დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 ოთხ. 30 ივლისი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გარშემომყოფებზე რაც უფრო იშვიათად გაბრაზდებით, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე.
მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც გამუდმებით სხვებს აკრიტიკებენ, ხშირად უსიამოვნო თემებზე საუბრობენ და განწყობას გიფუჭებენ. შესაძლოა, მოულოდნელი კონფლიქტის თავიდან აცილება და საკუთარი ინტერესების დაცვა დაგჭირდეთ. სამაგიეროდ, მეგობრებთან ურთიერთობა სიმშვიდეს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფულადი შემოსავლები და საჩუქრები.

კურო

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება მიაღწიოთ მიზანს, რომელიც დიდი ხნის წინ დაისახეთ. დიპლომატიური უნარების დამსახურებით ადამიანებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ და კონკურენტებიც კი შეიძლება თქვენი მოკავშირეები გახდნენ. მოგზაურობა სასიამოვნო იქნება, თუმცა შეიძლება მოსალოდნელზე ძვირი დაგიჯდეთ. ფულის გარეშე რომ არ დარჩეთ, დაუფიქრებელი ქმედებებისგან, რომლებიც დიდ ხარჯებს მოითხოვს, თავი შეიკავეთ.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება, ამიტომ ეცადეთ, ეს დრო მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად გამოიყენოთ. შექმნილ მდგომარეობას ობიექტურად აფასებთ, რაც გარშემო მყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. შესაძლებელია, საინტერესო სამუშაო შეთავაზებები მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები. ამ პერიოდში შენიშვნების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით, თუნდაც ისინი ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან მოდიოდეს.

კირჩხიბი

სირთულეების მიუხედავად, დაბრკოლებები არ გაშინებთ. სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში იქ, სადაც ცოდნა ან გამოცდილება არ გყოფნით. შესაძლოა, ვიღაც თქვენს წარმატებაში დაეჭვდეს ან მისი დაკნინება სცადოს. საქმიან ურთიერთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ, ეს ისე გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

ლომი

ცდილობთ, არაფერი გამოგეპაროთ, განსაკუთრებით წვრილმანებს აქცევთ ყურადღებას, რადგან ხვდებით, რომ ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ ჩანს, მომავალში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თქვენი გულმოდგინების გამო მარტივი საქმეებიც კი დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ შესაძლოა, დაგეგმილი საქმეების დასრულება ვერ მოასწროთ. ამ დღეს სიტყვაზე ნურავის ენდობით და მტკიცებულებები მოითხოვეთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. მოგვიანებით სადავო თემები გამოჩნდება, რაც თანამოაზრეებს შორის უთანხმოებას გამოიწვევს. განსაკუთრებით რთული იქნება შეთანხმება ხელმძღვანელობასთან ან სხვა გავლენიან ადამიანებთან. შესაძლოა, ახლობლებთან კამათსაც ვერ ასცდეთ – მათაც ბევრი პრეტენზია დაუგროვდათ. წარმატებას მხოლოდ იმ საქმეებში მიაღწევთ, სადაც საჭიროა სიზუსტე და დეტალების მიმართ ყურადღების გამოჩენა.

სასწორი

რთული, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი დღეა. თუ გზაზე დაბრკოლებები შეგხვდათ, ეცადეთ, უკან არ დაიხიოთ. შესაძლოა, სამსახურში თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო სათანადოდ ვერ შეაფასონ და გაგაკრიტიკონ, მაგრამ კამათის ნუ შეგეშინდებათ - ის სიმართლის პოვნაში დაგეხმარებათ. როდესაც აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მორიელი

ეცადეთ, ამ დღეს მეტი მოუსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. ამბავი, რომელსაც დღეს გაიგებთ, განწყობას აგიმაღლებთ და მოტივაციას გაგიზრდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ – მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გამო მათი წარმატებით დასრულება გაგიჭირდებათ. შესაძლოა საკითხზე, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით, შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ. იზრუნეთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.

მშვილდოსანი

საკმაოდ დაძაბული, მაგრამ არც ისეთი ცუდი დღეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წარმატებისთვის, შრომისა და მონდომების გარდა, შემოქმედებითი მიდგომაც დაგჭირდებათ. არ არის გამორიცხული, რომ ახალი უნარების სწრაფად ათვისება მოგიწიოთ. თუ რაღაც ვერ გაიგეთ შეკითხვების დასმა არ მოგერიდოთ. შეისწავლეთ და გააანალიზეთ როგორც საკუთარი, ისე სხვების გამოცდილება და სირთულეებს არ დანებდეთ. დღის მეორე ნახევარში ნუ გადაიღლებით, ნელა იმუშავეთ და ხშირად დაისვენეთ.

თხის რქა

ცდილობთ, წარმატებას სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ, მაგრამ ამაში ხელს მოულოდნელად წარმოქმნილი დაბრკოლებები შეგიშლით. მოსალოდნელია მიმდინარე საქმეების შეფერხება და იმ შეთანხმებების დარღვევა, რომლებსაც დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწიეთ. კონფლიქტურ სიტუაციაში უმჯობესია, საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის შეინახოთ და კამათში არ ჩაერთოთ.

მერწყული

ეცადეთ, კოლეგებთან კამათს და დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდოთ. არაფრისმომცემ დავაში რაც უფრო ნაკლებ დროს დაკარგავთ, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. თუ ემოციების მართვას და მშვიდად მოქმედებას შეძლებთ, შეიძლება ერთადერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებსა და საინტერესო შემოთავაზებებს გპირდებათ. მეგობრების დახმარებით განახორციელებთ იდეას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

თევზები

რა საქმეც არ უნდა დაიწყოთ, ამ დღეს მისი სწრაფად დასრულება გაგიჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ გზაზე დაბრკოლება შეგხვდეთ, რომლის გადალახვა დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. გარდა ამისა, შეიძლება დაგროვილმა დაღლილობამ თავი იჩინოს. ეცადეთ, საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ – ისინი რამდენიმე ახალ იდეას მოგაწვდიან, რომელთა განხორციელებაც წარმატებას მოგიტანთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge