დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:40 პარ. 11 ივლისი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები პროფესიულ სფეროში ძველი და კარგად გამოცდილი მეთოდებით მოქმედებას და რისკებისგან თავის დაზღვევას გირჩევენ. დაუოჯახებელმა ვერძებმა სასურველია, თავისუფალი დრო სახლის გარეთ გაატარონ — დღის განმავლობაში მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც შეიძლება თქვენი მეორე ნახევარი გახდეს. გამოიყენეთ ეს დღე რთული პრობლემების გადასაჭრელად ან ორგანიზაციული საკითხების გასარკვევად.

კურო

ამ დღეს შემოქმედებით ან ინტელექტუალურ საქმიანობაში წარმატების მიღწევა ისე ადვილია, როგორც არასდროს. სავსე ხართ ენერგიით, რომლის გამოყენებაც მასშტაბური პროექტის ორგანიზებისთვის შეგიძლიათ. ხელმძღვანელობა დაგაფასებთ და შესაძლოა დაწინაურებაც შემოგთავაზოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამსახურებრივი რომანი თქვენს ავტორიტეტს ძალიან დააზარალებს.

ტყუპები

დაგეგმილი საქმეების განხორციელებისთვის განმარტოებას გირჩევთ. თავი შეიკავეთ უცნობი ადამიანების დახმარებისგან, მით უმეტეს, თუ ამას არავინ გთხოვთ. თუ ძველი ნაცნობების გარემოცვამ დაგღალათ, დროა ახალ ადამიანებს შეხვდეთ და მათი ცხოვრებისეული გამოცდილება გაიზიაროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა კომპიუტერული ტექნოლოგიების შესასწავლად. შეინარჩუნეთ ბალანსი მუშაობაში - ხელმძღვანელთან მეგობრულმა ურთიერთობამ შეიძლება კოლეგებში უკმაყოფილება გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ გარემოცვის ქცევებს. ძველი მეგობრის დახმარება საშუალებას მოგცემთ სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.

ლომი

ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. გირჩევთ, თავისუფალი დრო ძველ მეგობრებთან გაატაროთ და ახალ ნაცნობობას თავი აარიდოთ — ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ახლა იდეალური დროა თქვენი გეგმების და იდეების განხორციელებისთვის. თქვენ გაქვთ ყველა საჭირო თვისება, რომ შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ.

ქალწული

თუ არ იზარმაცებთ, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების დამსახურებით, პროფესიული წინსვლა გარანტირებული გაქვთ. თუ ზრდილობას და თავაზიანობას გამოიჩენთ, თქვენ წინ ყველა კარი გაიღება და რთულ ამოცანებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელოდებათ, თუმცა კვირის ბოლოს ჯანმრთელობის მცირე პრობლემაა მოსალოდნელი.

სასწორი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს — ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ფინანსური საკითხების დიდი ნაწილი დღეს თავისთავად მოგვარდება. ეცადეთ, ინტელექტუალური განვითარებისთვის დრო გამონახოთ. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

მორიელი

პირად ცხოვრებაში მოულოდნელი პრობლემები გელით. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი და აგრესიული ახლობლებთან — ეს ურთიერთობებზე ცუდად აისახება. გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და შემოქმედებით საქმიანობით მეტად დაკავდეთ. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაუმჯობესება თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააძლიერებს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობაში მცირე უთანხმოება წარმოიშვას. ჭორებს ყურადღება არ მიაქციოთ — თუ მათ უგულებელყოფთ, უარყოფითი ემოციები თანდათან გაქრება. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, სამომავლოდ გადადეთ ან სანდო ადამიანის რჩევა მოისმინეთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს იდეას დააფინანსებს.

თხის რქა

ახლა არახელსაყრელი დროა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გასარკვევად — არსებობს სამსახურის დაკარგვის რისკი. ნუ შეეცდებით, რაღაც დაამტკიცოთ და თქვენი მიზნისკენ თავდაჯერებულად იარეთ. რთულ დროს შინაგან ხმას მოუსმინეთ და გადაწყვეტილება საკუთარი ინტუიციით მიიღეთ. კარგი იქნება, ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ.

მერწყული

ფრთხილად იყავით ადამიანებთან ურთიერთობისას — შესაძლებელია, არასასიამოვნო ვითარებაში აღმოჩნდეთ. მოსალოდნელია მივლინება ან შორი მგზავრობა. ვარსკვლავების დახმარებით შეძლებთ პროფესიულ სფეროში დაგროვილი ყველა პრობლემა ერთდროულად გადაჭრათ. საღამო ხელსაყრელია ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად.

თევზები

თუ ჩიხურ ვითარებაში აღმოჩნდით, შეგიძლიათ დახმარებისთვის კოლეგებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მიმართოთ. სამსახურში შრომისმოყვარეობისა და სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ. თუ საერთო მიზნების განსახორციელებლად გუნდის შეკრებას შეძლებთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც შეუძლია, თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge