19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 ოთხ. 18 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე დაგანახვებთ, რამდენად გულწრფელები არიან ადამიანები, რომლებიც თქვენ გვერდით იმყოფებიან. შესაძლოა, ერთ-ერთ მათგანს დაემშვიდობოთ. ერიდეთ ურთიერთობების საჯარო გარჩევას — ეს შესაძლოა თქვენს ავტორიტეტზე ცუდად აისახოს. ვარსკვლავები პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში დაგეხმარებიან. გირჩევთ, უსიამოვნო თხოვნას თავაზიანი უარით უპასუხოთ, მომავალში პრობლემები არ შეგექმნათ.რომ
კურო
დაძაბული დღეა. დილიდან განვითარებული მოვლენები მხოლოდ ფორიაქს მოიტანენ. სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს, ამიტომ მოდუნდით და პროცესებს „გარედან“ დააკვირდით. სასურველია, რომ მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადოთ და ეს დღე მთლიანად საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.
ტყუპები
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაგეხმარებიან. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეჭვები გიპყრობთ. თქვენი ხასიათი, დადებითი განწყობა და დიპლომატია ნებისმიერი კარის გასაღებად იქცევა და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. დღის მეორე ნახევარი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ — ხელსაყრელი დროა საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის, ფიზიკური აქტივობისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.
კირჩხიბი
ამ დღეს თქვენს გარემოცვაში აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც თქვენს ქმედებებში ნაკლის პოვნას და თქვენი სუსტი მხარეებით მანიპულირებას ეცდება. საერთო ენას ნებისმიერი პროფესიისა და გემოვნების ადამიანთან ადვილად პოულობთ, ამიტომ ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას - ამ დღეს ვიღაც ეცდება, თქვენი სიკეთით ისარგებლოს.
ლომი
ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ საქმიან კავშირებს და ფინანსურ შემოსავალსაც მოგიტანთ. დროა, იმ საქმის დასრულებაზე იფიქროთ, რომელიც დიდი ხნის წინ სამომავლოდ გადადეთ. დღის მეორე ნახევარი კი მშვიდ დასვენებას და განმარტოებას მოითხოვს — შეგიძლიათ ეს დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმოთ.
ქალწული
ამ დღეს ყველაზე ახლო მეგობართანაც კი ურთიერთგაგების პრობლემა გაქვთ. ნუ ეცდებით ბუზისგან სპილოს შექმნას - სინამდვილეში ყველაფერი ბევრად მარტივადაა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს — სიმშვიდე და საღი აზროვნება დაგეხმარებათ, რომ დღე მშვიდად, უსიამოვნებების გარეშე გაატაროთ. საღამოს სასურველია მასაჟზე წასვლა ან ფეხით სეირნობა დაგეგმოთ. ეს ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. დღეს შესაძლოა დაღლილობამ ან ქრონიკულმა დაავადებამ შეგაწუხოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი დატვირთვისა და ფიზიკური აქტივობისგან. შესაძლებლობის შემთხვევაში, ეცადეთ, მთელი დღე სახლში გაატაროთ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პროექტის დაწყებამდე ყურადღება ყოველდღიურ საკითხებსა და ოჯახის საქმეებზე გადაიტანოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდია.
მშვილდოსანი
ამ დღემ შესაძლოა შინაგანი ეჭვები მოგიტანოთ. თქვენი ცხოვრების მიმდინარეობით და მოვლენების განვითარებით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ პრობლემების მიზეზს ვერ ხედავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაუჯეროთ ახლობელს, რომელიც გულწრფელია და სიმართლეს პირში გეტყვით. მომხდარის სწორად გაანალიზებაში მხოლოდ სიმართლე დაგეხმარებათ.
თხის რქა
გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა გზა არ გამოდგება, ამიტომ შეიძლება კოლეგების მხარდაჭერა ვერ მიიღოთ. დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება ირგვლივ მყოფები თქვენ წინააღმდეგ განაწყოს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს და ფაქტების დამახინჯებას მოერიდეთ. გამორიცხული არ არის პარტნიორთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტა.
მერწყული
ეს დღე საუკეთესოა მოგზაურობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შვებულება დაგეგმოთ, ქალაქგარეთ ან ბუნებაში გაისეირნოთ. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და მინიშნებებს, რომლებსაც კოსმოსი გიგზავნით და ეცადეთ, დასკვნები გამოიტანოთ.
თევზები
გირჩევთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, რადგან ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსური საკითხი ზუსტად ისე გადაწყდება, როგორც ელოდით. საქმიანი მოლაპარაკებები კი დროში გაჭიანურდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ინიციატივა არ გამოიჩინოთ — ეს თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან