1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 ორშ. 30 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები მარტოხელა ვერძებს სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდებიან. სავარაუდოდ, საინტერესო შეხვედრები და სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. სამსახურში ნებისმიერ საკითხს მარტივად გაართმევთ თავს. პიროვნული თვისებების დამსახურებით თანამოაზრეების პოვნა და გუნდის შეკრება არ გაგიჭირდებათ. დღის პირველ ნახევარში ტრავმებს ერიდეთ. ფხიზლად იყავით — ამ დღემ შეიძლება ბევრი სტრესული სიტუაცია მოიტანოს.
კურო
თუ ამ დღეს დახმარებას გთხოვენ, უარი არ უთხრათ — დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ვინმეს დახმარება თავადაც დაგჭირდებათ. ნუ ინერვიულებთ, თუ საქმიანობის დაწყება ახალ სფეროში მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ და სასურველს მხოლოდ ძლიერი ნებისყოფისა და მოთმინების გამოჩენით მიაღწევთ.
ტყუპები
ენერგიით სავსენი ხართ. ეცადეთ, ეს დრო ყველა მნიშვნელოვანი საქმის დასასრულებლად გამოიყენოთ. თუ ოდესმე რაიმე ინფორმაციის დამალვა სცადეთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს. თუ სხვა ირგვლივ მყოფთა გრძნობებს ანგარიშს არ გაუწევთ, ნებისმიერ მოლაპარაკებას ჩაშლით და საკუთარ თავსაც პრობლემებს შეუქმნით.
კირჩხიბი
ვარსკვლავების განლაგების მიხედვით, დღეს შესაძლოა, თქვენს გზაზე სერიოზული დაბრკოლებები გაჩნდეს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ახალი, სარისკო იდეების განხორციელებისას. უმჯობესია საოჯახო საკითხებზე ზრუნვა სხვა დღისთვის გადადოთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. დადგა დრო, რომ საკუთარ გეგმებს გადახედოთ და მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მოემზადოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმესთვის საკუთარი სიტყვებსა თუ ქმედებებზე ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ.
ლომი
ეცადეთ, მიღწეული პოზიცია შეინარჩუნოთ. ახლა ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის არახელსაყრელი დროა. გირჩევთ, ურთიერთობებში მეტი ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინოთ — აუცილებელი არ არის, რომ ყველა შემხვედრს საკუთარი სიმართლე უმტკიცოთ. შეიძლება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. თუ გარკვეულ პრობლემებს დიდი ხანი ვერ აგვარებდით, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.
ქალწული
ეცადეთ, პროფესიულ სფეროში მაქსიმალური დამოუკიდებლობა გამოავლინოთ. გჯეროდეთ საკუთარი ძალების და მიზნისკენ გაბედულად იარეთ. სანამ ვითარებაში ბოლომდე არ გაერკვევით, არავის არაფერს დაჰპირდეთ. სხვის მხარეს ნუ დაიჭერთ — ამით კონფლიქტს თავიდან აიცილებთ. გამორიცხული არ არის, რომ სიმართლის ძიების დროს ვიღაც ძალიან გააბრაზოთ და გააღიზიანოთ.
სასწორი
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მოვლენით დაგამახსოვრდებათ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ და გონებრივ შრომას, რომ დაღლილობამ არ დაგძლიოთ და დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ. ხელსაყრელი დღეა ბუნებაში დასვენებისა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მორიელი
მორიელებო, ამ დღეს მნიშვნელოვან შედეგებს არ უნდა ელოდოთ, ამიტომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და ყურადღება ყოველდღიურ საქმეებზე გადაიტანოთ. იზრუნეთ დღის რეჟიმზე და ჯანმრთელობაზე. თუ შვებულების დაგეგმვას აპირებთ, უპირატესობა სარეაბილიტაციო ან საკურორტო დასვენებას მიანიჭეთ. ამ დღეს გარშემომყოფები თქვენს მიმართ ძალიან კრიტიკულები არიან, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.
მშვილდოსანი
სასიცოცხლო პოტენციალი საგრძნობლად იზრდება, რაც თქვენს საქმიანობაზე დადებითად აისახება. შემოქმედებითი მიდგომა საქმეში ახალსა და საინტერესო ნოტებს შემოიტანს, რაც ხელმძღვანელობის მოწონებას დაიმსახურებს. თქვენ ახლა წარმატების მწვერვალზე ხართ და თავს შესანიშნავად გრძნობთ, ამიტომ სანერვიულოდ არანაირი მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ, ეცადეთ საკუთარი ენერგია ტყუილად არ გაფლანგოთ.
თხის რქა
ყურადღებას ნუ მოადუნებთ - ამ დღეს მხოლოდ სხვა ადამიანების კეთილსინდისიერების იმედად არ უნდა დარჩეთ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხშირად დაბრკოლებები და სხვადასხვა სირთულე შეგხვდებათ, მაგრამ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. გაღიზიანება და აგრესია ცუდი თანამგზავრია და საზოგადოება ასეთ ქცევას არ მოგიწონებთ. თქვენი მიზნები სრულიად რეალურია, ხოლო თქვენი ფიზიკური მდგომარეობა დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვა დროს.
მერწყული
შესანიშნავი დღეა პოზიციის შესაცვლელად როგორც სამსახურში, ისე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. თქვენი საქმიანი უნარები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია გაუგებრობები და კონფლიქტები კოლეგებთან, რაც შესაძლოა თქვენს ზოგად მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახოს.
თევზები
თევზებისთვის ეს დღე როგორც მატერიალური, ისე სულიერი ნაგვისგან გაწმენდას უკავშირდება. ეცადეთ, პერიოდულად საკუთარ ქმედებებს გადახედოთ და რეალობას მოარგოთ. გათავისუფლდით ილუზიებისგან, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს ყველაზე ეფექტური წყლის პროცედურები იქნება. არსებობს შანსი, რომ სულიერ მოკავშირეს შეხვდეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი ყველა გეგმა არ შესრულდება, თუმცა სასურველ შედეგს მაინც მიაღწევთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან