23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:38 კვი. 22 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, ვისთან ურთიერთობაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ. ამ დღეს თქვენი ინტუიცია უნაკლოდ მუშაობს, ამიტომ ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებთ, გაამართლებს. ეს განსაკუთრებით ურთიერთობებს ეხება - რომანტიკულსაც თუ საქმიანსაც.
კურო
ამ დღეს კონსერვატიული მიდგომა გამოუსწორებელი შეცდომისგან გიხსნით. ნებისმიერ ინიციატივას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. გირჩევთ, მოქმედების დაწყებამდე ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. თავი შეიკავეთ ახალი და ეგზოტიკური კერძებისგანაც - ეს დღე ექსპერიმენტებისთვის არ გამოდგება, სამაგიეროდ, შესანიშნავია ძველი კავშირების აღსადგენად.
ტყუპები
სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანების დავაში მონაწილეობას გთხოვენ, რომლის მიზანი სიმართლის დადგენაა. დიდი ალბათობით, ერთ-ერთის მხარდაჭერა მოგიწევთ, რამაც შეიძლება მეორე მხარისგან აგრესიის ნაკადი გამოიწვიოს. თუ მოვლენების ასეთი განვითარება არ გსურთ, დავაში მონაწილეობაზე უარი თქვით.
კირჩხიბი
ვიღაც თქვენს პროვოცირებას და კონფლიქტში ჩათრევას ეცდება. გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კამათი და დაპირისპირება მხოლოდ ენერგიას წაგართმევთ, რომელიც შეგიძლიათ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საქმეებში გამოიყენოთ. წვეულებაზე წასვლას გეგმავთ, სადაც შეიძლება თქვენთვის უსიამოვნო ადამიანს შეხვდეთ. სჯობს სახლში დარჩეთ და დაწყებული საქმეები დაასრულოთ - ამით არასასურველ ურთიერთობებს თავიდან აიცილებთ.
ლომი
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ. შესაძლოა საქმე გარემოს შეცვლას ან შორ მანძილზე მგზავრობას ეხება — ეს შეიძლება როგორც მოგზაურობა, ასევე საქმიანი ვიზიტი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე უარი არ უნდა თქვათ. დახმარებას ისეთ დროს და ისეთი ადამიანისგან მიიღებთ, რომ გაოცებული დარჩებით.
ქალწული
წარსულში დაშვებული შეცდომები შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაზე დღეს აისახოს. საბედნიეროდ, უთანხმოებას მალე გაარკვევთ, თუმცა მომავალში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დროა საკუთარ განვითარებაზე სამუშაოდ — ეს თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს და ძალას შეგმატებთ. ეცადეთ, ყველანაირი კამათი და საყვედურები თავიდან აიცილოთ, თორემ უმნიშვნელო დაპირისპირება შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს.
სასწორი
შესაძლოა, ადამიანმა, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ენდობით, იმედი გაგიცრუოთ. ეს დღევანდელი დღის ერთადერთი უსიამოვნო მომენტი იქნება. დანარჩენი დრო მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ.
მორიელი
თუ შორ გზაზე წასვლას აპირებთ, სიფხიზლე გამოიჩინეთ და ყურადღება არ მოადუნოთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით წყალთან და კლდოვან ადგილებში. ემოციურად დატვირთული დღეა — მოვლენები სწრაფად იცვლება, ამიტომ დღის ბოლოს დაღლილობას იგრძნობთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის.
მშვილდოსანი
ეს დღე იდეალურია სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებისთვის. ცვლილებებისა და სიახლეებისთვის კი არახელსაყრელია, ამიტომ თუ ასეთი გეგმები გქონდათ, ჯობს ხვალისთვის გადადოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ.
თხის რქა
თხის რქებო, სცადეთ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოთ. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რა გაწუხებთ და წინსვლაში ხელს რა გიშლით. ახლა შანსი გაქვთ, რომ თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიტანოთ. პროფესიის შეცვლის შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა, ამიტომ ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მხოლოდ ის ოპერაციები განახორციელეთ, რომლებშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ.
მერწყული
იმას, რაც გუშინ შეუძლებლად გეჩვენებოდათ, დღეს ადვილად გაუმკლავდებით. ახლობელმა ადამიანმა შესაძლოა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა გთხოვოთ. დაეთანხმეთ, თუნდაც თავიდან ეს იდეა არ მოგეწონოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის. შესაძლოა, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტს დააფინანსებს.
თევზები
ხელსაყრელი პერიოდია ნებისმიერი ცვლილებისთვის. თამამად გადადგით ნაბიჯები უკეთესი ცხოვრებისკენ. ვარსკვლავების განლაგება ისეთია, რომ მომავალს ოპტიმიზმით უნდა შეხედოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და მოზომილად იმოქმედოთ, რათა უხეში სიტყვით ან შენიშვნით ვინმე არ გაანაწყენოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან