25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 შაბ. 24 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ორიგინალური აზროვნება და არასტანდარტული მიდგომა რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. თქვენ მხოლოდ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოთ და კარგი კავშირები დაამყაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რადიკალურ ცვლილებებს მოერიდოთ. ასაკით უფროსი ადამიანისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ — მისი მხარდაჭერა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.
კურო
ამ დღეს თავში საინტერესო იდეები მოგივათ, რომლებიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ ინფორმაციის კარგად შესწავლამდე ნუ დათანხმდებით. ამის გარდა, კარგად უნდა დააზუსტოთ თქვენგან რას ელიან. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც კოსმოსი გიგზავნით. გამორიცხული არ არის, ოჯახის რომელიღაც საიდუმლო ამოხსნათ, რომელიც ძალიან გაგახალისებთ.
ტყუპები
ბოლოდროინდელი ქაოსი და არეულობა გაიძულებთ, რომ გეგმებს გადახედოთ. შესაძლოა, ოჯახში გაუთვალისწინებელ პრობლემებს შეეჯახოთ. გირჩევთ არსებული ვითარების მიხედვით იმოქმედოთ. თუ გრძნობთ, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, საქმეები სხვა დღისთვის უნდა გადადოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად ყველა საქმე წინასწარ უნდა დაგეგმოთ. დღის პოზიტიური ტენდენციები განსაკუთრებით მატერიალურ სფეროს შეეხება. ის, ვისაც დიდი ხანია დახმარება სჭირდება, დღეს მის მიღებას შეძლებს. მოაწესრიგეთ სახლი, გათავისუფლდით ძველი ნივთების, უაზრო ფიქრებისა და იმ ადამიანებისგან, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლიან. დროა გაწყვიტოთ კავშირები, რომლებიც ტვირთად გაწევთ.
ლომი
ამ დღეს საკუთარი მჭევრმეტყველების წარმოჩენა მოგიწევთ, რადგან ბევრი საკითხი დამაჯერებელი სიტყვებითა და დარწმუნების უნარით გადაწყდება. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. მნიშვნელოვანია, რომ მთელი დღე პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. შედეგის მიღწევას ძალით და ზეწოლით ნუ ეცდებით, თორემ მტრებს შეიძენთ. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღსადგენად.
ქალწული
სულიერი ზრდის, ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დროა. გადახედეთ საკუთარ ქმედებებს — თუ სადმე შეცდომა დაუშვით, ამ დღეს მათი გამოსწორების შანსი გაქვთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, ბოდიშის მოხდის ნუ მოგერიდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, თანმიმდევრული იყოთ და დღევანდელი მოვლენები ისეთი მიიღოთ, როგორიც არის.
სასწორი
ხელსაყრელი პერიოდია, რომელიც თითქმის ყველა სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. დაიწყეთ ახალი საქმე და აისრულეთ ძველი ოცნება - თქვენი ხანგრძლივი შრომით და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის თქვენს გამოყენებას ეცდება. ფრთხილად იყავით და პირადი ინფორმაცია არავის გაუმჟღავნოთ.
მორიელი
ბევრი მორიელისთვის ეს დღე მორალურ განწმენდას უკავშირდება. შესაძლოა, ვინმესთვის პატიების თხოვნა ან პირიქით, ვინმეს პატიება მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანს დაეხმაროთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. საგზაო შემთხვევა იქნება ეს, სამსახურში პრობლემები თუ უსიამოვნო ამბის გაგება, ეცადეთ ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და სირთულეებს მსუბუქად შეხედოთ — ამ შემთხვევაში პრობლემებს უფრო მარტივად გაუმკლავდებით.
თხის რქა
ეს დღე ხელსაყრელია პიროვნული განვითარებისა და სწავლისთვის. ასევე, ხელსაყრელი დღეა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად – კარგად იცით, ადამიანები საკუთარი იდეებით როგორ დააინტერესოთ. ამ დღეს იღბალი რისკიანი და ამბიციური ადამიანების მხარესაა. არ დაგავიწყდეთ მადლიერება გამოხატოთ მათ მიმართ, ვინც დახმარება გაგიწიათ.
მერწყული
ემოციურად საკმაოდ დატვირთული დღეა. ემოციები გამძაფრებულია, ამიტომ პატარა კამათი შეიძლება სერიოზულ კონფლიქტად გადაიქცეს. სამუშაოზე ეცადეთ, სიტყვები აკონტროლოთ, რადგან დაუფიქრებელი ნათქვამი შესაძლოა დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. საღამოსთვის რაიმე დამღლელი აქტივობა არ დაგეგმოთ. უმჯობესია დრო მშვიდად გაატაროთ და ძალები აღადგინოთ.
თევზები
ამ დღეს დაშვებული უმნიშვნელო შეცდომა შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს, ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ და ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმეთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი აუცილებლად ყურადღებას მიიქცევს და აღიარებას მოგიტანთ. საღამოს ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს — არსებობს ვირუსით დაავადების და საერთო მდგომარეობის გაუარესების რისკი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან