დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:09 შაბ. 18 იანვარი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სასიამოვნო სიურპრიზებითა სავსე დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი გაანებივროთ - წადით მყუდრო კაფეში ან საყიდლებზე. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეიძლება საკუთარი გეგმებისა და ოცნებების განხორციელება. გახსოვდეთ, რომ აზრები მატერიალურია და როცა სურვილებზე ფოკუსირდებით, აახლოვებთ მათ შესრულებას. ნება მიეცით საკუთარ თავს ,იოცნებოთ და სასწაულების გჯეროდეთ - ახლა ამისთვის საუკეთესო დღეა.

კურო

დროა, თავმდაბლობა დაივიწყოთ - ამ დღეს წარმატების გასაღები თქვენს მტკიცე ხასიათსა და მიზანდასახულობაში მდგომარეობს. დაიწყეთ საქმე, რომელსაც დიდი ხანია სამომავლოდ ინახავთ. ვარსკვლავები მხარს უჭერენ ახალ წამოწყებებსა — ასე რომ, ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ და სცადეთ ის, რაც ადრე მიუღწეველი ჩანდა. გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანსწრაფულობა სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს ახალი შესაძლებლობებითა და აღმოჩენებით სავსე დღეს ჰპირდებიან. განსაკუთრებით ძლიერია ახალი ცოდნის მიღებისა და თვითგანვითარების სურვილი. თუ დიდი ხანია, უფროსთან დაწინაურების შესახებ საუბარს გეგმავთ, ამისთვის შესანიშნავი დროა. გირჩევთ, ეს დღე მეგობრების სასიამოვნო გარემოცვაში დაასრულოთ და საყვარელ ადამიანებს თქვენი სამომავლო გეგმები გაუზიაროთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის 18 იანვარი რთული დღე იქნება, რაც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. თავაზიანობა და ტაქტი დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტი, რომელიც სამუშაო პროცესზე უარყოფითად მოქმედებს. გახსოვდეთ, რომ ადამიანებთან საერთო ენის პოვნის უნარი თქვენი პროექტების წარმატებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

ლომი

ამ დღეს ლომებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით - ვარსკვლავები მზად არიან, ისინი შრომისმოყვარეობისა და მოთმინებისთვის დააჯილდოვონ. შესაძლოა, გაჭიანურებული ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზებიც აღმოაჩინოთ. ნუ შეგეშინდებათ გაბედული ნაბიჯების გადადგმის, რასაც ინტუიცია გიკარნახობთ. გამოიყენეთ ეს დღე თვითგანვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

ქალწული

ამ დღეს ქალწულების წინაშე შესაძლებლობების ფართო ჰორიზონტი გაიხსნება. ვარსკვლავები ხელსაყრელ პერსპექტივებსა და მხიარულ მოვლენებს გპირდებიან. სამყარო მზადაა, გულუხვად დაგაჯილდოოთ წარსული შრომისა და ძალისხმევისთვის. ამ დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ფილოსოფია ძალიან გიზიდავთ. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, ამოუცნობი სფეროები შეისწავლოთ.

სასწორი

ვარსკვლავები სასწორს წარმატებებით სავსე, ხელსაყრელ დღეს ჰპირდებიან. სამსახურში ნებისმიერ სირთულეს სწრაფად და მარტივად გადალახავთ. ოჯახში სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფერო სუფევს, რომელიც მშვიდობის მყუდრო გარემოს ქმნის. თუ მოახერხებთ, გირჩევთ, საღამო დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრას დაუთმოთ. ასეთი გართობა დადებითი ენერგიით აგავსებთ და სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.

მორიელი

მორიელებს სასიამოვნო მოვლენებითა და პოზიტიური ცვლილებებით სავსე დღე ელის. 18 იანვარს ვარსკვლავები პროფესიულ სფეროში ახალ შესაძლებლობებს გთავაზობენ, რაც საშუალებას მოგცემთ, საჭირო საქმიანი კონტაქტები დაამყაროთ. გირჩევთ, დაუბრუნდეთ რთულ საკითხებს, რომლების მოგვარებაც ამ დრომდე ვერ შეძელით. სავარაუდოდ, დღეს ამას დიდი ძალისხმევის გარეშე მოახერხებთ. იღბალი თქვენს მხარესაა, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მშვილდოსანი

18 იანვარს მშვილდოსანს მშვიდი და სასიამოვნო დილა ელის. ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად მიიღოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს - ისინი ძალიან დაგეხმარებათ. ახლო მეგობრებთან შეხვედრა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ. დაე, თქვენი ფანტაზია და კრეატიულობა გარშემომყოფთა შთაგონების წყაროდ იქცეს და ჩვეულებრივი დღე ნამდვილ თავგადასავლად აქციოს.

თხის რქები

სურვილების ასრულებისა და მიღწევების დღეა. ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ, რომელსაც შეუძლია, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ახალი, პერსპექტიული სამუშაოს შეთავაზება იქნება თუ ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა, ეს თქვენს ცხოვრებაში ნათელი პერიოდის დასაწყისი გახდება. დატკბით ამ პერიოდით, რადგან უამრავი სასიამოვნო განცდა და ლამაზი შთაბეჭდილება გელით.

მერწყული

თუ მეწყვილე ჯერ არ გყავთ, ამ დღეს რომანტიკული თავგადასავალი გელით, რაც შეიძლება ახალი ურთიერთობის დასაწყისი გახდეს. 18 იანვარს ვარსკვლავები განსაკუთრებით კეთილად არიან განწყობილნი მათ მიმართ, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის მზად არის. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით - გაცნობის საიტზე დარეგისტრირდით ან ხალხმრავალ ადგილებში ისეირნეთ.

თევზები

ამჟამად რთულ პერიოდს გადიხართ, თუმცა უკვე მომავალი კვირის დასაწყისში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ მენეჯმენტი თქვენს ძალისხმევა შეამჩნევს და დააფასებს. არ დაკარგოთ იმედი და გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება და თქვენი მოთმინება და გამძლეობა დაჯილდოვდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge