27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 ორშ. 26 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს დახმარება იქიდან მოვა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელით. გავლენიანი მფარველი ყოველთვის მზად არის, რომ მხარი დაგიჭიროთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი სიძუნწე შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. დღის მეორე ნახევარში ბევრი თქვენგანი სასიამოვნო სიახლეს გაიგებს და თავისუფლების გემოს იგრძნობს. დღის მთავარი ამოცანა საკმაოდ სწრაფად გადაწყდება და დრო დაგრჩებათ საქმისთვის, რომლისთვისაც ადრე ვერ იცლიდით.
კურო
მთელ დღეს შვილებზე, მშობლებზე და შორეულ ნათესავთან დაკავშირებულ საქმეებზე ფიქრსა და ზრუნვაში გაატარებთ. სასიამოვნო სიახლე, ჯილდო ან დიდი ხნის ნანატრი პრემია ძალიან გაგახარებთ და ფინანსურად გაგაძლიერებთ. თუ სახლში რემონტს გეგმავდით ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აპირებდით, ჯობია ჩანაფიქრი რამდენიმე ცოტა ხნით გადადოთ. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ
ტყუპები
ამ დღეს მთავარია, რომ მარტო არ დარჩეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს - მუზეუმს ან გამოფენას ეწვიოთ და კაფეში ისადილოთ - ხალხთან ურთიერთობა თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ამ დღეს შეიძლება სრულიად უსარგებლო, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებული ნივთები შეიძინოთ, რასაც მალე ინანებთ.
კირჩხიბი
ამ დღეს საკუთარი გეგმებისა და იდეების განხორციელების შანსი გექნებათ. ვარსკვლავები ახალ წამოწყებების ბოლომდე მიყვანაში დაგეხმარებიან და რისკისგან დაგიცავენ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა პროფესიის ან შემოსავლის წყაროს შეცვლისთვის — არ დანებდეთ და თამამად იმოქმედეთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ.
ლომი
შეიძლება, საკუთარ თავში რაღაც ახალი თვისება აღმოაჩინოთ, რომელიც აქამდე არასოდეს შეგიმჩნევიათ. თავს მესაკუთრედ იგრძნობთ, რომელიც მზადაა მიწის პატარა "ნაგლეჯისთვისაც" კი იბრძოლოს. როგორ მოიქცევით, ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება, გამორიცხული არ არის, რომ მალე დახმარება თავად დაგჭირდეთ.
ქალწული
გირჩევთ, ეს დღე საოჯახო საქმეებსა და წესრიგზე ზრუნვას დაუთმოთ. იდეალური დროა სახლის დალაგებისა ან რემონტის დაწყებისთვის. საბუთებთან დაკავშირებული პრობლემა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოგვარდება. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.
სასწორი
სირთულეების დასაძლევად, რომლებსაც ბედი ამ დღეს გიმზადებთ, კოლეგების ან საყვარელი ადამიანების დახმარება დაგჭირდებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და დაავადების სიმპტომების გამოჩენისას, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ. შეიძლება გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.
მორიელი
დროა, ბოდიში მოუხადოთ და ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ. ხელსაყრელი დღეა ბუნებაში სპორტული აქტივობისთვის. სამსახურში ბოლო დროინდელი პრობლემების გათვალისწინებით, შეიძლება სამსახურის ან პროფესიის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცდილი მეგობრის რჩევებს გაითვალისწინებთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფანტაზიები მოთოკოთ და რეალობას დაუბრუნდეთ. რეალობისგან გაქცევამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, რომელთა გადაჭრა ადვილი არ იქნება. განსაკუთრებით მოერიდეთ სტრესს — ახლა თქვენთვის სიმშვიდე ყველაზე მთავარია. ერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენს გამოყენებას ცდილობენ. მეტი იაქტიურეთ, რათა ხელსაყრელი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ ასეთი გეგმები გქონდათ, ჯობს ხვალისთვის გადადოთ.
თხის რქა
ამ დღეს ინდივიდუალური საქმიანობა კოლექტიურზე უფრო ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, ყველანაირი კამათი და საყვედურები თავიდან აიცილოთ, თორემ შეიძლება უმნიშვნელო კამათი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
დღეს არის საშიშროება, რომ ნაცნობის უგუნური საქციელის გამო საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციასა და იმ ადამიანების რჩევებს დაეყრდენით, ვისაც უკვე დიდი ხანია ენდობით. საღამოს შეიძლება გაჩნდეს პრობლემა, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.
მერწყული
სანამ ფულს ქველმოქმედებისკენ მიმართავთ, დარწმუნდით, რომ თქვენი დახმარება სანდო წყაროსკენ მიდის. არსებობს რისკი, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ და ვიღაცამ თქვენი ნდობით ბოროტად ისარგებლოს. ერიდეთ ახლად გაცნობილ ადამიანებს — შეიძლება თქვენი გულწრფელობა მათთვის სარგებლს მიღების საშუალება აღმოჩნდეს.
თევზები
შემოქმედების ენერგიით სავსე დღეა. მალე კი თქვენ წინაშე ფართო შესაძლებლობები გაიხსნება. ეცადეთ, ოპონენტის პოზიცია გაიგოთ და მიიღოთ – ეს ზედმეტ დავას თავიდან აგაცილებთ და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან