26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 ოთხ. 25 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. სავარაუდოდ, თქვენი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება და დამსახურებულ საჩუქარს მიიღებთ. დღის პირველ ნახევარში ბევრ საკითხს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოაგვარებთ, თუმცა შეგიძლიათ, ოდნავ უფრო მოხერხებულად იმოქმედოთ. თქვენი დღევანდელი საქმიანობა თქვენს კარიერულ წინსვლაზე და შესაბამისად, ბიუჯეტზე აისახება.
კურო
ეს დღე ილუზიებითა და ოცნებებით იქნება სავსე. ბევრ რამეს ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებთ და რეალური სურათის დანახვა გიჭირთ. დროა, საკუთარ ცხოვრებას და იმ ადამიანებთან ურთიერთობას გადახედოთ, ვინც თქვენი სიკეთით ბოროტად სარგებლობს. ვარსკვლავები გირჩევენ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ. მენიუდან გამორიცხეთ ცხიმიანი კერძები და ეცადეთ, ფიზიკური ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.
ტყუპები
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელმა შეიძლება თქვენი ბედი სრულიად შეცვალოს. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს რომლებსაც სამყარო გიგზავნით. პროფესიულ საკითხებში სჯობს გამოცდილ ადამიანს ენდოთ, ვიდრე თვითმარქვიას, რომელიც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
კირჩხიბი
დიდი მცდელობის მიუხედავად, საკუთარ თავს მუშაობისთვის ვერ განაწყობთ. ნუ ინერვიულებთ. დატვირთული დღეების შემდეგ შეგიძლიათ თავს სიზარმაცის უფლება მისცეთ. განიტვირთეთ, დაისვენეთ და საყვარელი საქმე აკეთეთ. შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობობის ან უკვე არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის.
ლომი
ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოეკიდოთ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და პანიკას ნუ აჰყვებით. ექიმთან ვიზიტი და ხანმოკლე მკურნალობა უსიამოვნო მოვლენებს დაგავიწყებთ. შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად გაიღიმოთ - ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ქალწული
ეს დღე ეჭვებითა და გაურკვევლობით სავსეა. ზოგი გეგმა შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიცვალოს. თავი შეიკავეთ ადამიანების შეფასებისგან — ეს შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს და ახალი მტერი შეიძინოთ. მიენდეთ საკუთარ თავს და ნუ წამოეგებით პარტნიორებისა თუ თანამშრომლების პროვოკაციებზე.
სასწორი
გახსოვდეთ, რომ მიზნების მისაღწევად ყველა გზა არ გამოდგება. შუადღისას მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ასევე შეიძლება ახლობლისგან ან საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო ამბავი გაიგოთ. უმჯობესია დღის დიდი ნაწილი ოჯახურ საქმეებსა და ახლობლებზე ზრუნვას დაუთმოთ.
მორიელი
ამ დღეს რაღაც ისეთი მოხდება, რაც რომელიმე ადამიანის შესახებ თქვენს წარმოდგენას შეცვლის და ამავდროულად თქვენს ფარულ შესაძლებლობებსაც გამოავლენს. შესაძლოა, თქვენში იმალება ნიჭი, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ. თქვენი გახსნილობა და ადამიანების დახმარების სურვილი გაგიადვილებთ კავშირის დამყარებას ადამიანთან, რომელიც მომავალში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.
მშვილდოსანი
გირჩევთ, მთელი ყურადღება პროფესიულ საქმიანობაზე გადაიტანოთ. ისინი, ვინც ბოლო დღეებში გულმოდგინედ შრომობდნენ, დამსახურებულ ანაზღაურებას მიიღებენ, ზარმაცების საფულე მნიშვნელოვნად შემსუბუქდება. შესაძლოა, ახალ წესებთან ან თქვენთვის მიუღებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სამსახურის შეცვლის იდეა გაგიჩნდეთ. სანამ თქვენთვის მისაღებ წინადადებას არ შემოგთავაზებენ, ნუ აჩქარდებით.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. გირჩევთ დასვენება დაგეგმოთ და ჩანაფიქრი რაც შეიძლება მალე განახორციელოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ მიმართულებას დაგანახვებთ. ამ დღეს საკუთარი საიდუმლოებები არავის გაუზიაროთ. საკუთარ ჯანმრთელობას გამოუცდელ სპეციალისტებს ნუ ანდობთ. თუკი რომელიმე ექიმის ცოდნაში ეჭვი გეპარებათ, სხვა ექიმს მიმართეთ,
მერწყული
საუკეთესო დღეა გადადებული საქმეების დასასრულებლად. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა ძველი ვალდებულებები საბოლოოდ დაიხურება. დღის ბოლომდე საკმაოდ დაკავებული იქნებით, ასე რომ, მეგობრებთან შეხვედრა უმჯობესია, სხვა დღეებისთვის გადადოთ.
თევზები
ექსპერიმენტების დრო არ არის. ახლა საუკეთესო არჩევანი გამოცდილი და ტრადიციული მეთოდია. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც ვარსკვლავები მთელი დღის განმავლობაში შეგახვედრებენ. ნუ მოდუნდებით და შეიძლება ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხი იპოვოთ. ახალი ნაცნობობისას ეცადეთ, ადამიანზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ. მალე ეს ადამიანი მნიშვნელოვან საკითხზე დიდ გავლენას მოახდენს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან