14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
22:00 კვი. 13 ივლისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ოჯახი და ნათესავები მოვლენების განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენენ. ეცადეთ, ამაში პოზიტიური მხარე დაინახოთ – სანაცვლოდ მათ მხარდაჭერას მიიღებთ. საღამო დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას მოგიტანთ, სადაც სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ. ყურადღება არ მოადუნოთ - გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კურო
ფრთხილად იყავით - შეიძლება ამ დღეს მოზღვავებულმა ენერგიამ ემოციებზე გავლენა მოახდინოს და კონფლიქტებისკენ გიბიძგოთ. ფიზიკური აქტივობა, სპორტი და ვარჯიში გონებისა და გრძნობების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ და არაადეკვატური ქმედებებისგან დაგიცავთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობების დასაწყებად. უმეტეს შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღწევას დიალოგის გზით მოახერხებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ორივე მხარის ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ. მოერიდეთ დიდი შესყიდვების განხორციელებას - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ.
კირჩხიბი
ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის არსებობა დაგავიწყდათ, თავს შეგახსენებთ. თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ, ამიტომ პარტნიორებთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. ამ დღეს ნებისმიერი საქმეს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ შედეგები მოლოდინს არ გაამართლებს. მიეცით საკუთარ თავს თავისუფლად მოქმედების უფლება. ჩარჩოები, რომლებიც საკუთარ თავს დაუწესეთ, მიზანს გაშორებთ.
ლომი
ეს დღე დასვენებისა და სასიამოვნო შეხვედრებისთვის ხელსაყრელია. ეცადეთ, დღის გეგმა ისე შეადგინოთ, რომ გართობისა და სიამოვნების დრო დაიტოვოთ. ამ დღისგან ნამდვილ სიამოვნებას მიიღებთ, თუ მოვლენების შეცვლას არ მოინდომებთ და დღის განწყობას არ შეეწინააღმდეგებით.
ქალწული
ეს დღე შესაფერისია სწავლისა და მოგზაურობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილ შვებულებაზე იფიქროთ – ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. აქტიურდება სექსუალური ენერგიაც – მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელსაც შეიძლება სერიოზული და მყარი ურთიერთობები მოჰყვეს. ხანდაზმულ ქალწულებს ჯანმრთელობის პრობლემები ელით. ეცადეთ, სპეციალისტთან ვიზიტი არ გადადოთ.
სასწორი
ეს დღე თანაგრძნობას, დახმარებასა და ზრუნვას უკავშირდება. გირჩევთ, ახლობლებს მხარდაჭერა გამოუცხადოთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ. ვარსკვლავები სიკეთის სანაცვლოდ ორმაგ მადლიერებას დაგიბრუნებენ, თანაც ყველაზე საჭირო დროს. იდეალური დროა ქველმოქმედებაში ჩასართავად.
მორიელი
დილა მორიელებს სასიამოვნო სიურპრიზით გაახარებს, რაც მთელი დღის განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილი გქონდათ. რთული ამოცანებიც მარტივად გადაიჭრება. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში – თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევთ, მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან დაიძაბოს.
მშვილდოსანი
ეს დღე იდეალურია ნებისმიერი სახის მოგზაურობისთვის. თუ მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს, უარს ნუ იტყვით, რადგან თქვენთვის წარმატებულად დასრულდება. ოჯახის ერთ-ერთ წევრს შეიძლება დახმარება დასჭირდეს. ამ დღეს მკითხაობა და სხვა მაგიური რიტუალების ჩატარება დაუშვებელია, რადგან შეიძლება ბნელი და საშიში ძალები მიიზიდოს.
თხის რქა
ეცადეთ, ამ დღეს ხმაურიან ღონისძიებებს და ცხოვრების აჩქარებულ რიტმს თავი აარიდოთ. ყველაზე დიდი სიამოვნება და სარგებელი მარტო ყოფნაში გელოდებათ. დაისვენეთ, მოიწყვეთ სასიამოვნო ვახშამი საყვარელი კერძებით და სერიალს უყურეთ. ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი შეხვედრა სჯობს, სხვა დღისთვის გადადოთ. საღამოს სასურველია წყლის პროცედურები და კონტრასტული შხაპი.
მერწყული
დღეს მერწყულები პასუხებს მიიღებენ კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს ძალიან აწუხებთ. ნუ დაელოდებით, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც გსურთ, მაგრამ სიტუაცია გაირკვევა, რაც თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობაში დაგეხმარებათ. მოულოდნელმა ამბავმა შეიძლება, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაართულოს, თუმცა თქვენი სიმართლე მალე გაირკვევა.
თევზები
თევზებისთვის ეს დღე ემოციებით და საუბრებით იქნება დატვირთული, თუმცა ეს საუბრები უმეტესად, უაზრო და არაფრის მომცემია. ფრთხილად იყავით საბუთებზე ხელის მოწერისას – ერთმა პატარა შეცდომამ შეიძლება დიდი დანაკარგი გამოიწვიოს. გირჩევთ, საღამოს სახლში არ დარჩეთ და ხმაურიან გარემოში გაერთოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან