19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:32 ხუთ. 18 დეკემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ცხოვრება მოვლენებით არის დატვირთული, ხანდახან მეტისმეტადაც კი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა ინფორმაციას ბრმად არ ენდოთ – შესაძლოა, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
არასოდეს დაივიწყოთ ადამიანები, განსაკუთრებით ბიზნესპარტნიორები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარნენ. მეგობრების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას ნუ გამოიჩენთ, თორემ ცუდად მოგიბრუნდებათ.
შეგიძლიათ თავი ახალი ნივთებით გაინებივროთ - ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, რომ გარკვეული თანხა საკუთარ თავზე დახარჯოთ.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ეცადეთ ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ და ტელევიზორთან ან კომპიუტერთან - ნაკლები.
კურო
ამ დღეს მარტოხელა კურომ შეიძლება ცხოვრების მეგზური იპოვოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ყურადღებიანი ხართ. ზოგადად, ხელსაყრელი დროა ოჯახური ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის.
არსებობს მოგების ან წარმატებული შენაძენის გზით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები დიდ წარმატებას მიაღწევენ. თქვენი საქმიანობა, ბოლოს და ბოლოს, დამსახურებულ აღიარებას მიიღებს. კოლეგები თქვენს ანალიტიკურ უნარებს ღირსეულად დააფასებენ.
თუ წონის დაკლება გსურთ, ახალი, მხიარული ვარჯიშების დაწყება უნდა სცადოთ. რეგულარული მედიტაცია სულიერი წონასწორობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობებში შესაძლოა მოულოდნელობის ფაქტორი ჩაერიოს, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან საუბრისას ემოციები მოთოკოთ და კამათსა და უთანხმოებას მოერიდოთ.
სანამ ახალი პროექტის დაწყებას დათანხმდებით, ეცადეთ დაწყებული პროექტები დაასრულოთ. ვარსკვლავები შემოსავლის ახალი წყაროს ძიებაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. დროა, „შავი დღისთვის“ მცირე თანხის გადანახვა დაიწყეთ.
მოერიდეთ რადიკალურ დიეტებს, რომლებსაც სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვთ. უმჯობესია, უპირატესობა ზომიერ დიეტას და სუნთქვით ვარჯიშებს მიანიჭოთ. თუ ამის აუცილებლობა არ არის, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
კირჩხიბი
ამ დღეებს სიახლეებს არ უნდა ელოდოთ - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სტაბილურად, თუმცა ნელა განვითარდება. ეცადეთ, საკუთარ ფიქრებთან განმარტოვდეთ – წიგნი წაიკითხოთ, ფილმს უყუროთ ან იოგათი დაკავდეთ.
ნერვული და ფაციფუცით სავსე დღეა. შესაძლოა, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწიოთ. თუ დიდი ხანია ძვირად ღირებულ შენაძენს აპირებთ, გირჩევთ, ეს გეგმა სწორედ დღეს განახორციელოთ.
ზოგიერთმა ჩვევამ შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. საუბარია არა მხოლოდ ალკოჰოლსა თუ თამბაქოზე, არამედ ნეგატიურ ფიქრებზეც – ისინი არანაკლებ საზიანოა.
ლომი
დღეს სასიყვარულო საქმეებში ყველაფერი ადვილად გამოგივათ – თქვენ ეს დაიმსახურეთ, თუმცა სიფხიზლე არ დაკარგოთ. ბედისწერა მალე ისევ გამოგცდით. ისწავლეთ, რომ სამსახურის პრობლემები სახლის კართან უნდა დატოვოთ, რომ ოჯახური ურთიერთობები არ დააზიანოთ.
მეწარმეები მოულოდნელი შემოწმებისთვის უნდა მოემზადონ. შესაძლოა, ბიზნესპარტნიორი მნიშვნელოვან ინფორმაციას გიმალავთ. შანსი გექნებათ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ და ჯილდო მიიღოთ.
თუ გრძნობთ, რომ ნერვული სისტემა მოგეშალათ, ზომები დროულად მიიღეთ. საღამოს თავს მოდუნების საშუალება მიეცით, საჭიროების შემთხვევაში კი დამამშვიდებელი პრეპარატები მიიღეთ.
ქალწული
პირად ურთიერთობებში შესაძლოა მცირე უთანხმოება წარმოიშვას, მაგრამ კონფლიქტში გადაზრდის საშუალებას ნუ მისცემთ. ამ დღეს კომპრომისი ურთიერთობის მთავარი გასაღებია.
სამსახურებრივი დატვირთვის გამო ახლობლებისთვის დრო აღარ გრჩებათ, რაც ადრე თუ გვიან პრობლემებს შექმნის. გამოიყენეთ დღევანდელი ენერგია შრომისუნარიანობისა და ენთუზიაზმის გამოსავლენად. მალე შეძლებთ, მომჭირნეობა დაივიწყოთ და საკუთარი თავი ახალი ნივთებით გაანებივროთ.
სურვილის შემთხვევაში, დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე კილოგრამის დაკლებას შეძლებთ. ამისთვის ფიტნესცენტრში უნდა ჩაეწეროთ ან მსუბუქი დიეტა დაიწყოთ.
სასწორი
თუ პირად ცხოვრებაში სირთულეებს წააწყდით, ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. გარშემომყოფები თქვენ როგორც დადებით მხარეებს, ისე ნაკლს შეამჩნევენ. ნუ ეცდებით იდეალური იყოთ – იდეალური ადამიანები არ არსებობენ და შეცდომებს ყველა უშვებს.
თუ მნიშვნელოვან ადამიანს უნდა შეხვდეთ ან დაურეკოთ, ამას საღამომდე ნუ გადადებთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუმცა ოჯახის წევრებს დაუგეგმავი შოპინგისთვის ნუ გაუბრაზდებით.
დღესასწაულის წინ ყველას აქვს უფლება თავი ლამაზი ნივთებით გაანებივროს. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, უბრალოდ ეცადეთ, რომ არ გადაიღალოთ.
მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს, რაც სამყაროზე შეხედულებას შეგიცვლით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და დაუვიწყარი ემოციები ელით. ამ დღეს სახლიდან შორს წასვლას და მოგზაურობას მოერიდეთ, თორემ შეიძლება რაღაც ღირებული დაკარგოთ.
დროა სამსახურის ან პროფესიის შეცვლაზე იფიქროთ, თორემ თქვენი განვითარება შეფერხდება. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ სწორ მომენტს შეარჩევთ და საკუთარ სიმართლეში სხვებს დაარწმუნებთ.
საღამოს შეიძლება სტრესის გამო თავი შეუძლოდ იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ არ ინერვიულოთ.
მშვილდოსანი
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ყურადღება დროებით კარიერაზე გადაიტანეთ. რთული და მოუსვენარი დღეა, ოჯახურ გარემოში მოსალოდნელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენები. აკონტროლეთ, რას ამბობთ და აკეთებთ, რათა შემთხვევით, უდანაშაულო ადამიანს გული არ ატკინოთ.
გირჩევთ, კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის მკვეთრი საზღვარი გაავლოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. მოერიდეთ გაუაზრებელ ხარჯებს, რათა დღესასწაულს ცარიელი ჯიბით არ შეხვდეთ.
ასტროლოგები გირჩევენ, ნერვებს გაუფრთხილდეთ და სამყაროს პოზიტიურად შეხედოთ.
თხის რქა
ახლობელმა ადამიანმა შესაძლოა თავისი საქციელით ან უსაფუძვლო პრეტენზიებით გული გატკინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, წყენა დაივიწყოთ და ყველაფერი მშვიდად განიხილოთ. წყვილებში მოსალოდნელია კამათი საყიდლებთან დაკავშირებით – ეცადეთ, გონივრულ კომპრომისამდე მიხვიდეთ.
შეახსენეთ უფროსობას, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდეს. შესაძლოა ფინანსურ სირთულეებს წააწყდეთ, მაგრამ გამოცდილება ამ გამოწვევასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
მარილიანმა და შებოლილმა საკვებმა შესაძლოა ორგანიზმში სითხის დაგროვება და დილით ფეხების შეშუპება გამოიწვიოს.
მერწყული
დილიდან ყურადღების ცენტრში ხართ - უამრავი შეხვედრა და ურთიერთობა გელით, თუმცა იმ ადამიანის პოვნის შანსი, ვინც ნამდვილად გჭირდებათ, ძალიან დაბალია.
სახლში იმაზე მეტი საქმე გამოგიჩნდებათ, ვიდრე ელოდით, ტექნიკის გაუმართაობა კი პრობლემებს დაგიმატებთ. წარმატებისთვის საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება უნდა ისწავლოთ. ნუ წახვალთ რისკზე, რათა ფინანსური ზარალი თავიდან აიცილოთ.
მოსალოდნელია კუჭის აშლილობა და თავის ტკივილი. გადახედეთ მენიუს და მავნე პროდუქტები ამოიღეთ.
თევზები
გირჩევთ, საკუთარ შეცდომებს კრიტიკულად შეხედოთ და მეორე ნახევარს გადამეტებული მოთხოვნები არ წაუყენოთ. დაეხმარეთ ძვირფას ადამიანებს და ეს სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.
ამ დღეს უფრო მეტად საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ და არა - სხვის რჩევებს. სამსახურში შესაძლოა უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეები წარმოიშვას, თუმცა ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სიმშვიდე და ცივი გონება ავტორიტეტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ ფინანსურად გიჭირთ, იცოდეთ, რომ მალე მხარდაჭერა მოულოდნელი ადგილიდან მოვა.
გაუფრთხილდით საჭმლის მომნელებელ სისტემას - ზედმეტი არ მიირთვათ და სწრაფი კვების პროდუქტებს მოერიდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან