დღის ჰოროსკოპი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:41 კვი. 1 დეკემბერი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მუშაობის ხასიათზე არ ხართ, მაგრამ აუცილებელია, სიზარმაცეს გაუმკლავდეთ და მოქმედება დაიწყოთ. ეს კვირა ბობოქარი და მოვლენებით დატვირთული იქნება. შესაძლოა, უმნიშვნელო წვრილმანების გამო საყვარელ ადამიანებთან იჩხუბოთ. შეეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ. გირჩევთ საკუთარი სურვილები შესაძლებლობებს მოარგოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის. დროა, რაღაც ღირებულის კეთება დაიწყოთ, რაც სიხარულს და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. უახლოეს მომავალში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. გირჩევთ პროფესიულ საქმიანობაშიც და პირად ცხოვრებაშიც მეტი იაქტიუროთ. საღამო შესანიშნავი დროა სტუმრების მისაღებად და მეგობრებთან შესახვედრად.

ტყუპები

მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე საკუთარი თავისგან მოელით. ეს სამუშაო პროცესებზე და მენეჯმენტთან ურთიერთობაზე დადებით გავლენას მოახდენს. წარმატებები არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ პირად ცხოვრებაშიც თან გდევთ. მარტოხელა ტყუპებმა შეიძლება ცხოვრების სიყვარული იპოვოს, რომელიც ცხოვრებას ნათელი ფერებით აავსებს. გირჩევთ, ფული მხოლოდ აუცილებელი ნივთების შესაძენად დახარჯოთ.

კირჩხიბი

თუ რაღაც გაწუხებთ, ხელსაყრელი დღეა უხერხული კითხვების დასმისთვის. მთავარია საკუთარ თავს გამოუტყდეთ მზად ხართ თუ არა პასუხების მოსმენისთვის. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რომ მძიმე შეცდომა არ დაუშვათ. უარს ნუ ეტყვით ადამიანს, რომელიც დახმარებას გთხოვთ - ეს ურთიერთობის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ოჯახური საქმიანობა უამრავ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან. შესაძლოა, რელიგიამ ან ფილოსოფიამ დაგაინტერესოთ.

ლომი

ოპტიმიზმით სავსე და მშვენიერ ხასიათზე ხართ, მაგრამ ეცადეთ სამუშაოს მეტი ყურადღება მიაქციოთ და შეცდომები არ დაუშვათ. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. ამ დღეს იმდენად დამაჯერებლად საუბრობთ, რომ შეგიძლიათ, ნებისმიერი ადამიანი თანამოაზრედ აქციოთ. ეცადეთ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

გირჩევთ საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ამ დღეს ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ, ამიტომ ნებისმიერი მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. არ არის გამორიცხული, რომ თქვენით ვიღაც დაინტერესდეს. მზად ხართ, მეგობრები და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანები დაიცვათ, მაგრამ ამით მხოლოდ ახალ მტრებს შეიძენთ.

სასწორი

დღეს პირველი ნახევარი ძალიან ნაყოფიერი იქნება. ეს დღე გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელია. კოლეგები გარკვეული სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებიან, რაც საშუალებას მოგცემთ ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. თქვენი პიროვნული თვისებები და კეთილგანწყობა დაგეხმარებათ ურთიერთობა დაამყაროთ ყველა ადამიანთან, რომელსაც დღეს შეხვდებით.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ინტელექტუალური პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა. გსურთ, რომ ყველას სახეში მიახალოთ, რასაც მათზე ფიქრობთ. თუ ასე გააგრძელებთ, შეიძლება უამრავი მტერი შეიძინოთ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ. სამსახურში ყველაფერს შესანიშნავად და კოლეგებზე სწრაფად უმკლავდებით.

მშვილდოსანი

მცირე პრობლემების მიუხედავად, ეს დღე მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ფრთებს შეგასხამთ და მოქმედების სტიმულს შეგმატებთ. ამ დღეს მოლაპარაკებებს ნუ დაგეგმავთ, რადგან საკუთარი შეხედულებების ოპონენტებამდე მიტანა და მათი დარწმუნება გაგიჭირდებათ. ხელსაყრელი დროა შოპინგისთვის.

თხის რქა

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წარმატებას მიაღწევთ. თქვენი წარმატების გასაღები პრინციპული მოქმედება იქნება! შეგიძლიათ, გაბედული ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ ეს ნაბიჯი კარგად გააზრებული უნდა იყოს. შეიძლება დახმარება იმ ადამიანებისგან მიიღოთ, ვისგანაც არ ელოდით. მენეჯმენტი თქვენი მუშაობით კმაყოფილია და სავარაუდოდ, დაწინაურება გელით.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებისთვის. თუ დიდი ხანია ახალი საქმის დაწყებას ცდილობთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დროა. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სიტყვითაც დაგეხმარებიან და საქმითაც. გარშემო მყოფების მიმართ ბევრი კრიტიკული შენიშვნა გაქვთ, მაგრამ გირჩევთ, თავი შეიკავოთ თუ არ გსურთ, რომ ახლობელ ადამიანს გული ატკინოთ.

თევზები

ამ დღეს საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან იპოვით. საუკეთესო დღეა მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. შინაგანი ქარიზმა, პიროვნული ხიბლი და ადამიანების განწყობის ინტუიციურად წაკითხვის უნარი დაგეხმარებათ, თანამოსაუბრე მოკავშირედ აქციოთ. დღის მეორე ნახევარში მცირე უსიამოვნება გელით, მაგრამ ის განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. ფრთხილად იყავით - შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ვიღაც გაანაწყენოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge