დღის ჰოროსკოპი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:47 კვი. 27 ივლისი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თქვენი ლიდერული უნარები განსაკუთრებით თვალშისაცემია. ნუ შეგეშინდებათ, რომ სამუშაო პროცესში, ასევე პირად საუბრებში ინიციატივა ხელში აიღოთ. გარშემომყოფები ყურადღებით გისმენენ და თქვენს სიტყვებს ანგარიშს უწევენ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და ყველა იმ საქმისთვის, რომელიც სითამამეს მოითხოვს. ერთადერთი, რაც უნდა გახსოვდეთ — ემოციები აკონტროლეთ, რადგან მშვიდი ტონით საუბარი ბევრად უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ზეწოლა.

კურო

დროა, ძველი წყენა დაივიწყოთ და ყოველდღიურ საკითხებზე თქვენს შეხედულებებს გადახედოთ. არახელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის — ამ დღეს საქმეს დამხმარეების გარეშე უკეთ გაუმკლავდებით. საღამო იდეალური დროა რომანტიკული შეხვედრების ან ხანმოკლე მოგზაურობისთვის — განსაკუთრებით, თუ თქვენს გვერდით ისეთი ადამიანია, რომლისაც სიტყვების გარეშეც გესმით.

ტყუპები

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ენერგია უსარგებლო საქმეებში არ დახარჯოთ. იდეების სიმცირეს არ უჩივით, მაგრამ საჭიროა პრიორიტეტი განსაზღვროთ და ყურადღება მთავარ მიზანზე გადაიტანოთ. მოსალოდნელია სასარგებლო ნაცნობობა და მოულოდნელი შემოთავაზებები. ინტუიციას ნუ უგულებელყოფთ — შემთხვევით მოსმენილმა ფრაზამ შეიძლება სწორ აზრამდე მიგიყვანოთ.

კირჩხიბი

დილიდან სტაბილურობის მოთხოვნილებას გრძნობთ. შესაფერისი დროა ბიუჯეტის მოწესრიგებისა და ფინანსურ საკითხებზე მუშაობისთვის. ამ დღის დევიზია „რასაც დათეს, იმას მოიმკი“. შესაბამისად, ეცადეთ ირგვლივ მყოფებს დაეხმაროთ და თქვენი კეთილი საქმეები უპასუხოდ არ დარჩება.

ლომი

მთვარე თქვენს ნიშანშია, ამიტომ მთელ დღეს ყურადღების ცენტრში გაატარებთ. გამოიყენეთ შანსი თვითგამოხატვისთვის. შემოქმედება, ურთიერთობა, ახალი იდეები — ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ. კოლეგების დახმარებით პრობლემების უმეტესობას ადვილად გაუმკლავდებით და ისეთ შედეგს მიიღებთ, როგორზეც ვერც იოცნებებდით.

ქალწული

გირჩევთ, ეს დღე ყველაზე რთული საქმეების მოგვარებას დაუთმოთ. ინტუიცია ზუსტად მუშაობს, რაც შექმნილი ვითარების შეფასებაში გეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ძველი საქმეების დასრულებისთვის, საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებისა და სივრცის ორგანიზებისთვის. სიტუაცია სწრაფად იცვლება, რაც სწრაფად მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა საღამოს თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ, რომელიც ოდესმე დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს საინტერესო შეხვედრები და თანამშრომლობის შემოთავაზებები გელით. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას, რომლის გადასაჭრელად დიპლომატიური თვისებები ძალიან გამოგადგებათ. იყავით გახსნილი, მაგრამ პირადი საზღვრები შეინარჩუნეთ — გახსოვდეთ, რომ თქვენ მიმართ ყველა ადამიანი კეთილგანწყობილი არ არის.

მორიელი

პიროვნული გავლენის კუთხით მნიშვნელოვანი დღეა. გარშემო მყოფები თქვენს აზრებს ისმენენ და ითვალისწინებენ. თუ დიდი ხანია მნიშვნელოვანი ინიციატივის წარდგენა გსურდათ, იმოქმედეთ. მთავარია, ემოციები არ დამალოთ. გულწრფელობა დღეს გაცილებით მოგებიანი იქნება, ვიდრე სტრატეგიული თამაში. მოსალოდნელია სიახლეები კარიერის მიმართულებით ან მოულოდნელი ინტერესი თქვენი პერსონის მიმართ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა სწავლისთვის, საბუთების გაფორმებისა და საჯარო გამოსვლებისთვის. მთავარია, არ აჩქარდეთ - თუ მოვლენებს არ დააჩქარებთ საჭირო პასუხებს იპოვით. მალე შეგიძლიათ უფროსს ხელფასის გაზრდაც სთხოვოთ, თუ ამისთვის კარგი არგუმენტები გაქვთ. კარგი დროა სერიოზულ თემებზე მოლაპარაკებებისთვის, დოკუმენტების მოწესრიგებისთვის, ვალების დაბრუნებისთვის. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით — თუ ბოლო დროს უმიზეზო დაღლილობას და აპათიას გრძნობთ.

თხის რქა

ცდილობთ, მიმდინარე პროცესები სიღრმისეულად შეისწავლოთ და ყველა თავსატეხი ამოხსნათ. ეს დღე სწორედ იმ საკითხების გარკვევისთვისაა, რომლებიც დიდი ხანია სამომავლოდ შემოინახეთ. შესანიშნავი დღეა ყიდვა-გაყიდვის ან ფინანსური იდეების განხილვისთვის. პირად ურთიერთობებში ღიად საუბრის ნუ შეგეშინდებათ — გულწრფელი დიალოგი დაძაბულობას თავიდან აგარიდებთ.

მერწყული

ეს დღე პარტნიორობის გაღრმავებაში დაგეხმარებათ. თუ გეჩვენებათ, რომ ვიღაცას თქვენი არ ესმის, ამის შესახებ პირდაპირ უნდა უთხრათ. კარგი დროა რომანტიკული შეხვედრების, გაწყვეტილი კავშირების აღდგენის ან ახალი შეთანხმებების დამყარებისთვის.

თევზები

ამ დღეს თქვენი ემოციური ფონი არასტაბილურია, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს — ის გეტყვით, სინამდვილეში რა გჭირდებათ. დღის განმავლობაში ეცადეთ, რომ გარშემო მიმდინარე მოვლენები აკონტროლოთ და სწრაფად ცვლად სიტუაციას შეეგუოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას მოერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი პრობლემების რიცხვი გაიზარდოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge