დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 პარ. 30 მაისი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ნუ დაიწყებთ საქმეს, თუ გრძნობთ, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ხართ. უმჯობესია ეს დღე სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ, ვისაც თქვენს ცხოვრებაში სიხარული და სიმსუბუქე შემოაქვს. მინიმუმამდე შეამცირეთ ურთიერთობა ბუზღუნა და მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებთან. ზოგიერთ მარტოხელა ვერძს ძველ სიყვარულთან შეხვედრა და გრძნობების განახლება ელის.

კურო

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, თუმცა ეს ერთგვარი გამოცდაა, რომელიც სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეს დღეები ზედმეტად ცხიმიანი კერძების და ალკოჰოლური სასმელების მიღებას უნდა მოერიდოთ. შესაძლოა, ახლობელმა საიდუმლო გაგიმხილოთ, რომელიც გაიძულებთ რამდენიმე ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

ტყუპები

დროა, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ, თორემ შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა გამოგრჩეთ, რომლის გამეორება შეუძლებელი იქნება. ეცადეთ, მოერიდოთ კამათს და ვინმესთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას, რადგან ეს შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარში ბუნებაში ყოფნა და სუფთა ჰაერზე გასეირნება სასარგებლო იქნება.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება სულიერად მონათესავე ადამიანები აღმოაჩინოთ. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ სურვილი აისრულოთ და სახლში შინაური ცხოველი მიიყვანოთ. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის და ბასრი საგნებთან ურთიერთობის დროს. ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული პაემნებისთვის არახელსაყრელი დღეა.

ლომი

ენერგიით სავსე ხართ და გსურთ, რომ საკუთარი იდეები სხვებსაც გაუზიაროთ. მათ დარწმუნებას ადვილად შეძლებთ, თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი მარტივად მოგვარდება — სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას გარკვეული სირთულეები გელით. საქმემ, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა მიუძღვენით, შეიძლება სასურველი ნაყოფი გამოიღოს.

ქალწული

ოპონენტის არგუმენტებმა შეიძლება შეხედულების შეცვლა გაიძულოთ. არაფერია საგანგაშო — ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროში ღირებულებების გადაფასებასა და ცვლილებებზე მიანიშნებენ. საკუთარი ინტერესების დასაცავად გამჭრიახობა და ზოგ შემთხვევაში ეშმაკობაც უნდა გამოიჩინოთ. უფროს ნათესავებთან გემოვნების საკითხებში შესაძლებელია უთანხმოება.

სასწორი

მშვენიერი დღეა გუნდური მუშაობისთვის, მაგრამ ეცადეთ, თქვენი შეხედულებები თავზე არავის მოახვიოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ გუნდის ზოგი წევრის იმპულსურობასა და ემოციურობას - მომავალში ამ გამოცდილებას დადებითად შეაფასებთ. გამორიცხული არ არის, რომ საოჯახო ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით საყვარელ ადამიანთან იკამათოთ. გირჩევთ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ვარჯიში დაიწყოთ.

მორიელი

ამ დღეს უფროს ნათესავებთან ურთიერთობამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობის გარკვევის ცდუნებას არ აჰყვეთ – ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. საღამოს შეიძლება გადაუდებელი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ახალ ინფორმაციას უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება გამოგეპაროთ, ამიტომ ელფოსტის შემოწმება არ დაგავიწყდეთ. ეს დღე ხელსაყრელია მედიტაციისა და შინაგანი ანალიზისთვის. ფულს ნუ გაასესხებთ, თორემ დიდხანს ვეღარ დაიბრუნებთ.

თხის რქა

ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება კოლეგებს შორის საუბრის თემად იქცეს. ამას შეიძლება თქვენს სამომავლო გეგმებზე და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზეც კი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. ამ საკითხში ყოველგვარ საჯაროობას უნდა მოერიდოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმანებს, რომლებიც მხოლოდ განწყობას გიფუჭებენ. სიახლემ, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, შეიძლება რაღაც საკითხზე პოზიციის შეცვლა გაიძულოთ.

მერწყული

მერწყულების შემოქმედებითი პოტენციალი ამ დღეს გარშემომყოფთა გაოცებას გამოიწვევს. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები - გრიპისმაგვარი სიმპტომები გაიძულებთ მთელი დღე სახლში გაატაროთ. უმჯობესია ორგანიზმს დასვენებისა და გაძლიერებისთვის დრო მისცეთ. დალიეთ ბალახის ჩაი და მიიღეთ თბილი აბაზანა. რაც მთავარია, ცუდ განწყობას თქვენზე გამარჯვების უფლება არ მისცეთ.

თევზები

ამ დღეს ლიდერის როლის მორგებას ნუ ეცდებით - კონკურენტები თქვენს შეცდომას სულმოუთქმელად ელიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო მყოფთა სიტყვებსა და ქცევებს დააკვირდეთ და გაარჩიოთ, ვინ არის მეგობარი და ვინ — არა. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ ოჯახს ან იმ მეგობრებს, რომლებიც არასდროს გიღალატებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge