დღის ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:03 შაბ. 26 ივლისი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველი ნახევარი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენოთ, რადგან ამ დროს წარმატების მიღწევა ბევრად უფრო ადვილი იქნება. ნუ ეცდებით სხვისი პრობლემების მოგვარებას, თუნდაც ისინი თქვენთვის ნაცნობი ან მსგავსი ჩანდეს. ახალმა გატაცებამ შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, თუმცა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ.

კურო

ამ დღეს საკუთარი ძალების ისე გჯერათ, როგორც არასდროს. თუ არ იზარმაცებთ, მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას შეძლებთ და ბევრი ადამიანი მზად იქნება ამაში დაგეხმაროთ. ბევრმა კურომ შეიძლება სამსახურზე ან თანამშრომლობაზე საინტერესო შეთავაზება მიიღოს. არ დაიბნეთ, თუ დიდი პროექტის მიმდინარეობაში ჩაგრთავენ – დავალებას თავს მშვენივრად გაართმევთ და გამოცდილებასაც შეიძენთ.

ტყუპები

ამ დღეს სამუშაოზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. ზაფხული შვებულების და გართობის დროა, თქვენ კი იძულებული ხართ, ერთფეროვანი და მოსაწყენი საქმეებით დაკავდეთ. საყვარელ ადამიანთან ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა ძალიან გაგახარებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით პირად ცხოვრებაში სირთულეებს და უსიამოვნებებს არ უნდა ელოდოთ.

კირჩხიბი

შანსი გაქვთ, რომ ამ დღეს გავლენიანი მოკავშირეები და ერთგული დამხმარეები იპოვოთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ ისინი სრულიად უანგაროდ დაგეხმარებიან, ამიტომ იფიქრეთ, როგორ შეიძლება მადლობა გადაუხადოთ. ეს დღე წარმატებულია მათთვის, ვინც კარიერულ წინსვლაზე ოცნებობს. პერსპექტიულ შეთავაზებაზე უარს ნუ იტყვით და ეცადეთ, საჭირო კავშირები შეინარჩუნოთ. კოლეგებთან თქვენი გეგმებისა და იდეების განხილვა სასარგებლო იქნება.

ლომი

დღის პირველ ნახევარში უმჯობესია მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ - სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სამსახურშიც სირთულეები გელით. პოზიტიურ ტენდენციებს დღის მეორე ნახევარში უნდა ელოდოთ. ეს შესანიშნავი დროა ახლობლებთან ურთიერთობისა და ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრისთვის. სამსახურში და სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ.

ქალწული

ნუ აჩქარდებით. დღის პირველ ნახევარში უმჯობესია გადამწყვეტ მოქმედებებს თავი აარიდოთ. ეს დრო იდეალურია ანალიზისა და ინფორმაციის მოგროვებისთვის. შეგიძლიათ, რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია. შეგიძლიათ ჩანაფიქრის განხორციელება დაიწყოთ, თუმცა ეს მშვიდად და თანმიმდევრულად უნდა გააკეთოთ. ოჯახურ ცხოვრებაში სადავო საკითხები დაგროვდა, რომლებიც დისკუსიით და კომპრომისით უნდა გადაჭრათ.

მორიელი

ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ, რადგან დაწყებული საქმის დამოუკიდებლად დასრულება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, საკუთარი წარმატებების შესახებ არავის უამბოთ – რაც უფრო ნაკლები ადამიანი გაიგებს მათ შესახებ, მით უკეთესია. ახალი ნაცნობობა შესაძლოა დაპირისპირებით დასრულდეს, ამიტომ უმჯობესია, რომ საღამო სახლში, განმარტოებით გაატაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს პროფესიული მიღწევები ნაკლებად გაღელვებთ, ამიტომ მთელი ყურადღება პირად ცხოვრებაზე უნდა გადაიტანოთ. ამ მიმართულებით ყველაფერი ისე იდეალურად არ არის, როგორც გსურთ. მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია საქმის მიმართ დამოკიდებულების შეცვლით და ოპტიმისტური განწყობით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დღეს ვინმესგან ღირებული რჩევა მოისმინოთ, თუმცა მიღებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ადამიანმა, რომელიც ადრე დახმარებას გპირდებოდათ, ახლა შეიძლება უარი გითხრათ და ყველაფრის გაკეთება მარტოს მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ საქმიანი ქაღალდების სწორად შედგენას და გარიგების პირობების შესრულებას, რადგან მომავალში თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამაზე იქნება დამოკიდებული. გირჩევთ, მოინახულოთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ და მუდმივად სტუმრობას ჰპირდებით.

მერწყული

ამ დღეს მზად ხართ, ნებისმიერ წვრილმანზე იკამათოთ იმ ადამიანებთანაც კი, ვისთანაც ცოტა ხნის წინ იდეალური ურთიერთობა გქონდათ. სამსახურში მოემზადეთ თქვენი პოზიციის დასაცავად. სამუშაო დღის ბოლოს ოპონენტები თქვენს სიმართლეს აღიარებენ. საღამოს შეხვდებით ადამიანს, რომელზეც ცოტა ხნის წინ ბევრს ფიქრობდით.

თევზები

მოსალოდნელია ახალი პერსპექტივები, რაც წარმატებების მიღწევის საშუალებას მოგცემთ. გადაღლის ან ცუდი განწყობის გამო შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ ან შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ დაუჯერებთ იმ ადამიანის ქებას, ვინც ადრე ყველაზე დიდი ოპონენტი და კრიტიკოსი იყო. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური კვლევებისთვისაც მოიცალოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge