21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:51 კვი. 20 ივლისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
იქ, სადაც ადრე მხოლოდ მოწყენილობა იყო, ახლა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ. მოსალოდნელია ახალი შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მარტოხელა ადამიანის სტატუსს წერტილი დაუსვას. თავი შეიკავეთ ფინანსური ურთიერთობისგან ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
კურო
ამ დღეს ადრე მიცემული დაპირებების შესრულება მოგიწევთ. ეს ადვილი არ იქნება, ამიტომ დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. ფინანსური დანაკარგი რომ თავიდან აიცილოთ, მსგავსი საკითხების მოგვარებისას საკუთარ ინტუიციას ენდეთ. მნიშვნელოვან თემებზე ახლობლებთან გულწრფელი საუბარი სასიკეთო შედეგს გამოიღებს.
ტყუპები
ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის საკმაოდ რთული და დაძაბული დღეა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. კონფლიქტებისა და დანაკარგების თავიდან აცილება რთული იქნება. შესაძლოა კლიენტებთან ან პარტნიორებთან უსიამოვნო საუბარი მოგიწიოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს — მოუსმინეთ ძველი ნაცნობების რჩევებს.
კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღეს უჩვეულო რომანტიკული ისტორია დაიწყოს, რომელიც მყარ და ხანგრძლივ კავშირში გადაიზრდება. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებთ, ამიტომ თქვენნი მოტყუება ადვილი არ იქნება, არადა ვიღაცას ამის სურვილი აქვს. შესაძლოა, რთულ სიტუაციაში მხარი დაგიჭიროთ ადამიანმა, რომლისგანაც არ ელოდით. ისიც კი, ვინც ადრე მეტოქედ მიგაჩნდათ, შესაძლოა თქვენი მოკავშირე გახდეს.
ლომი
დილის საათებში შესაძლებელია სირთულეები, თუმცა ყველაფერს სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდებით. შესაძლოა, წარმატებით გადაჭრათ საკითხები, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს გაწუხებდათ. ისინი, ვინც აქამდე სათანადოდ ვერ გაფასებდნენ, თქვენზე აზრს შეიცვლიან. სიახლეები, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრებს შეეხება ძალიან გაგახარებთ.
ქალწული
ეს დღე სამყაროს ახალ აღმოჩენებს მოგიტანთ. გაგიკვირდებათ, როცა მიხვდებით, რომ თქვენი ვარაუდები სწორი იყო. ეცადეთ დღე მშვიდად და განმარტოებით გაატაროთ. განსაკუთრებით სტრესსა და გადაღლას ერიდეთ, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის - შესაძლოა, სასურველი ნივთი უჩვეულოდ დაბალ ფასად შეიძინოთ.
სასწორი
შესაძლოა, თანხა ისეთი წყაროდან მიიღოთ, რომლის არსებობა უკვე დაგავიწყდათ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. დღის განმავლობაში შეიძლება საინტერესო და მოულოდნელი საქმეები გამოგიჩნდეთ. არსებობს კარიერულ წინსვლის შანსი, განსაკუთრებით - თუ საქმიანი კონტაქტები კარგად გამოიყენეთ.
მორიელი
ამ დღეს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი, მათ შორის — მოულოდნელი საჩუქრები გელოდებათ. ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ინიციატივის აღების ნუ შეგეშინდებათ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. დამქანცველი მუშაობის შემდეგ დასვენებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. წყლის პროცედურები ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
მშვილდოსანი
მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. ამ დღეს აჩქარება მხოლოდ თქვენ მოწინააღმდეგეთა წისქვილზე დაასხამს წყალს. არახელსაყრელი დღეა რთული საკითხების გადაჭრის, საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებისა თუ ახალი გეგმის შედგენისთვის. მგზავრობისას ყურადღება არ მოადუნოთ, განსაკუთრებით, თუ ავტომობილს თავად მართავთ. ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს. გახსოვდეთ, რომ სრულფასოვანი დასვენება წარმატებისთვის აუცილებელია.
თხის რქა
დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობამ თავი იჩინოს. ალბათ იმედგაცრუებებისა და უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ დიდხანს ენდობოდით მათ, ვინც ამას არ იმსახურებდა. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ და გარემოებები მშვიდად შეაფასეთ — ყველაფერი ისეთი მარტივი და ცალსახა არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მერწყული
სირთულეები, რომლებიც ახლა გაწუხებთ, დროებითია და გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. გარშემომყოფები თქვენს საქმეში ჩარევას შეეცდებიან და ამის უფლებას ნუ მისცემთ. ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და სიმშვიდე გჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, შვებულება აიღოთ და ქალაქიდან გახვიდეთ.
თევზები
ამ დღეს ბევრი რამ ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით. ახალ რეალობასთან შეგუება და ვითარებიდან გამოსავლის პოვნა მოგიწევთ. ცდილობთ, საკუთარი ინტერესები დაიცვათ, თუმცა ამას ყოველთვის ვერ ახერხებთ. საღამოს ვარჯიშს თუ მოახერხებთ, ეს განწყობის ამაღლებასა და შინაგანი ძალების მოკრებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მარტოხელა თევზებს ურჩევენ, ახალი ნაცნობობას უფრო გახსნილები შეხვდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან