7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 6 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ — ახლობლებისგან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მიიღებთ, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ. უახლოეს ხანებში ნათესავებისგან სასიამოვნო ამბებს მიიღებთ. თავი შეიკავეთ მკვეთრი ჟესტებისა და ემოციური გამონათქვამებისგან. შესანიშნავი დღეა, რომ სახლის სიმყუდროვით დატკბეთ. გამორთეთ მობილური ტელეფონი, ჩართეთ განტვირთვის რეჟიმი და საყვარელ ადამიანებთან ერთად დაისვენეთ.
კურო
ყურადღება არ მოადუნოთ - მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც შეიძლება თქვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღე წარმატებით ჩაივლის და სიხარულსაც მოგიტანთ, საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო ხართ. საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით — ეს თქვენს ახლობლებს მხოლოდ გააღიზიანებს.
ტყუპები
კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში თავი შეიკავეთ იმპულსურობისგან. შესაძლოა, ამის გამო მცირე უთანხმოება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. ეცადეთ ძველი წყენა დაივიწყოთ და ადგილი ახალ პოზიტიურ ფიქრებს დაუთმოთ. გირჩევთ საღამოს საყიდლებზე წახვიდეთ — უბრალო წვრილმანებიც კი დიდ სიხარულსა და დადებით ემოციებს მოგანიჭებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტარეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. შესაფერისი დღეა ძველი და რთული საქმის დასრულებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ვიღაცამ შემთხვევით ან განგებ მცდარი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამიტომ სჯობს, ყველაფერი რამდენჯერმე გადაამოწმოთ. უახლოეს დღეებში როგორც პროფესიულ, ასევე შემოქმედებით სფეროში ახალი შესაძლებლობები გელით.
ლომები
ამ დღეს განსაკუთრებით მომთმენი და თავშეკავებული უნდა იყოთ. პარტნიორებთან და ახლობლებთან თქვენს ურთიერთობებს სერიოზული გამოცდა ელით. ენერგიას უაზრო საქმეებზე ნუ დახარჯავთ — თავი შეიკავეთ ახალი პროექტებისა და მნიშვნელოვანი გარიგებების დაწყებისგან. დაიცადეთ — მალე უფრო ხელსაყრელი დრო დადგება.
ქალწული
დღის პირველ ნახევარში შეიძლება ენერგიის დეფიციტი იგრძნოთ. ასევე, არსებობს ალბათობა, რომ საყვარელი ადამიანის შესახებ უსიამოვნო ხმები მოისმინოთ. გახსოვდეთ, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ და საკუთარი ყურით არ მოგისმენიათ, არ უნდა დაიჯეროთ. ოჯახთან ერთად გატარებული დრო მოდუნებასა და დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
სასწორი
ამ დღეს ბედი თქვენს გამძლეობას გამოცდის. მთავარია, იაქტიუროთ და მოცემულ გარემოებებს რაც შეიძლება სწრაფად მოერგოთ. შესაძლოა, ბევრი გეგმა ჩაიშალოს, თუმცა ყველა ნივთი, რომელსაც ამ დღეს შეიძენთ, ხარისხიანი და გამძლე იქნება. ერთადერთი, რის ყიდვასაც უნდა მოერიდოთ, ძვირფასი ქვებია.
მორიელი
რთული და დაძაბული დღეა. პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. დროა, უფროსთან ერთად თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.
მშვილდოსანი
ემოციური ფონი და ფსიქოლოგიური დაძაბულობა ხელს გიშლით, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო დროულად და წარმატებით შეასრულოთ. ამ დღეს ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ უახლოესი მეგობრის სიტყვებსაც კი ეჭვით უნდა მოეკიდოთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ყურადღება მიაქციეთ ფსიქოემოციურ მდგომარეობას.
თხის რქა
ამ დღეს თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები ყურადღებით უნდა აკონტროლოთ და აუჩქარებლად იმოქმედოთ. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი უნდა გათვალოთ. ნურავის მისცემთ დაპირებას, რომელსაც ვერ შეასრულებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.
მერწყული
არსებობს საფრთხე, რომ გავლენიან და უარყოფითად განწყობილ ადამიანებს დაექვემდებაროთ. სანამ რაიმე ქმედებას განახორციელებთ, მის კანონიერებაში დარწმუნდით. ფრთხილად იყავით – თქვენს უყურადღებობას შეიძლება მცირე ტრავმები მოჰყვეს. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ - კარგად დაფიქრდით, რომ შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ.
თევზები
ეცადეთ, ხალხმრავლობას და საჯარო თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ - შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ ან არასასურველი ადამიანების ყურადღება მიიპყროთ. ნებისმიერ ვითარებაში ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნეთ და ცინიკურ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან