დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:30 სამ. 19 აგვისტო

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დილას, თვალის გახელისთანავე უჩვეულო ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ეცადეთ ეს შესაძლებლობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. მოერიდეთ ხალხმრავლობას - შესაძლოა მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელთან შეხვედრასაც დიდი ხანია გაურბოდით. გაიხსენეთ, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ და ეცადეთ, დამშვიდდეთ.

კურო

ნუ დაელოდებით, რომ ვიღაც თქვენს ქმედებებს შეაფასებს – უბრალოდ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ და ძალიან მალე სასურველ შედეგს დაინახავთ. შესაძლოა, სამსახურში ყველა თქვენზე უფროსობას და თქვენს მართვას ცდილობს, მაგრამ ეცადეთ, ამის უფლება არავის მისცეთ.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს, რომლებსაც ვარსკვლავები გიგზავნიან. თუ სიზარმაცეს აჰყვებით, დაკარგულ დროს ვეღარ დაიბრუნებთ. ოჯახში ან უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა უსიამოვნება თქვენი ფეთქებადი ხასიათის შედეგია.

კირჩხიბი

დროა გაიხსენოთ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ სამუშაო არ არსებობს. თავს უფლება მიეცით, ცოტა ხნით საქმეები დაივიწყოთ და გაერთოთ ან დაისვენოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. გადაღლის გამო მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია, ზოგადი სისუსტე და თავის ტკივილი. წყლის პროცედურები და სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

ლომი

ამ დღეს პატარა სიურპრიზი გელით, რომელიც ემოციას სულის სიღრმემდე გაგრძნობინებთ. კარგი იქნება, რომ დასვენებაზეც იფიქროთ, რადგან სწორედ დღეს შეძლებთ გააცნობიეროთ, რა ემოციები გაკლიათ და სად შეგიძლიათ მათი მიღება. წარუმატებელი ხუმრობის გამო შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ხანმოკლე პაუზა ორივესთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს აზვიადებთ და ცდილობთ, ბუზი სპილოდ აქციოთ, მაგრამ ეს, გაღიზიანებისა და ნერვიულობის გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, ნერვები მოთოკოთ და ემოციები აკონტროლოთ. სპორტულ ვარჯიშებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოსალოდნელია ტრავმები. მოერიდეთ ავტომობილით მგზავრობას და ეცადეთ, საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ.

სასწორი

ამ დღეს ბედი სიურპრიზს გიმზადებთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ და ლამაზ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ნუ ენდობით ზედმეტად ხმამაღალ სიტყვებსა და დაპირებებს, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, რომლებსაც ვერაფერში გამოიყენებთ.

მორიელი

ახალი ნაცნობობა გელით, თუმცა გახსოვდეთ, რომ ერთი ძველი მეგობარი ორ ახალს სჯობს. ამ დღეს ვინმეს მოტყუება არ სცადოთ, თორემ სულელურ სიტუაციაში თავად აღმოჩნდებით. სასურველია, რომ ძვირად ღირებულ ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, დღეს თქვენთვის არც სამუშაოს, არც ურთიერთობების მხრივ დაუძლეველი ამოცანა არ არსებობს. ეცადეთ, გვერდით პოზიტიური, ენთუზიაზმით სავსე ადამიანები გყავდეთ, რომლებიც მოდუნების საშუალებას არ მოგცემენ. გირჩევთ, სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და მათი ზეწოლის გამო გეგმები არ შეცვალოთ.

თხის რქა

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. შესაძლოა, ნაცნობებიდან ვიღაც ცდილობს კონფლიქტში ჩაგითრიოთ. პროვოკაციას არ აჰყვეთ, თორემ დაპირისპირება უსასრულოდ გაგრძელდება. ყურადღებით მოუსმინეთ უფროსი კოლეგების რჩევებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურებრივი რომანი, ავტორიტეტის შელახვისა და პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მერწყული

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად დაისვენოთ. სავარაუდოდ, რაღაც მოვლენას იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე იმსახურებს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და მომხდარი ობიექტურად შეაფასოთ. სამსახურში მოსალოდნელია დამატებითი დავალებები ხელმძღვანელობისგან. გაპროტესტებას აზრი არ აქვს, ამიტომ ბედს უნდა შეეგუოთ.

თევზები

სასურველი ცვლილებები ძალიან მალე განხორციელდება. მთავარია, რომ მოვლენები არ დააჩქაროთ და მშვიდად დაელოდოთ. ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისთვის. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge