10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
22:54 ორშ. 9 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს სარისკო ნაბიჯები არ გადადგათ, ავანტიურაში არ ჩაებათ და ფლირტისგან თავი შეიკავოთ. უმჯობესია, მოთმინება მოიკრიბოთ, გარშემომყოფებთან კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და მოლოდინის პოზიცია დაიკავოთ. ეცადეთ მხიარული, დადებითად დამუხტული ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ და წუწუნა ადამიანებს მოერიდოთ. ისარგებლეთ მზიანი ამინდით — სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და განიტვირთეთ.
კურო
ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა წარმატების მიღწევას მხოლოდ მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის დახმარებით შეძლებთ. სავარაუდოდ, თქვენი მეგობრების წრე გაფართოვდება. აუცილებლად დაეხმარეთ მათ, ვინც თქვენს დახმარებას ითხოვს და სანაცვლოდ გულუხვად დასაჩუქრდებით. სავარაუდოდ, იმ დაბრკოლებებსაც გადალახავთ, რომლებიც აქამდე დაუძლეველი გეგონათ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მიღწევა თქვენ ხელშია.
ტყუპები
ამ დღეს შანსი გაქვთ, მიაღწიონ წარმატებას, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით. გირჩევთ, პრინციპულად იმოქმედოთ და შუა გზაზე არ გაჩერდეთ — ასე გაარკვევთ, ვინ არის თქვენი მეგობარი და ვინ მტერი. ფრთხილად იყავით, რადგან თქვენ გარშემო ბევრი შურიანი ადამიანია და ყველა თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. შესაძლოა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, მთავარია, რომ დაიმახსოვროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს კონფლიქტი დღის ნებისმიერ ეტაპზე გელით. შინაგანი ჰარმონია და გარშემომყოფების მიმართ გამოჩენილი ყურადღება დაგეხმარებათ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციასაც კი გაუმკლავდეთ. პლანეტების განლაგება მიგანიშნებთ, რომ უახლოეს მეგობრებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ხელსაყრელი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად.
ლომი
არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. ამ დღის წარმატებით დასრულებისთვის საჭიროა, რომ სწრაფად და ჭკვიანურად იმოქმედოთ. ნუ აიშლით ნერვებს წვრილმანების გამო, მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და ეცადეთ, ბუნებაში დაისვენოთ.
ქალწული
თქვენი სასიცოცხლო თანდათან იწურება, ამიტომ ეცადეთ, გარემო შეიცვალოთ და პოზიტიური ემოციებით დაიმუხტოთ. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი შთაბეჭდილებები ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურობთ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწევთ.
სასწორი
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი საქმიანობა გააუმჯობესოთ. სამსახურის ხელმძღვანელობა თქვენს იდეებსა და მონდომებას დააფასებს. შესაძლოა რაღაც საკითხზე, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს, შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ. თქვენი სწრაფვა ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ გაამართლებს და მალე თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. იზრუნეთ ფეხებზე და ეცადეთ, ყოველთვის კომფორტული ფეხსაცმელი გეცვათ.
მორიელი
გჯეროდეთ საკუთარი თავის და იდეების. ეს დღე მთლიანად თქვენს ხელშია და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. ნაკლები უსმინეთ სხვა ადამიანების რჩევებს და მეტი — საკუთარ სურვილებს. გირჩევთ, ოპტიმიზმი მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ — ეს ძალიან დაგეხმარებათ. ამ დღეს გაქვთ შანსი, რომ შეიძინოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მიზნებს შეესაბამება.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა ფიქრისა და ანალიზისთვის. თუ შორეულ გზაზე გამგზავრება გიწევთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ დღეს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაჩნდება — უარი არ თქვათ, კარგი პარტნიორობა გელით. სახლის დალაგება და მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ. ახლობელმა ადამიანებმა შეიძლება რაღაც სიურპრიზით გაგახარონ.
თხის რქა
იდეალური დღეა ნაყოფიერი შრომისთვის. როგორც განათლებაში, ისე კარიერაში წარმატება გელით. გამოიყენეთ ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შანსი, რადგან ეს დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.
მერწყული
მერწყულებს წინ საინტერესო და დატვირთული დღე ელით. ახალი ცოდნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ახლომდებარე მაღაზიაში შედით და ინტერიერისთვის რაიმე პატარა, სასიამოვნო ნივთი შეიძინეთ. სწორედ ასეთ წვრილმანებს შეუძლიათ სახლში სიმყუდროვის შექმნა. საღამო ოჯახის წრეში ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ — ეს ბოლო დღეების დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. ეცადეთ საკუთარი და პარტნიორის შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ — არსებობს როგორც აგრესიის, ისე ვირუსული ინფექციების რისკი. აკონტროლეთ საკუთარი ემოციების და თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან, რაც თქვენს პარტნიორს გააღიზიანებს. ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან