24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 23 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს მიზნის მისაღწევად პრინციპულობის და მონდომების გამოჩენა მოგიწევთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ სიტყვებთან – შესაძლოა, ისინი თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ასევე მოერიდეთ სარისკო გარიგებებსა და საეჭვო შეთანხმებებს საქმეში. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კურო
ამ დღეს კუროებისთვის პროფესიული წინსვლის ეტაპი იწყება. შეიძლება საინტერესო შემოთავაზება ან მინიშნება მიიღოთ, რომელიც წარმატებისკენ გზას გაგიხსნით. როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. შესანიშნავი დღეა გართობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეგობრებთან ერთად მხიარულ საღამო დაგეგმოთ.
ტყუპები
შესანიშნავი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის. შესაძლოა, გზაში საუკეთესო იდეები დაგებადოთ, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ფულთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – არსებობს რისკი, რომ დაგროვილი თანხა დაკარგოთ. საქმიანი ქაღალდები ყურადღებით გადაამოწმეთ, რადგან მცირე უზუსტობამ შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.
კირჩხიბი
მთელ დღეს საყვარელი ადამიანების მოვლასა და საოჯახო საქმეებში ჩართულობას დაუთმობთ. ეცადეთ ყურადღება მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაზე, შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე და საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ. თუ სამსახურის საქმეების მოგვარება დისტანციურად, ტელეფონითაც შეიძლება, შეეცადეთ სამუშაო პროცესი ისე მოაწყოთ, რომ თქვენი ფიზიკური ყოფნა საჭირო არ იყოს.
ლომი
ამ დღეს მთავარი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას შეძლებთ. გააცნობიერებთ, რას ელით ცხოვრებისგან და რისი იმედი არ უნდა გქონდეთ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც გამძიმებთ - იქნება ეს მოძველებული ნივთი თუ ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მძიმე ემოციებს გიტოვებთ, თუმცა ახლით ჩანაცვლებას ნუ იჩქარებთ, საკუთარ თავს დასვენების დრო უნდა მისცეთ.
ქალწული
შესაძლოა, დილიდან პესიმისტური განწყობა მოგეძალოთ. შფოთვასა და პანიკას ნუ აჰყვებით. მოიკრიბეთ ძალები და ეცადეთ, სიხარულის მიზეზი იპოვოთ. გირჩევთ ეს დღე აქტიურად და მხიარულად გაატაროთ, მაგრამ უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ეცადეთ თქვენი უსამართლო კრიტიკით ახლობლები არ გაანაწყენოთ.
სასწორი
ვარსკვლავები პროფესიულ წარმატებებს გპირდებიან. შესანიშნავი დროა ისეთი პროექტების დასაწყებად, რომლებიც აქამდე რთულად ან შეუძლებლად გეჩვენებოდათ. თამამად განახორციელეთ ახალი იდეები, სანამ სხვებმა არ დაგასწრეს. ამ დღეს თქვენი ყველაზე დიდი დაბრკოლება შეიძლება თქვენივე ეჭვები და ყოყმანი აღმოჩნდეს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას ნუ დააყოვნებთ.
მორიელი
ამ დღეს უმჯობესია მოგზაურობა გადადოთ. გზაში შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას – ტრანსპორტის გაუმართაობა, ავარიები, მოულოდნელი საცობები. ვარსკვლავები გირჩევენ, სახლში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს – შეიძლება მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების პოვნა შეძლოთ.
მშვილდოსანი
ოთხ კედელში ნუ იჯდებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით - ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ. ეცადეთ ამ დღეს ყველა სადავო საკითხზე ოპონენტებთან კომპრომისს მიაღწიოთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ.
თხის რქა
ეს დღე საინტერესო სიახლეებს გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე სწრაფად დაასრულოთ, სანამ სერიოზულ პრობლემებად იქცევა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კოლეგას, რომელიც დახმარებას გთხოვთ – ნუ დატოვებთ რთულ სიტუაციაში მარტო. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მთავარია, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და ცხოვრების რიტმს. თუ გადატვირთული რეჟიმით ცხოვრობთ, მალე იძულებული გახდებით, რომ დაისვენოთ. ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის მიზეზს ნუ ეძებთ – ამ დღეს სიმართლის დამტკიცება ძნელი იქნება, ხოლო შედეგები შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა ძველმა, მივიწყებულმა დაავადებამ თავს შეგახსენოთ. ამ დღეს საკუთარ თავში აღმოაჩენთ ისეთ პოტენციალს, რომლის არსებობაც არც კი იცოდით. გამოიყენეთ მიღწეული წარმატება ავტორიტეტის განსამტკიცებლად. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან