დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 პარ. 18 ივლისი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს მთელი ყურადღება საკუთარ თავზე და გეგმებზე უნდა გაამახვილოთ, თუნდაც ამისთვის ახლობლებმა საყვედურებით აგავსონ. მათი ემოციები მნიშვნელოვანია და ანგარიში უნდა გაუწიოთ, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც საკუთარი თავი უნდა დააყენოთ. თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და თავად უნდა გადაწყვიტოთ, რა გზას აირჩევთ.

კურო

ამ დღეს მოსალოდნელია სერიოზული საუბარი ადამიანთან, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მარცხის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ამ საუბრისთვის კარგად მოემზადოთ. გარდა ამისა, სიმშვიდის შენაჩრუნებაც უნდა შეძლოთ, რადგან ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება გეგმის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. ამ საქმეს ისე უნდა მოეკიდოთ, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში.

ტყუპები

ამ დღის წარმატება თქვენი ბოლოდროინდელი იდეების დამსახურებაა. საკმარისია, გაბედოთ და რამდენიმე განახორციელოთ, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. დაფიქრდი, რა გიშლით ხელს გადაწყვეტილების მიღებისგან, რომელიც სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ. ეს დღე დაგეხმარებათ, უკეთ გააცნობიეროთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და დრო რაზე არ უნდა დაკარგოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უჩვეულოდ მგრძნობიარე ხართ, თუმცა სევდის ნაცვლად გაღიზიანება და გაბრაზება დაგეუფლებათ. ფრთხილად იყავით, ამან შესაძლოა კონფლიქტამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ეცადეთ ემოციები მართოთ და თუ საჭიროა, უახლოეს მეგობარს რჩევისთვის მიმართოთ. ემოციური ტვირთის მოშორება თავს მყისიერად უკეთ გაგრძნობინებთ, ამიტომ გრძნობებს საკუთარ თავში ნუ დააგროვებთ.

ლომი

ამ დღეს მიხვდებით, რომ ყველა, ვინც თვალებში გიყურებთ და ტკბილ სიტყვებს გეუბნებათ, მეგობარი არ არის. შესაძლოა ამ ადამიანმა თქვენი საიდუმლო ინფორმაცია ყველას გაუმხილა. ნუღარ ჩაეძიებით იმას, თუ რა მოტივები ამოძრავებდა ამ ადამიანს, უბრალოდ მოიშორეთ გვერდიდან — ის ვინც ერთხელ გიღალატათ, მეორედაც იმავეს გააკეთებს.

ქალწული

დაუსრულებელი საქმე მოსვენებას არ გაძლევთ, თუმცა იმის ნაცვლად, რომ მარტომ იდარდოთ, სცადეთ ოჯახური შეკრება მოაწყოთ ან მეგობრებს გაუზიარეთ. ორი თავი ერთზე უკეთესია, ამიტომ გულშემატკივრებთან ერთად რთული სიტუაციიდან გამოსავალს მალე იპოვით. რაც უფრო მალე შეძლებთ ძალის მოკრებას და მიმდინარე პროცესების კონტროლს, მით უფრო სწრაფად მიიღებთ სარგებელს.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება რაღაც საინტერესო ამბავი გაიგოთ. ის დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ სანამ ერთ ადგილს ტკეპნით, სხვები წინ მიდიან. ეს გიბიძგებთ იმოქმედოთ და ისეთი ნაბიჯები გადადგათ, რომლებზეც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. საღამო საუკეთესო დროა იმისთვის, რომ გემრიელი კერძები მოამზადოთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლოა საკუთარ გარეგნობას, განსაკუთრებით კი ფიგურას კრიტიკულად შეხედოთ და აღმოაჩინოთ, რომ შარშანდელი ტანსაცმელი ვიწრო გაქვთ. ერთ დღეში ვერაფერს შეცვლით, თუმცა კარგი იქნება, თუ თქვენთვის შესაფერის დიეტას და ვარჯიშს შეარჩევთ და ზედმეტ კილოგრამებს ბრძოლას გამოუცხადებთ. მოხდენილი ტანი და ლამაზი გარეგნობა თქვენს ჯანმრთელობაზე და განწყობაზე დადებითად აისახება.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენსავით ფიქრობენ და მსგავსი ინტერესები აქვთ. ისეთი განცდა გექნებათ, თითქოს ერთმანეთს წლებია იცნობთ, ამიტომაც ურთიერთობის გაღრმავება მოგინდებათ და შეიძლება ერთად სადმე წასვლა დაგეგმოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ ცოტა ხნით სამსახურის საქმეები დაივიწყოთ, მოდუნდეთ და სიმშვიდით დატკბეთ.

თხის რქა

თქვენს ცხოვრებაში ახალი თავგადასავალი იწყება, უახლოეს მომავალში მოგზაურობა გელით. მნიშვნელობა არ აქვს, უცხოეთში გაემგზავრებით თუ საკუთარ ქვეყანას შემოივლით — ახალ ადამიანებს გაიცნობთ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — ბევრი მათგანი წინასწარმეტყველური იქნება.

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, დღეს შეიძლება თავი ძალაგამოცლილად იგრძნოთ. ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს ჩაკეტილ წრეში ხართ. დროა, ეს წრე გაარღვიოთ — დარეკეთ მეგობრებთან, დაგეგმეთ წვეულება ან სეირნობა. როგორც კი ამას გააკეთებთ, ძალები დაგიბრუნდებათ. სხვა ადამიანების კონფლიქტში ნუ ჩაერევით, მით უმეტეს, თუ ამას არავინ გთხოვთ.

თევზები

წინ შორეული მოგზაურობა გელით, რომელიც თვალსაწიერს გაგიფართოებთ და სრულიად ახალ სამყაროს დაგანახვებთ. მოიშორეთ შიშები და თითოეული მომენტით დატკბით, რომელიც წინ გელით. საღამოს მოერიდეთ უცნობი ადგილების მონახულებას და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას. უმჯობესია, საღამო სახლში, ოჯახის წევრებს შორის გაატაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge