დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:45 შაბ. 5 ივლისი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სასიხარულო სიახლის წყალობით, რომელსაც მეგობრებისგან მიიღებთ, დღე მსუბუქად და მხიარულად ჩაივლის. სამუშაოზე მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა კოლეგებთან, თუმცა შეძლებთ, საკუთარი სიმართლე დაიცვათ და ავტორიტეტიც შეინარჩუნოთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ – საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა დაგამშვიდებთ და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

კურო

სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. გარემოებებმა შესაძლოა გეგმების შეცვლა გაიძულოთ და მოვლენები სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული. თუ დახმარება გჭირდებათ, ითხოვეთ – ძველი მეგობრები და გამოცდილი კოლეგები მზად არიან, რჩევით დაგეხმარონ. დღის ბოლოს მოსალოდნელია შეხვედრა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ.

ტყუპები

ამ დღეს რთულ დავალებებსაც კი სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი დიდი ხნის ოცნებაც სწორედ დღეს ასრულდეს. კოლეგების მხარდაჭერა თქვენს ლიდერულ პოზიციას კიდევ უფრო განამტკიცებს. გამოიყენეთ ეს შანსი კარიერული წინსვლისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ.

კირჩხიბი

ფრთხილად იყავით ბასრ საგნებთან – არსებობს ტრავმის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. ეს დღე ძველი მეგობრობის გამოცდის შანსს მოგცემთ. დიდი ალბათობით, ეს მეგობრობა ყველა დაბრკოლებას გადალახავს და შვებით ამოისუნთქავთ. ასევე ერთ სახიფათო ავანტიურაში ჩაერთვებით, რომლის შედეგი არა მხოლოდ თქვენ გაგახარებთ, არამედ თქვენს ახლობლებსაც გაამხიარულებს. ეს საერთო გამოცდილება კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

ლომი

ამ დღეს ლომების ემოციური ფონი არასტაბილურია – ხან სიცილი გინდათ, ხან კი ცრემლებად იღვრებით. გარშემომყოფების სიბრალულის იმედი ნუ გექნებათ – ისინი ვერ ხვდებიან, რა გაწუხებთ. ეცადეთ თავი აარიდოთ ხალხმრავლობას – დღეს თქვენთვის ასეთი გარემო მტკივნეული და სტრესული იქნება. უმჯობესია დღის მეორე ნახევარი სახლში გაატაროთ და კომედიურ დილმებს უყუროთ.

ქალწული

ახალი საქმე განსაკუთრებული წარმატებული იქნება და სასურველ შედეგსაც უმოკლეს დროში მოიტანს. თქვენი ინიციატივა თქვენს კარიერაზეც დადებითად აისახება. ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები პერსპექტიული იქნება. პირად ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცით, პარტნიორზე შთაბეჭდილება როგორ მოახდინოთ. გირჩევთ, ეს შანსი გამოიყენოთ დაუვიწყარი საღამო გაატაროთ.

სასწორი

წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ – ეს დროებითი პრობლემებია. გირჩევთ, მთელი ყურადღება საზოგადოებრივ საქმეებზე, ქველმოქმედებასა და ბავშვების განათლებაზე გადაიტანოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე – მოსალოდნელია თავის ტკივილი ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება. საღამოს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ. დაძაბული კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ

მორიელი

შესანიშნავი განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. დღეს მხოლოდ იმას აკეთებთ, რაც სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებთ. უფლება გაქვთ, პრობლემები და საზრუნავი თუნდაც ერთი დღით დაივიწყოთ. თუ მშობლების მონახულებას აპირებთ,ნუ გადადებთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, უახლოეს ხანებში პროფესიის შეცვლა გადაწყვიტოთ. მშვილდოსანს სიახლეების და სირთულეების არ ეშინია და არც ექსპერიმენტები აფრთხობს. ვარსკვლავების დახმარებით თქვენ წინ ახალი კარი გაიხსნება. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ ახალ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. უსმინეთ თქვენს სხეულს და მიეცით ის, რაც სურს. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქებისთვის ბევრი შესაძლებლობა გაჩნდება, თუმცა ყველაფრით ერთდროულად არ უნდა ისარგებლოთ. იგივე ეხება სიყვარულსაც – ამ სფეროში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. თუ ადამიანებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ პირდაპირ უთხარით, მაგრამ ეს აგრესიის და უხეშობის გარეშე უნდა გააკეთოთ. ხელსაყრელი დროა, რომ სახლსა და აგარაკზე წესრიგი დაამყაროთ და ეზოც გაალამაზოთ.

მერწყული

ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს – მათ არც საიდუმლო უნდა გაუმხილოთ, რადგან შეიძლება ჭორებისა და ღალატის მსხვერპლი გახდეთ. მოერიდეთ სხვა ადამიანების კონფლიქტში ჩართვას და ეცადეთ ეს დღე მშვიდად და აუჩქარებლად გაატაროთ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის, ამიტომ ეცადეთ ვარჯიშისა ან სახლის დასუფთავებისთვის დრო გამონახოთ.

თევზები

ამ დღეს ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე გაამახვილეთ, რომელთა მოგვარებასაც თავად შეძლებთ – დანარჩენი გვერდზე გადადეთ. ამ დღეს თქვენი განწყობა და ქცევა სიმშვიდის და წონასწორობის მაგალითი უნდა იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ - შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ. საღამო სასურველია, სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge