს საშუალება გექნებათ, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და საქმეს მთელი პასუხისმგებლობით მიუდგეთ. ეს დღე სავსეა ოჯახური ვალდებულებებით. ეცადეთ, რომ საქმიანი შეხვედრების განრიგი არ დაარღვიოთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატაროთ – ეს ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

კურო

პასუხისმგებლობის გრძნობა და შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან – შესაძლოა, აგრესიულ ადამიანებს შეეჯახოთ ან ინფექციური დაავადება გადაგედოთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას და ზედმეტი ემოციების გამოვლენას. გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ბიზნესი კრახამდე მიიყვანოს.

ტყუპები

შესაძლოა შესაძლებლობა მოგეცეთ, რომ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, თუმცა მანამდე წარსული შეცდომებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ძლიერმა ემოციებმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე მავნე გავლენა მოახდინოს. უახლოეს დღეებში შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის.

კირჩხიბი

ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებით ცხოვრებას თავად ირთულებთ. გირჩევთ, სიძნელეები ისე აღიქვათ, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილების კიდევ ერთი ეტაპი. შესაძლოა, ახალი მოკავშირეები იპოვოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში დადებით მოტივაციას შემოიტანენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესანიშნავი დღეა შესყიდვებისთვის – დროა, აისრულოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ლომი

პრობლემები გაიძულებთ, რომ საკუთარ პრინციპებზე უარი თქვათ. ამ დღეს მასიდან გამორჩევას არ ეცადოთ. მოსალოდნელია უსიამოვნება, რომელიც წარსულის შეცდომებს შეგახსენებთ. გირჩევთ, მოთმინება მოიკრიბოთ და დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ. სამსახურში ქაოსისა და აურზაურის გამო რამდენჯერმე დღის განრიგის შეცვლა მოგიწევთ.

ქალწული

თუ არ გსურთ, საქმე დააზიანოთ, ზოგიერთ გარემოებაზე თვალი უნდა დახუჭოთ. ახლა საუკეთესო დროა ინიციატივის გამოსაჩენად და ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. ისწავლეთ წარსულ გამოცდილებაზე, შეცდომები გამოასწორეთ და ეცადეთ, აღარ გაიმეოროთ. მიეცით თავს უფლება, რომ ცოტა ხნით სამსახურის საქმეები დაივიწყოთ, მოდუნდეთ და სახლის სიმყუდროვით დატკბეთ.

სასწორი

მომგებიანი ინვესტიციების, ვაჭრობისა და სარფიანი გარიგებების გზით შეგიძლიათ საკუთარი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდოთ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ამ დღეს შეიძლება მონათესავე სული აღმოაჩინოთ და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. სასურველის მისაღწევად ადამიანებზე ზეწოლას ერიდეთ, თორემ შეიძლება მტრები გაიჩინოთ.

მორიელი

ამ დღეს დასვენებას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ დრო არა მარტო სულიერ ჭრილობებს, ჯანმრთელობის პრობლემებსაც კურნავს. მთავარია, ექიმს დროულად უნდა მიმაროთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. არც ვიტამინები და ჯანსაღი კვება დაივიწყოთ. დილით მნიშვნელოვან სიახლეს მიიღებთ, რომელიც სამოქმედო გეგმების შედგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მალე მიიღებთ იმას, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობდით და ახლა შეგიძლიათ საკუთარი შრომის ნაყოფი მოიმკათ. მაღალი თანამდებობის პირი თქვენს ძალისხმევას შენიშნავს და შესაძლოა, მფარველობა გაგიწიოთ. საღამოს შესაძლოა მცირე სირთულეებმა დაგეგმილი საქმეების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სჯობს რამდენიმე დღით გადადოთ. ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

თხის რქა

ფულთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. თუ მნიშვნელოვანი გარიგებები გაქვთ დაგეგმილი, მათ შორის, უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა, თამამად იმოქმედეთ - ეს დღე მსგავსი საქმეებისთვის განსაკუთრებით წარმატებულია. დატვირთული განრიგის მიუხედავად, ეცადეთ ოჯახისათვის დრო გამონახოთ — თბილი ურთიერთობები და ერთობლივი დრო სიმშვიდესა და შინაგან წონასწორობას მოგიტანთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მოულოდნელად პრემიით ან მოგებით გაუმჯობესდეს.

მერწყული

ეს დღე სიმბოლურად შინაგან არასტაბილურობას გამოხატავს. სავარაუდოდ, შაბათ-კვირას სრულფასოვნად დასვენება ვერ შეძელით და ეს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახა. ხელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის — ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. ამ დღეს განსაკუთრებით მეწარმეებს და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს გაუმართლებთ. ოჯახში დაძაბული გარემო გაიძულებთ, რომ საღამო სახლის გარეთ, მეგობრების წრეში გაატაროთ.

თევზები

თევზებო, დღევანდელი დღე სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ — შესაძლოა, კარგი ამბავი გაიგოთ ან მონატრებულ ადამიანს შეხვდეთ. ეცადეთ, მგზავრობას მოერიდოთ — დიდი შანსია, რომ თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს. პროფესიული საქმიანობა სტაბილურად წარიმართება, თუმცა განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge