17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:31 კვი. 16 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საკუთარ გრძნობებში გარკვევა გიჭირთ. ის, რასაც ნამდვილი სიყვარული გგონიათ, შესაძლოა, წამიერი გატაცება იყოს. მსუბუქ ფლირტში ცუდი არაფერია — კომპლიმენტები თქვენს თვითშეფასებას მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
დღის პირველ ნახევარში იურიდიული პრობლემებია მოსალოდნელი, მაგრამ სადილის შემდეგ ყველაფერი დალაგდება.
თავი შეიკავეთ ისეთი ნივთების შეძენისგან, რომლების გარეშეც თავს მშვენივრად გრძნობთ. თქვენს ჯანმრთელობაზე სეირნობა სუფთა ჰაერზე კარგად იმოქმედებს.
კურო
თავაზიანობა და მზრუნველობა ბევრად ძლიერია, ვიდრე უხეში ძალა. თუ გსურთ, რომ საკუთარი შეხედულებები ყველა დასაშვები გზით დაიცვათ, იცოდეთ, რომ ეს დღე ამისთვის არ გამოდგება. მოერიდეთ ახლობლებთან უხეშობას, ბავშვებსა და საყვარელ ადამიანს ნუ გაუბრაზდებით.
თუ ავტომობილს მართავთ, უახლოეს დღეებში გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
პლანეტების არახელსაყრელმა მდებარეობამ შეიძლება სამუშაო პროცესში შეცდომები გამოიწვიოს.
ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ აუცილებელია „შავი დღისთვის“ მცირე რეზერვი შექმნათ.
სახიფათო პროფესიების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. პლანეტების განლაგება მიუთითებს, რომ საწარმოო ტრავმის რისკი იზრდება.
ტყუპები
თუ ურთიერთობის გაგრძელება გსურთ, ნაკლოვანებებს ნუ ეძებთ და ყურადღება პარტნიორის დადებით თვისებებს მიაქციეთ.
მოემზადეთ შორეული ნათესავების ჩამოსვლისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, სახლის საგულდაგულოდ დასუფთავება მოაწყოთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.
სამსახურში გატკეპნილი გზით სიარულს მოერიდეთ. ეცადეთ ახალი გზები იპოვოთ და შეიძლება კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროს მიაგნოთ. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებსა და საჩუქრებს.
შესაძლოა, კბილებმა ან ღრძილებმა შეგაწუხოთ — ეწვიეთ სტომატოლოგს, რათა პრობლემა დროულად გამოავლინოთ და მოაგვაროთ.
კირჩხიბი
ეცადეთ, საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვების მიმართ გამოვლენილი გრძნობები.
სასურველია, სახლში ინტერიერი განაახლოთ და ნივთები გადააადგილოთ.
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ სამსახურში ხალისით და ენთუზიაზმით იქნებით სავსე. თქვენი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ამან ზოგი კოლეგა გააღიზიანოს.
გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ფულის ფანტვა დაასრულეთ, თორემ ზედმეტი ხარჯი ფინანსურ პრობლემებამდე მიგიყვანთ. საღამოს ემოციურ დაძაბულობას სპორტდარბაზში ან აუზში მოიხსნით.
ლომი
სასიყვარულო ურთიერთობებში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. მარტოსულებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით, რომელიც სერიოზული ურთიერთობის დასაწყისი გახდება.
წყვილებმა ერთი დღით დაივიწყეთ რუტინა და ყოველდღიური საზრუნავები და ეცადეთ, თქვენთვის პატარა დღესასწაული მოაწყოთ. გირჩევთ, რომანტიკულ ადგილზე გაემგზავროთ, სადაც მშვიდ გარემოში ერთმანეთის სიახლოვით დატკბებით.
პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები - შესაძლოა, ხელმძღვანელობამ ახალი თანამდებობა შემოგთავაზოთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ დათანხმდებით.
იღბლიანი დღეა - მოსალოდნელია საოცნებო ნივთის შეძენა ან ჩუქება. შესანიშნავი დროა ფიქრისთვის, წარსული ნაბიჯების ანალიზისა და გეგმების შედგენისთვის.
როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, დაისვენეთ, რათა ემოციური გადატვირთვა აიცილოთ.
ქალწული
გიკვირთ, რატომ არ ყალიბდება თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ისე, როგორც გსურთ? იქნებ პარტნიორის არჩევისას ზედმეტად მომთხოვნი ხართ?
დღეს შესაძლებელია გარკვეული სირთულეები ხელშეკრულების ან სხვა საქმიანი დოკუმენტების გაფორმებაში. არავითარ შემთხვევაში არ აჩქარდეთ — ეს შეცდომამდე მიგიყვანთ!
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულებით დამაკმაყოფილებელია და ექსცესებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა სიფრთხილე მაინც არ დაკარგოთ.
სასწორი
სანამ ერთი შეხედვით მაცდურ შეთავაზებას დათანხმდებით, ეცადეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე შეაფასოთ. ცუდი იქნება, თუ დათანხმდებით ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ანგარება ამოძრავებს.
სამსახურში მოსალოდნელია გაუგებრობა — მზად იყავით, საკუთარი შეცდომები აღიაროთ და მათი გამოსწორება დაიწყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცოტა ხნით ხალხმრავლობას გაერიდოთ და განმარტოვდეთ. ეს მოდუნებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ამ პერიოდში კარგი იქნება ფულის ინვესტირება რემონტში, სამშენებლო საქმეებში, ჯანმრთელობასა და განათლებაში. სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობა დიდ სარგებელს მოგიტანთ.
მორიელი
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლოა, ამ დღეს მარტო ყოფნის სურვილი იგრძნოთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დასვენება და საქმიანობის შეცვლა გჭირდებათ.
შესაძლოა, უმნიშვნელო მიზეზის გამო პარტნიორს დაუპირისპირდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცუდ ხასიათზე არავისთან იკამათოთ — „ცხელ გულზე“ შეიძლება ახლობელ ადამიანს ისეთი რამე უთხრათ, რასაც დიდხანს ინანებთ. დღეს საკმაოდ დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ გაამხილოთ. მ
ოვიდა დრო ახალი იდეებისთვის, რომლებიც ფინანსურ წარმატებამდე მიგიყვანთ. მოთმინება გამოიჩინეთ — სასურველი შედეგების მიღწევას დრო დასჭირდება.
ეს პერიოდი ხელსაყრელია ფიზიკური ვარჯიშებისთვის. თუ დარბაზში სიარული არ გამოგდით, ეცადეთ სახლში ივარჯიშოთ.
მშვილდოსანი
ურთიერთობა მეორე ნახევართან უცებ დაიძაბება. ვარსკვლავების თქმით, პრობლემა ის არის, რომ ერთად ძალიან ცოტა დროს ატარებთ. შესაძლოა, პარტნიორმა ის კითხვა დაგისვათ, რომელსაც დიდი ხანია თავს არიდებთ. თუ ეს ამჯერად აღარ გამოდის, ეცადეთ, დამაჯერებლად, მაგრამ ბუნდოვნად უპასუხოთ, რათა ჩხუბი თავიდან აიცილოთ.
მოგიწევთ, დღის უმეტეს ნაწილს ორგანიზაციული საქმეების მოგვარებას - კავშირების დამყარებას და მატერიალური ბაზის მოწყობას დაუთმობთ. ბევრს ეს ადვილად და სწრაფად გამოუვა.
უცხო ადამიანი შეიძლება თქვენს საეჭვო საქმიანობაში ჩართვას ეცადოს. ჯობს უარი თქვათ ბიზნესწინადადებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ.
ვარსკვლავები გირჩევენ რომ მწვანე ჩაი და ახალი გაწურული წვენები დალიოთ და ზოგადად, უპირატესობა ბუნებრივ პროდუქტებს მიანიჭოთ.
თხის რქა
სრულიად შესაძლებელია, რომ ამ დღეს ცხოვრების მომავალი თანამგზავრი გაიცნოთ. ახლობლები თქვენი ყურადღების მიპყრობას ყველანაირად ეცდებიან.
ცოტა ხნით სიზარმაცე უნდა დაივიწყოთ და დაგროვილი საქმეები დაასრულოთ - თუ მათ იგნორირებას გააგრძელებთ, უსასრულო პრობლემების წყაროდ იქცევიან. ფურცელზე დაწერეთ თანხა, რომლის ფლობაც გსურთ. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მდიდარ, თავისუფალ და ბედნიერ ადამიანად და ამით იღბალს მიიზიდავთ.
ამ დღეს ალკოჰოლის მიღება ზომიერად უნდა მოხდეს, ხოლო იაფფასიანი, საეჭვო პროდუქცია —სამუდამოდ უნდა გამორიცხოთ.
მერწყული
მარტოხელა ადამიანების ცხოვრებაში საინტერესო პიროვნება გამოჩნდება, თუმცა ამისთვის ყველა მიპატიჟებას უარით არ უნდა უპასუხოთ და სახლიდან უნდა გახვიდეთ.
დღევანდელი დღე ხელსაყრელია ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაძლიერებლად.
ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არ ღირს, თუნდაც ამისთვის დიდი ხანის მანძილზე ემზადებოდეთ. საქმის დაწყება რამდენიმე დღით გადადეთ და შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება. თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რათა კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახში სიმშვიდის დასამყარებლად მაგალითი ძლიერი და ბედნიერი ოჯახური წყვილებისგან აიღოთ.
საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში ჩაივლის. მთავარია, რომ ალკოჰოლისა და ცხიმიანი საკვების მიღებას არ გადააჭარბოთ.
თევზები
შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ბოლოს და ბოლოს შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს იზიარებენ და თქვენს ნამდვილ მეგობრებად იქცევიან.
ფრთხილად იყავით საკრედიტო ბარათების გამოყენებისას. ნუ აიღებთ იმაზე მეტ სესხს, ვიდრე გჭირდებათ.
არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს დაიწყოს პერიოდი, რომელიც სულიერ ზრდას, პრიორიტეტების განსაზღვრას და ძალების სწორად მიმართვის უნარს უკავშირდება.
ეცადეთ, დრო გამონახოთ და პირობა, რომელიც ოჯახის წევრებს დიდი ხნის წინ მიეცით, შეასრულოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან