26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00 ორშ. 25 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს დაწყებული საქმე არ უნდა გადადოთ - ეცადეთ ყველაფერი დღესვე დაასრულოთ. კითხვების დასმა ნუ შეგეშინდებათ - პასუხებმა შეიძლება თქვენი შეხედულებები შეცვალონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ და პირად ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
კურო
ამ დღეს ასი თვალი და ყური გჭირდებათ, რომ მხედველობიდან არაფერი გამოგეპაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაწყებული საქმე თქვენთვის საზიანო შედეგით დასრულდეს. ამ დღეს წესები და შეთანხმებები არ უნდა დაარღვიოთ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა თქვენს საქმიანობაზე გავლენას მოახდენს. ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით. ახლა მისი შესრულების დროა.
ტყუპები
რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და ესაუბრებით, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების ან სასარგებლო ნაცნობობის შანსი. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გააფუჭოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ დაწყებული საქმეები დიდი ხნით არ გადადოთ. ამ დღეს მხოლოდ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ტრავმის მიღების რისკი იზრდება. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, ქუჩაში მოძრაობის დროს და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. დაიცავით წესები და მკაცრად შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები. ამ დღეს გუნდური მუშაობა წარმატებული და შედეგიანი იქნება. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა შეძლოთ.
ლომი
დაიცავით წესები და შეასრულეთ საკუთარი მოვალეობები. ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ და რთულ სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ. საქმიანი ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ცვლილებას თვალი ადევნოთ და ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. საჭიროების შემთხვევაში, დახმარება უფროს კოლეგებს ან ახლო მეგობრებს სთხოვეთ - ისინი იმედს არ გაგიცრუებენ.
ქალწული
ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ შეცდომები არ დაუშვათ. ყურადღებით შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო და კარგად გამოთვალეთ საკუთარი გადაწყვეტილების შედეგები. ამაში მკაფიო სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უნდა დაიცვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩამოწეროთ იდეები, რომლებიც თავში მოგივათ – შეიძლება ზოგმა კარგი მოგება მოგიტანოთ.
სასწორი
დღის პირველი ნახევარი რთული და საპასუხისმგებლო საქმეების კეთებისთვის შესანიშნავი დროა. თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება, ნუ გაჯიუტდებით და გეგმა შეცვალეთ. ამ დღეს დათმობებით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება. თქვენს ცხოვრებაში მალე დიდი ცვლილებები მოხდება და მზადება ახლავე უნდა დაიწყოთ.
მორიელი
წესების დაცვა შეცდომებს და უსიამოვნო სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ. ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული დონე დაბალია, ამიტომ რთულ დავალებებს უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.
მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ და ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყოთ. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ.
თხის რქა
ეს დღე ისე უნდა დაგეგმოთ, რომ რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწროთ. არსებობს შანსი, რომ პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ უახლოეს დღეებში საგანგებოდ ნურაფერს დაგეგმავთ. გულწრფელად ისაუბრეთ საყვარელ ადამიანებთან და ყველა საკამათო საკითხი მოაგვარეთ.
მერწყული
ამ დღეს უპირატესობა საკუთარ მოთხოვნილებებს უნდა მიანიჭოთ. იზრუნეთ პირად საქმეებზე, რომლებიც მეტს ვეღარ დაიცდიან. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა, თუნდაც ყველაზე შეუფერებელ გარემოში. თუ მოინდომებთ, მნიშვნელოვან ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ!
თევზები
ამ დღეს ჯობია, მარტივი და კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ, რასაც სწრაფად და წარმატებით შეძლებთ. შეზღუდეთ კონტაქტები და იფიქრეთ იმაზე, რაც ახლა თქვენ გარშემო ხდება. თუ გეგმის განხორციელებას აპირებთ, რომელსაც ცოტაოდენი იღბალიც სჭირდება, უკეთეს დღეს ვერ იპოვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან