დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ოთხ. 17 დეკემბერი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18  დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს ინტუიციის იმედზე ყოფნა არ ღირს. პირიქით, სიტუაცია გულმოდგინე ანალიზს და პრაგმატულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ თვითშეფასება აიმაღლოთ, საკუთარი თავისთვის ფული უნდა გაიმეტოთ - სილამაზის სალონს უნდა ეწვიოთ, ვარცხნილობა შეიცვალოთ ან ახალი ტანსაცმელი იყიდოთ.

სავარაუდოდ, უფროსი მნიშვნელოვან დავალებას განდობთ. პროექტის წარმატებამდე ინოვაციური გადაწყვეტილებები მიგიყვანთ, ამიტომ ეცადეთ შემოქმედებითი და ანალიტიკური მხარეები გამოავლინოთ.

მატერიალური თვალსაზრისით წარმატებული დღეა, რაზეც მერკურისა და იუპიტერის კვინკონსი მიუთითებს. ძველმა პროექტმა შეიძლება შემოსავალი მოგიტანოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ.

კურო

შესანიშნავი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და სასიყვარულო პაემნებისთვის. თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობა ძლიერდება და ამით უნდა ისარგებლოთ! მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებთან ნდობით სავსე ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ - ეს ოჯახში თბილი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

სავარაუდოდ, ამ დღეს დასვენება არ მოგიწევთ - სამუშაო პრობლემები თქვენს პირად მონაწილეობას მოითხოვს. საეჭვო საქმიანობა შემოსავალს არ მოიტანს. პირიქით, არ არის გამორიცხული ფინანსური დანაკარგები.

თუ ზედმეტი კილოგრამები პრობლემად გექცათ, დროს ნუ დაკარგავთ - პროფესიონალ დიეტოლოგს მიმართეთ, რათა ინდივიდუალური კვების გეგმა შეადგინოთ.

ტყუპები

ამ დღეს საყვარელ ადამიანს უმცირესი სითბო და უმნიშვნელო ყურადღების ნიშნებიც კი გაახარებს. დროა, სახლის და აგარაკის დასალაგებლად მოიცალოთ. თანაც, ფიზიკური შრომა განწყობას აგიმაღლებთ და ცუდი ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ.

თქვენი თავდაჯერება თანამოაზრეებს მიიზიდავს და გაგიხსნით კარს, რომელიც ადრე დახურული გეჩვენებოდათ. წინ ბევრი საქმე გელით, მაგრამ სიზარმაცე სასურველი შედეგის მიღწევაში ხელს შეგიშლით. მეტი თვითკონტროლი გჭირდებათ, რათა სიზარმაცე დაძლიოთ და შეცდომები არ დაუშვათ.

სიფრთხილე გამოიჩინეთ და ფიზიკური დატვირთვა შეამცირეთ - ახლა ზედმეტი ძალისხმევა არ გჭირდებათ.

კირჩხიბი

დაივიწყეთ მორცხვობა და საუკეთესო თვისებების საჯაროდ წარმოჩენის ნუ მოგერიდებათ. მშენებლობის, რემონტის ან აგარაკის მოწყობის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - იზრდება ტრავმისა და სხვადასხვა სახის შეცდომების რისკი.

ხელსაყრელი დღეა უფროსობასთან სამუშაო საკითხების განხილვისთვის, მაგრამ საკუთარი საიდუმლოს შემთხვევითი პირებისთვის გამხელას უნდა მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მეგობრების მორალური და ფინანსური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

ფინანსური თვალსაზრისით არასტაბილური პერიოდია, რაც დაუგეგმავ ხარჯებს და გაზრდილ გადახდებს უკავშირდება.

ვარსკვლავები გირჩევენ, გზაზე და სპორტულ დარბაზში სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ლომი

პიროვნული ხიბლი და გამჭრიახობა ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ, ხოლო ახალი ნაცნობობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც აღმოჩნდება.

ახლა უბრალოდ აუცილებელია, სამსახურის საქმეები დროებით გადადოთ და ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმოთ. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ოჯახი და შემოსავლები თქვენთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს.

თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს (ძირითადად მამაკაცებს) საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოუწევთ. მნიშვნელოვანია მოვლენების ასეთი განვითარებისთვის წინასწარ მოემზადოთ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ნებისმიერ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით და ისეთ საქმეს შეეჭიდოთ, რომლის დაძლევაც გაგიჭირდებათ.

საღამოს სხეულზე ზრუნვა დადებით ენერგიას და პოზიტიურ განწყობას მოგიტანთ, რაც მეორე დღეს შრომის ნაყოფიერებაზე აისახება.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება ძალების უჩვეულო მოზღვავება იგრძნოთ. შესაძლოა, სწორედ ამ დროს თქვენ გვერდით გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც სურს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

გირჩევთ, მეორე ნახევარს ყურადღებით დააკვირდეთ - შესაძლოა, ამ ადამიანს ის თვისებები აქვს, რომლებიც თქვენ გაკლიათ და პირიქით. ეს კი ნიშნავს, რომ ერთობლივად ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებას შეძლებთ!

ნუ ეკამათებით კოლეგებს, უმჯობესია სხვის აზრს მოუსმინოთ. ზოგჯერ აუცილებელია სიტუაციას ახალი თვალით შეხედოთ. ოფიციალურ საბუთებთან ან მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ – არსებობს შეცდომის ალბათობა. დაუფიქრებელ დაპირებებს ნუ გასცემთ – მათ შესრულებას ვერ შეძლებთ.

მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და გრძნობების ზედმეტად ემოციურად გამოხატვას.

სასწორი

ეცადეთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, განმარტოებით გაატაროთ. ურთიერთობების გარკვევას ნუ იჩქარებთ, რადგან დუმილი დამარცხებას არ ნიშნავს.

თქვენ უზარმაზარი პოტენციალი გაქვთ, ნუ დახარჯავთ მას წვრილმანებზე - გამოყავით ყველაზე პრიორიტეტული საქმეები და მათი შესრულება დაიწყეთ.

საქმე, რომელსაც მალე დაგავალებენ, თქვენგან უნარებისა და ძალების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. სამაგიეროდ, ეს იქნება საკუთარი თავის გამოსავლენად შესანიშნავი შანსი!

თუ ჰიპერტონიისკენ მიდრეკილება გაქვთ, დიდი ჭიქებით ყავის დალევას უნდა მოერიდოთ.

მორიელი

გახსოვდეთ, რომ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემა და ნდობაა. შეეცადეთ ჩხუბი და გაუგებრობები თავიდან აიცილოთ და ყურადღება თქვენი კავშირის დადებით მომენტებზე გაამახვილოთ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.

უფროსი თქვენს ახალ იდეებს აღფრთოვანებით მიიღებს. წარმატებული ინოვაციები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. მიზანთან ისე ახლოს ხართ, როგორც არასდროს. ახლა მთავარია, რომ არ მოდუნდეთ და უკან არ დაიხიოთ.

ფინანსური ჰოროსკოპი ამტკიცებს, რომ მსხვილი შენაძენი გელით, რომლისთვისაც ფულს დიდი ხანი აგროვებდით. თუ ხარჯები უძრავ ქონებას ეხება, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გულდასმით უნდა შეაფასოთ, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. სატურნის მოქმედება ძლიერდება, რაც მძიმე ფიქრებს მოგიტანთ. დეპრესიის მოსაგერიებლად, ყველაფერში დადებითი მხარის დანახვა უნდა ისწავლოთ.

მშვილდოსანი

დროა, საკუთარი შესაძლებლობები თამამად გამოავლინოთ და თქვენი პროექტები წარადგინოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენი ნებისმიერი ინიციატივა ღირსეულად დაფასდება.

შესაძლოა, მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ, რომლის მოსაცილებლად სპეციალურ გეგმას შეიმუშავებთ. მიზნის მიღწევის პროცესი შეიძლება შეფერხდეს, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ამის მიუხედავად, ამ დღეს ახლობლების მიმართ აგრესია სრულიად უადგილოა.

სამსახურში გარკვეულ გამოწვევებს შეეჯახებით, მაგრამ ინტუიციისა და შემოქმედებითი უნარების დახმარებით ნებისმიერი სირთულის დაძლევას შეძლებთ. ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

ზოგჯერ შეგიძლიათ თავი კულინარიული შედევრებით გაინებივროთ - მთავარი ზომიერების დაცვაა.

თხის რქა

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ძველი თაყვანისმცემელი გამოჩნდეს. ბედი ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებზე იზრუნებს და ოცნების ადამიანს შეახვედრებს.

ეცადეთ ამ დღეს მიღებული ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახოთ, თორემ ახლობელ ადამიანს გაანაწყენებთ.

ახლა სამსახურის შეცვლა ან სხვა რადიკალური ცვლილებების განხორციელება არ ღირს, რადგან ამ დღეს ზედმეტად უიმედო და უინიციატივო იქნებით.

იზრუნეთ საკუთარ სხეულზე და ის იზრუნებს თქვენს განწყობაზე!

მერწყული

თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, დროა ურთიერთობები დაალაგოთ. ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

ენერგიის ნაკლებობა, რომელიც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში იგრძნოთ, დაწყებული საქმის დასრულებაში ხელს შეგიშლით.

უფროსი საშუალებას მოგცემთ, საკუთარი აზრი გამოთქვათ - მოემზადეთ დიალოგისთვის. დროა დასვათ კითხვები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. არახელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთ შენობაში მუშაობთ.

გაათავისუფლეთ კარადები და უჯრები მოძველებული ნივთებისგან, რომლებსაც აღარ იყენებთ.

ასტროლოგები ამ დღეს ალკოჰოლური სასმელების მიღებას არ გირჩევენ.

თევზები

საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მოსალოდნელია დიდი სკანდალი, რომელიც შეიძლება დაშორებამდეც კი მოვიდეს. მოერიდეთ შავ იუმორს. ამ დღეს თქვენი რჩეული შეიძლება ყველაზე უწყინარმა ხუმრობამაც კი გააღიზიანოს.

ტექნიკის გაფუჭების ან საჭირო ნივთების დაკარგვის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მალე მოგვარდება, ნაკლებად სავარაუდოა, ეს დღე ნაყოფიერად დასრულდეს.

ყველა ძალისხმევა, რომელიც მატერიალური კეთილდღეობის მიღწევისკენაა მიმართული, მალე ნაყოფს გამოიღებს, თუმცა, არ უნდა მოდუნდეთ, რადგან კონკურენტები ფეხდაფეხ მოგყვებიან.

ამ დღეს თავი შეიკავეთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების, მათ შორის ღორის ხორცის მიღებისგან და უპირატესობა მარცვლეულს, ხილს და მცენარეულ საკვებს მიანიჭეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge