2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 სამ. 1 ივლისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს უამრავი საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდება, რაც მოვლენების განვითარების სხვადასხვა გზას გააჩენს. გირჩევთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ, რათა წესიერების ზღვარს არ გადახვიდეთ. სასურველია, ეს დღე სახლში გაატაროთ და საღამოს პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ. მოერიდეთ ცხიმიან კერძებს - ახლა თქვენს ორგანიზმს ადვილად მოსანელებელი საკვები სჭირდება.
კურო
ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობებისთვის, ადამიანებთან ურთიერთობისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. ამ დღეს მიხვდებით, რომ თქვენი გულწრფელობა და დიდსულოვნება ზოგჯერ ურთიერთობებში ხელს გიშლით. ხანგრძლივი შრომა და მიზანსწრაფულობა, ბოლოს და ბოლოს, წარმატებას მოგიტანთ. წარსულის წარუმატებელი სცენარის გამეორება განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, საღამო აქტიურად და მხიარულად გაატაროთ.
ტყუპები
ვარსკვლავების მხარდაჭერას ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობთ. გამოიყენეთ ეს შანსი რთული ამოცანების გადასაჭრელად. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.
კირჩხიბი
შესანიშნავი დროა უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად. გაუფრთხილდით ფულს და ძვირფასეულობას, რადგან შეიძლება ვიღაცამ მათი მოპარვა სცადოს. შესანიშნავი დღეა ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად. აუცილებელი არ არის, რომ ყველა რჩევა გაითვალისწინოთ ან, მით უმეტეს, მიჰყვეთ — მოტყუების რისკი მაღალია. ეცადეთ, ყურადღება პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვან დავალებებზე დრო არ დაკარგოთ.
ლომი
ოჯახური ბიუჯეტის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო შესაძლებელია ოჯახური კონფლიქტები გაღრმავდეს. თუ შინაგან სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ბევრ პრობლემას აირიდებთ. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ გარიგებებს და აზარტულ თამაშებს.
ქალწული
ეს დღე მოულოდნელი ამბებით სავსეა, ამიტომ აქტიურად იმოქმედეთ და ყველა სიტუაციაში მოქნილობა გამოიჩინეთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, რათა შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ. კარგი იქნება თუკი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გექნებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.
სასწორი
პროფესიულ სფეროში მზად ხართ რთული ამოცანების გადასაჭრელად. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა, რომელიც მღელვარებით აგავსებთ და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მიაქციეთ - უახლოეს ხანებში ოჯახის ერთ-ერთ წევრს თქვენი დახმარება დასჭირდება. ქალაქგარეთ გამგზავრება და ნათესავებთან შეხვედრა განტვირთვაში დაგეხმარებათ და სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.
მორიელი
ამ დღის საუკეთესო ტაქტიკა სპონტანური მოქმედებაა — ამ გზით საუკეთესო შედეგების მიღწევას შეძლებთ. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს პარტნიორს ცუდი განწყობა აქვს, მიზეზით დაინტერესდით და დაეხმარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 2 ივლისის საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის იღბლიანი დღეა. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ბოლო დროის ყველაზე დიდი ოცნების ასრულება შეძლოთ. გირჩევთ, ადრე გაღვიძება ჩვევად გაიხადოთ, რადგან დილის საათები თქვენთვის ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებულია. გახსოვდეთ, თქვენი უნარები და სიძლიერე სწორედ ამ დროს იღვიძებს.
თხის რქა
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში ზედმეტად ნუ გაჯიუტდებით — უმჯობესია, მშვიდი და მოქნილი სტრატეგია შეარჩიოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები დიდი ხანია გაწუხებთ, მათ მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ. გამონახეთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის: ფეხით იარეთ ან სპორტით დაკავდით.
მერწყული
ამ დღეს შესაძლოა მცირე სირთულეების დაძლევა მოგიწიოთ, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით და იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც სწორ გზას გიჩვენებენ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. მეგობრები საინტერესო საღამოს შემოგთავაზებენ, რაც სამუშაო დღის მშვენიერი დასასრული იქნება.
თევზები
ამ დღეს იღბალი თევზების მხარესაა! შესანიშნავი დროა, რომ ბედი სცადოთ — საქმემ, რომელიც უიმედო გეგონათ, შეიძლება დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და თქვენთვის შესაფერისი, დაბალანსებული დიეტა დაიწყოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან