30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:12 კვი. 29 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დროა, იმ ურთიერთობებზე დაფიქრდეთ, რომელიც გარშემომყოფებთან გაკავშირებთ. უახლოეს მომავალში ბედი მიგანიშნებთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. დააკვირდით საკუთარ ქმედებებს – შესაძლოა, ასეთი დამოკიდებულების მიზეზი სწორედ თქვენ ხართ. ამ დღეს შეძლებთ, მდგომარეობა რეალურად შეაფასოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს დაუახლოვდეთ, რომლებიც თქვენს ნდობას იმსახურებენ.
კურო
ამ დღეს ვარსკვლავები საშუალებას გაძლევენ, რომ შემოქმედებითი უნარები გამოავლინონ. შეგიძლიათ თქვენი ყველაზე გაბედული იდეები განახორციელოთ და ოპონენტების შეფასებებს არ შეუშინდეთ. დღის მეორე ნახევარში ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოტყუება ან ფულის მოპარვა სცადოს. ადრე გაწეული დახმარებისთვის მიღებული მადლიერება ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.
ტყუპი
ამ დღეს მოვლენები თქვენთვის ხელსაყრელი სცენარით განვითარდება. საქმიანი საკითხები, მარშრუტები და გრაფიკები ერთმანეთს ისე დაემთხვევა, თითქოს საგანგებოდ დაგეგმეთ. იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ, სანამ არ შეჩერდებით. გაითვალისწინეთ, რომ სწრაფი სარგებლის ძიებაში შეიძლება რაღაც უფრო ძვირფასი დაკარგოთ. თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო ოჯახში მოსალოდნელია ურთიერთობების გამწვავება.
კირჩხიბი
ეს დღე მშვიდად ჩაივლის – არც სახლში და არც სამსახურში სირთულეები მოსალოდნელი არ არის. ეცადეთ, საკუთარი თავისა და საკუთარი მოთხოვნების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. ნუ ენდობით მრჩევლებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს თავზე გახვევენ. სასურველია, თქვენი სამომავლო გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ, თუნდაც უახლოესი ადამიანებისგან.
ლომი
დღის განმავლობაში შეიძლება დაუკმაყოფილებლობის განცდამ შეგაწუხოთ. ამის მიზეზი დაუსრულებელი საქმეებია, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც სამგზავროდ წასვლას გაიძულებთ. დღის განმავლობაში საქმეებში დიდი წინსვლა მოსალოდნელი არ არის. თუ შესაძლებელია, საღამოს სახლში დარჩით და საყვარელ სერიალს უყურეთ.
ქალწული
ამ დღეს ვარსკვლავები ქალწულებს სასიამოვნო ადამიანებთან ერთად საინტერესო მოგზაურობას ჰპირდებიან. თუ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, ქალაქგარეთ მაინც გახვიდეთ ან აგარაკზე გაემგზავროთ. სამსახურში სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეს დღე დასვენებასა და სულიერ განვითარებას უნდა დაუთმოთ.
სასწორი
ამ დღეს სიმტკიცისა და მონდომების წყალობით სასურველ შედეგს მიაღწევთ. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის უნდა იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.
თუ ეცდებით იპოვით გზას, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. გირჩევთ, საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ - გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.
მორიელი
ეს დღე სულიერ და მორალურ გარდაქმნებს უკავშირდება. შეიძლება შეხედულებები, პრიორიტეტები და ზოგადად, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მოულოდნელად შეგეცვალოთ. ამ დღეს განვითარებული მოვლენები პიროვნულ ზრდასა და ხარვეზების გამოსწორებაში დაგეხმარებათ. მალე საშუალება გექნებათ, რომ თავისუფალ გარემოში, მხიარულ შეხვედრაზე სერიოზული საკითხები განიხილოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შესაძლოა, მეგობრის ღალატს ან სამსახურში გაუგებრობას შეეჯახოთ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი უმიზეზოდ გაგინაწყენდებათ და ურთიერთობის გაწყვეტას ეცდება. პირად ურთიერთობებზე ნერვიულობა პროფესიულ საქმიანობაზე დიდ გავლენას მოახდენს. საღამოს ვითარება შეიძლება დალაგდეს, თუმცა უსიამოვნო განცდა დიდხანს გაგყვებათ. ეცადეთ, ყურადღება სპორტზე, იოგაზე ან სხვა საყვარელ საქმიანობაზე გადაიტანოთ – ორგანიზმსაც და გონებასაც ტონუსში მოყვანა სჭირდება.
თხის რქა
გახსოვდეთ, რომ გულწრფელი საუბრით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად ხვდებით და საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება. ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ, თუმცა უმჯობესია, საღამო სახლში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.
მერწყული
ეს დღე პარტნიორის იმ თვისებებზე აგიხელთ თვალს, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით. დიდი ალბათობით, ეს აღმოჩენა სიამაყის საფუძველი გახდება. სავარაუდოდ, უძრავი ქონების საკითხების მოწესრიგებას შეძლებთ. სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას წაგართმევთ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროცესი დღესვე დასრულდეს.
თევზები
ამ დღეს სამყარო შანსს გაძლევთ, ძველი შეცდომები გამოასწოროთ და მიიღოთ გამოცდილება, რომელიც მომავალში გამოგადგებათ. სახლში გარკვეული პრობლემები გელით. მაგალითად, შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდეს და დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან