დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 ორშ. 14 ივლისი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ბევრი საქმის წარმატება თქვენს პიროვნულ თვისებებსა და იუმორის გრძნობაზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ ღირსება და თავშეკავება შეინარჩუნოთ. გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე ყოფნისთვის — ეს დღე ჯანმრთელობასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას უნდა მიუძღვნათ. უარი თქვით ხმაურზე და აურზაურზე. სასურველია, რომ საღამო ოჯახურ წრეში ან საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ გარემოში დაასრულოთ.

კურო

ეს დღე უამრავ ახალ შესაძლებლობას და ახალ ამოცანებს მოგიტანთ, რომელთა შესრულება თქვენს თვითშეფასებასა და ავტორიტეტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ყველა საქმეს ერთდროულად გაუმკლავდეთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე გთავაზობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ექსპერიმენტებს და რადიკალურ ცვლილებებს მოერიდოთ. ვარსკვლავების დახმარებით მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ იოლი გამარჯვების იმედი არ უნდა გქონდეთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დროა თქვენი გეგმების განხორციელებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გონიერებას გამოიჩენთ და პროვოკაციებს არ აჰყვებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება უახლოესი დღეების მიზნებზე გადაიტანოთ. საქმის საბოლოო შედეგი თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზუსტად გიკარნახებთ, ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება უშედეგოდ დასრულდება, ამიტომ გირჩევთ ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ და იპოვით გზას, რომ მიღებული თანხა სწორად განკარგოთ. შესაძლოა, რთული არჩევანის გაკეთება მარტო მოგიწიოთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება.

ლომი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ექიმთან ვიზიტს გეგმავდით, სამომავლოდ აღარ გადადოთ. გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა სახლში საჭირო წამლები ქრონიკული დაავადებებისთვის. სასურველია, საღამოს ხმაურიან თავყრილობებს მოერიდოთ, დრო მშვიდად გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია ურთიერთობისთვის. მოსმენის უნარი დღეს დიდ სამსახურს გაგიწევთ. აუცილებლად მიხედეთ საყოფაცხოვრებო საქმეებს — ერთ-ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებას დიდი ხანია აჭიანურებთ, ამ დღეს თავს შეგახსენებთ. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები უმჯობესია სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში განიხილოთ.

სასწორი

ეს დღე სასწორებისთვის იმედისა და ოპტიმიზმის განცდას მოიტანს. გადაწყვეტილება, რომელსაც სამსახურთან დაკავშირებით მიიღებთ, სწორი აღმოჩნდება და მალე ამაში თავადვე დარწმუნდებით. არსებობს შესაძლებლობა, რომ მოულოდნელად შემოსავალი მიიღოთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ მის წყაროს. თუ წინდახედულობას არ გამოიჩენთ და ემოციების გავლენით იმოქმედებთ, შესაძლოა, საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნათ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად შეასრულებთ დავალებას და სწორად დაამყარებთ კონტაქტებს. ეცადეთ და ერთ-ერთი კოლეგის თხოვნა არ დაგავიწყდეთ - მალე კოლეგის დახმარება თავად დაგჭირდებათ. ვარსკვლავები ხელს გიწყობენ პროფესიულ ურთიერთობებში. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებს — მათ შეიძლება თქვენი ავტორიტეტი ძალიან დააზარალონ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოვლენები ისე სწრაფად განვითარდება, რომ შესაძლოა, დროულად რეაგირება ვერ მოასწროთ. ხელსაყრელი დროა კარიერული წინსვლის ან პირადი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გარშემო ბევრ ყურადღებას გრძნობთ, თუმცა ის შეიძლება თქვენთვის მეტისმეტად დამღლელიც კი აღმოჩნდეს. პირად ურთიერთობებში ინტუიციას უნდა ენდოთ. მისი დახმარებით საყვარელ ადამიანებთან საერთო ენას იპოვით და კონფლიქტს თავიდან აიცილებთ.

თხის რქა

ფრთხილად იყავით. აჩქარების ან დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო შესაძლოა, დიდხანს ინანოთ. მოლაპარაკება რთულად ჩაივლის. შეიძლება, ფინანსურად დაზარალდეთ, მაგრამ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ. გირჩევთ, საღამოს ვარსკვლავების დადებითი გავლენა გამოიყენოთ და მტკივნეული საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ.

მერწყული

ამ დღეს წარმატებულია ყველაფერი, რაც სწავლასა და ცოდნის მიღებას უკავშირდება. გონებრივი შესაძლებლობები გაუმჯობესებულია, რაც დაგეხმარებათ, გამოცდები წარმატებით ჩააბაროთ ან ინფორმაცია ეფექტურად აითვისოთ. რთული საქმეები სჯობს დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ. მოერიდეთ პირადი ცხოვრების განხილვას ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.

თევზები

ამ დღეს თევზებისთვის გადამწყვეტი იქნება ემოციური მდგომარეობა და საკუთარი განწყობა. დილას სასიამოვნო სიახლეები გელით — აუცილებლად გამოიყენეთ ისინი. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი, რომელიც ადრე ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო. ნუ იჩქარებთ ძველი შეცდომების გამეორებას და ძველი გრძნობების გაცოცხლებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge