დღის ჰოროსკოპი

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:53 ოთხ. 23 ივლისი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ნუ ეცდებით, რომ ადამიანებს საკუთარი აზრი თავზე მოახვიოთ. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულიც რომ იყოთ, ეცადეთ, თანამოსაუბრეს ბოლომდე მოუსმინოთ. ფრთხილად იყავით, რომ თქვენმა იმპულსურობამ სამსახურში კონფლიქტი არ გამოიწვიოს. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ გარეგნობას უნდა მიაქციოთ — ეს მოლაპარაკებების დროს თავდაჯერებას შეგმატებთ.

კურო

კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაწესრიგებლად და საყოფაცხოვრებო საკითხების ან ფინანსური ვალდებულებების გადასაჭრელად. განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, სხეული მძიმე ფიზიკური შრომით ან ბევრი ჭამით არ გადატვირთოთ. გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში დაძაბულობა და ნეგატივი შემოაქვთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

ტყუპები

ამ დღეს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავთ, მაგრამ შეიძლება შემთხვევით საკუთარი საიდუმლო გაამჟღავნოთ, რომელსაც თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ. ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის, ხანმოკლე მგზავრობისა და ინფორმაციის შეგროვებისთვის. მშვენიერი დროა, რომ სოციალურ ქსელებს გადახედოთ — შესაძლოა, თქვენი აქტიურობით საჭირო ადამიანების ყურადღება მიიქციოთ.

კირჩხიბი

ამ დღემ შესაძლოა შინაგანი შფოთვა ან მოუსვენრობა მოგიტანოთ. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ, თუმცა არც ზომიერება უნდა დაკარგოთ. სახლის საქმეები ან ახლობელთა მხარდაჭერა ემოციური წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ლომი

შინაგანი ქარიზმის წყალობით და ვარსკვლავების დახმარებით ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას ადვილად შეძლებთ, თუმცა ეცადეთ, ეს ზეწოლის გარეშე მოახერხოთ. შესანიშნავი დღეა საჯარო გამოსვლებისთვის, პრეზენტაციებისა და გასაუბრებებისთვის. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა ჩაატაროთ, გირჩევთ ის დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ. როგორც წესი, რაციონალურად აზროვნებთ, მაგრამ ამ დღეს ჯობია, ინტუიციას უფრო ენდოთ. შეიძლება უჩვეულო იდეები გაგიჩნდეთ, განსაკუთრებით - შემოსავლის სფეროში და ეცადეთ, განახორციელოთ. ხელსაყრელი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და გააზრებული შენაძენებისთვის.

სასწორი

მთვარე თქვენს ნიშანშია და დღეს მოვლენების ცენტრში ტრიალებთ. თქვენი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი იქნება და ეცადეთ, ეს გავლენა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი დაგეხმარებათ, ბიზნესში შეცდომები თავიდან აიცილოთ და დაწყებული საქმე თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ.

მორიელი

ამ დღემ შესაძლოა ძველი წყენები ან ურთიერთობაში გაჩენილი დაძაბულობა მოვლენების ზედაპირზე ამოიტანოს. ნებისმიერ შენიშვნას ან კომენტარს პირად შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ. ამის ნაცვლად, ენერგია დაწყებული საქმეების დასრულების ან საკუთარ თავზე მუშაობისკენ მიმართეთ. კარგი დროა მედიტაციის, სპორტის ან ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მომავლისკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დროა მომავლის სტრატეგიების დაგეგმვისთვის, ახალი იდეების გენერირებისა და თანამოაზრეების შეკრებისთვის. დროს ფუჭ ლაპარაკში ნუ გაფლანგავთ — სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, რომანტიკული პაემნის შემდეგ ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს იმაზე მეტი საქმის კეთება მოგიწიოთ, ვიდრე დაგეგმეთ. კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, თორემ გადაღლილმა შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება.

მერწყული

შესანიშნავი დღეა სწავლისა და თვითანალიზისთვის. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ყველაფერი, რაც განათლებას ან საერთაშორისო კონტაქტებს უკავშირდება. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თევზები

ეს დღე მნიშვნელოვან საუბარს და შინაგან განცდებს მოგიტანთ. საშუალება გექნებათ, გაწყვიტოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში, დაძაბულობისა და უარყოფითი აურის გარდა, არაფერი მოაქვს. ფინანსური საკითხები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge