5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
22:57 ორშ. 4 აგვისტო

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ახალი პროექტების დაწყება არ იჩქაროთ — უმჯობესია, ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ეს დღე საშუალებას გაძლევთ, რომ შეისვენოთ, მომხდარი გააანალიზოთ და მომავლის გეგმები დასახოთ. თითქოს უმნიშვნელო წვრილმანების მიმართ გამოჩენილი ყურადღება ბევრ საკითხს ნათელს მოფენს. ამ დღეს ინტუიცია შეუცდომლად მუშაობს — ენდეთ შინაგან ხმას, განსაკუთრებით მაშინ, როცა გონება და ლოგიკა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
კურო
ამ დღემ შესაძლოა, რამდენიმე მოულოდნელობა მოგიტანოთ, მათ შორის ფინანსურ ან საყოფაცხოვრებო საკითხებში. შექმნილი ვითარება თქვენგან მოქნილობასა და სწრაფ რეაქციას მოითხოვს. ნუ აიღებთ ვალდებულებებს, რომელთა შესრულება თქვენს ძალებს აღემატება — ეს მხოლოდ დაძაბულობას გაზრდის. საღამო ხელსაყრელი იქნება დასვენებისა და შინაგანი წონასწორობის აღსადგენად. ეცადეთ, ეს დრო მარტოობაში ან ახლობლებთან ერთად გაატაროთ — სიმშვიდე ძალის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
შესანიშნავი დღეა იდეების გაცვლისთვის და ახალი მოლაპარაკებების დაწყებისთვის. კომუნიკაციის უნარი დაგეხმარებათ, რომ საჭირო ადამიანები იპოვოთ ან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაგნოთ. ეცადეთ, დრო და ენერგია უმნიშვნელო საქმეებზე არ გაფლანგოთ - დღეს შეგიძლიათ მომავალ პროექტებს მყარი საფუძველი ჩაუყაროთ.
კირჩხიბი
ეს დღის განმარტოებისა და დასვენებისთვის განგაწყობთ. იქნებ დაფიქრდეთ — რატომ ცდილობთ დააბრუნოთ წარსულიდან ის, რასაც სარგებლობა აღარ მოაქვს და მხოლოდ ტკივილს განიჭებთ? შესაძლოა რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, პარტნიორთან მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას მიაღწევთ და სულიერ სიმშვიდეს დაიბრუნებთ.
ლომი
შესანიშნავი დღეა ლიდერული თვისებების გამოვლენისთვის — იქნება ეს სამსახურში, პირად ცხოვრებაში თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე. მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც მოქმედებისკენ გიბიძგებთ. გამოიყენეთ ეს შანსი, რათა საკუთარი უნარები წარმოაჩინოთ, თუმცა ეცადეთ სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. ემოციური გახსნილობა და გულწრფელი დიალოგი თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს და გაგიხსნით კარს, რომელიც აქამდე ჩაკეტილი იყო.
ქალწული
სავარაუდოდ, თქვენი მცდელობა, რომ ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ ირგვლივ მყოფთა წინააღმდეგობას გამოიწვევს. ნუ მოითხოვთ ადამიანებისგან სრულყოფილებას, მით უმეტეს, თუ სრულყოფილებისგან თავადაც შორს ხართ. ტყუილით მხოლოდ საკუთარ თავს დაიზიანებთ, საყვარელ ადამიანთან ბოლომდე გულწრფელი უნდა იყოთ. გირჩევთ, ოჯახის ყველაზე უფროს და უმცროს წევრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.
სასწორი
ჰარმონია როგორც ურთიერთობებში, ასევე შინაგან სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ეცადეთ, მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას და სიმყუდროვეს განიჭებთ — დაალაგეთ სივრცე, შეიძინეთ ლამაზი ნივთი და აზრები მოაწესრიგეთ. სასიამოვნო საუბრები, ახლობლების მხარდაჭერა და ურთიერთგაგების ატმოსფერო წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მორიელი
შესაძლებელია, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ — ეს დღე გიბიძგებთ, თითქოს კარგად ნაცნობ თემებს სხვაგვარად შეხედოთ. მოქმედებას ნუ იჩქარებთ, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ მიმდინარე მოვლენები გააანალიზოთ. ამ დღეს შესაძლოა, ან ჯილდო მიიღოთ, ან სასჯელი — ეს წარსულში თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული. სხეულისა და სულის სიგნალებს ნუ უგულებელყოფთ, ისინი სწორ მიმართულებას გაჩვენებენ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა სწავლისა და ახალი გამოცდილების მიღებისთვის. შეიძლება ენერგიის მოზღვავება და ცვლილებების სურვილი იგრძნოთ და ამ იმპულსს მიჰყევით. გახსოვდეთ რომ თქვენი სიმართლე ყოველთვის არ ემთხვევა სხვისას. ეცადეთ, განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს ვიღაცამ ძველი ვალდებულებები შეგახსენოთ.
თხის რქა
ამ დღეს ცდილობთ, იმაზე მეტი ვალდებულება აიღოთ, ვიდრე შეგიძლიათ დაძლიოთ. ფრთხილად იყავით - ამან შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება მთავარ საკითხზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. შესაძლოა, ძალიან მალე საკუთარ მიზნებს გადახედოთ ან თქვენი კურსი თავიდან შეაფასოთ, რაც სისუსტე კი არა, სიბრძნის ნიშანია. ნუ ეცდებით ყველაფრის მარტო კეთებას — კოლეგების დახმარება ახლა ძალიან სასარგებლო იქნება.
მერწყული
ეს დღე იდეალურია შემოქმედებითი საქმიანობისა და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის. სამყაროსადმი გახსნილობა და მზადყოფნა ექსპერიმენტებისთვის საინტერესო შედეგებს მოიტანს. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და თქვენი გეგმების გაზიარების არ შეგეშინდეთ. მოსალოდნელია საინტერესო წინადადება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ახალ ეტაპს გახსნის.
თევზები
ამ დღის განწყობებს განსაკუთრებულად გრძნობთ, რაც თქვენი დიდი უპირატესობაა. თუ მოუსმენთ, ინტუიცია სწორი გზას დაგანახვებთ. ნუ შეეცდებით, რომ სხვის მოლოდინებს მოერგოთ — თქვენი შინაგანი კომპასი ბევრად ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი გარე მითითება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან