3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
23:51 შაბ. 2 აგვისტო

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე შესამჩნევად კომუნიკაბელური ხართ, რაც დაგეხმარებათ, რომ საკუთარი, თუნდაც შეზღუდული დრო და ძალები ეფექტიანად გაანაწილოთ. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება ინფორმაციის გადამოწმების ან გეგმების შეცვლისკენ გიბიძგოთ. შესაფერისი დროა საქმიან ქაღალდებთან მუშაობისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შემეცნებით და განვითარებაზე ორიენტირებულ ინფორმაციაზე იმუშაოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, თვალსაწიერი გაიფართოოთ და სამყაროს შესახებ საკუთარ წარმოდგენებს გადახედოთ. ამ დღეს შეიძლება თავში ძალიან კარგი იდეა მოგივიდეთ, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ და უახლოეს ხანებში განახორციელოთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. სავარაუდოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე გაიცნობთ ადამიანს, რომელიც სასარგებლო ინფორმაციას მოგაწოდებთ და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ გრძნობთ, რომ თანამოაზრეების შეკრების და იდეების განხორციელების დროა, იმოქმედეთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად.
კირჩხიბი
უმჯობესია, რომ სასიამოვნო სურვილების შესრულება დროებით სამომავლოდ გადადოთ ან იპოვოთ თანაშემწეები, რომლებიც საქმის დასრულებასა და საბუთების მოწესრიგებაში დაგეხმარებიან. არსებობს შანსი, რომ კოლეგების დახმარებით ძველი პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ და თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - მისი შესრულების დროა.
ლომი
ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პოზიციები გაიმყაროთ და გარშემო მყოფებს საკუთარი „თამაშის წესები“ შესთავაზოთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ – მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინტუიციას არ ენდოთ, რადგან მან შეიძლება კრიტიკულ მომენტში გიღალატოთ. ერთადერთი, რასაც ამ დღეს უნდა დაეყრდნოთ ფაქტები და ლოგიკური აზროვნებაა.
ქალწული
ფრთხილად იყავით. ამ დღეს უმჯობესია, არავის არაფერს დაჰპირდეთ და არავის გაუზიაროთ საკუთარი საიდუმლოებები. ზოგადად, რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ, მით უკეთესი იქნება. ახლობლებთან უთანხმოების დროს ეცადეთ, თქვენი სიმართლე საქმით დაამტკიცოთ და არა სიტყვებით.
სასწორი
შესაძლებელია, ბევრ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ და დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ახლა სხვისი გავლენა განსაკუთრებით სახიფათოა – არავის მისცეთ საშუალება, რომ საკუთარი ინტერესებისთვის გამოგიყენონ. არსებობს შანსი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.
მორიელი
ნუ აჩქარდებით. დღის დასაწყისში მოსალოდნელია მცირე პრობლემები და გაუგებრობები, ამიტომ ამ დროს სერიოზული საქმეები არ უნდა დაიწყოთ. საკუთარი ძალების გადაჭარბებულმა შეფასებამ და ზედმეტმა თავდაჯერებამ შეიძლება სერიოზული სირთულეები გამოიწვიოს. დღის განმავლობაში საშუალება გექნებათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრათ, სამუშაო ამოცანები მოაგვაროთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. მთავარია, დრო არ დაკარგოთ და როგორც კი ამის საჭიროებას იგრძნობთ, მოქმედება დაიწყოთ.
მშვილდოსანი
ყოველ მხრივ ნაყოფიერი დღეა. თუ სწრაფად იმოქმედებთ, ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. ენთუზიაზმით სავსე ხართ და სირთულეების არ გეშინიათ. ამჟამად შეგიძლიათ, კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოთ. სახლში ნუ ჩაიკეტებით – ურთიერთობაში მეტად უნდა იაქტიუროთ. შესაძლოა ის, ვისაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენი სანდო მეგობარი გახდეს.
თხის რქა
ამ დღეს საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, მაგრამ მათი განხორციელება ჯერჯერობით უნდა გადადოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ისინი მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. ინფორმაციის გადამოწმება არ დაიზაროთ – არსებობს საფრთხე, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ამ დღის ყველა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ.
მერწყული
მოვლენების სწრაფად განვითარება გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შანსი გექნებათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაიგოთ და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. გირჩევთ, ძველი მეგობრების მხარდაჭერას დაეყრდნოთ. პირად ურთიერთობებში შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და იმპროვიზაცია მოგიწიოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნასა და განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
თევზები
თქვენი ზოგი ძალისხმევა შედეგს არ მოიტანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულზე ხელდაკრეფილი უნდა იჯდეთ. პარტნიორებად სანდო და გამოცდილი ადამიანები აირჩიეთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, დაფიქრდით, გეყოფათ თუ არა რესურსები მიზნის მისაღწევად. თუ პარტნიორებთან საერთო გეგმების განხილვა გიწევთ, ეცადეთ, მოწინააღმდეგეზე ზეწოლა არ მოახდინოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან