დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:30 ხუთ. 19 სექტემბერი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

მუშაობის განწყობა არ გაქვთ და მიზეზებს ეძებთ, რომ საკუთარი მოვალეობები სხვას გადააბაროთ. გირჩევთ, მარტივი საქმით და კოლეგებთან სასიამოვნო საუბრით დაიწყოთ და მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ. მოერიდეთ სარისკო აქტივობებს. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ ახლობლებისა და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ, ამიტომ უმნიშვნელო წვრილმანები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამუშაო პრობლემებისგან ცოტა ხანს დაისვენოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. დაურეკეთ ან მოინახულეთ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ. სამსახურში შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ამბავი გაიგოთ. საღამოს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ. დაძაბული კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

ტყუპები

ბოლო დღეებში ბევრი წვრილმანი და უსიამოვნო საქმე დაგიგროვდათ, რომლებსაც დროულად უნდა მიხედოთ, რათა ყურადღება არ გაგეფანტოთ. მიზნის მისაღწევად სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ, მაგრამ თანამოსაუბრეზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, საყოველთაოდ მიღებული წესები არ დაარღვიოთ. მოერიდეთ საჯარო ღონისძიებებზე დასწრებას და ხალხის თავშეყრის ადგილებს.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დროა ძველი შეცდომების გამოსწორებისა და შესრულებული სამუშაოს შემოწმებისთვის. ნუ დაიზარებთ და ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, რათა შედეგში დარწმუნებული იყოთ. თუ ადამიანებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ პირდაპირ უთხარით, მაგრამ ეს აგრესიის და უხეშობის გარეშე უნდა გააკეთოთ. ეცადეთ, ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

ლომი

ამ დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების მოგვარება იქნება. გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი სიამოვნებისა ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენისთვის დიდი ფული დახარჯოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამის გაკეთებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა, წარსულის ზოგმა პრობლემამ თავი შეგახსენოთ და იძულებული იქნებით სასწრაფოდ მოაგვაროთ.

ქალწული

დღეს მიღებული გადაწყვეტილება მომავალ მოვლენებზე გავლენას მოახდენს, ამიტომ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი საქმეებთან დაბრუნება და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა გააფუჭოს.

სასწორი

ამ დღეს ვარსკვლავები კოლეგებთან ურთიერთობის შეზღუდვას და მთელი ყურადღების სამუშაო საკითხებზე გადატანას გირჩევენ. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით შეიძლება საყვარელ ადამიანს გული ატკინოთ. თუ თქვენი ურთიერთობა უკვე დაძაბულია, გირჩევ, ეს დღე ერთმანეთისგან მოშორებით გაატაროთ - სიტუაცია მალე შეიცვლება. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

მორიელი

შესაძლოა, შეხედულება შეიცვალოთ რაღაც საკითხზე, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, სახლი ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ ეს ისე გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი დღეა. მოზღვავებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია რთულ ამოცანებსა და მოლაპარაკებებზე უარი თქვათ. რასაც ამ დღეს მიიღებთ, თქვენი წარსული გადაწყვეტილებების შედეგი იქნება. ეცადეთ, ძველი შეცდომები გამოასწოროთ და საქმიანობის მიმართულება შეცვალოთ. საშუალება გექნებათ, რომ მოიშოროთ ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

თხის რქა

იზრუნეთ თქვენი პროფესიული პოზიციის გაძლიერებაზე. ხელსაყრელი იქნება ბიზნესპარტნიორებთან და კოლეგებთან საუბარი და თქვენთვის საინტერესო პერსპექტივების განხილვა. იბრძოლეთ საუკეთესო შედეგისთვის და ნაკლებს არ დასჯერდეთ. სიახლე, რომელსაც დღეს მიიღებთ, ყველასთვის სასიამოვნო იქნება. საღამოს სახლის დალაგება და მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ახალი, საინტერესო შესაძლებლობა აღმოაჩინოთ. ცდუნებას ნუ აჰყვებით და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანების დახმარებისთვის, შეეცადეთ მხარი დაუჭიროთ ან გაამხნეოთ ისინი რთულ სიტუაციაში. რაღაც შემთხვევა თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე თვალს აგიხელთ, მაგრამ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ.

თევზები

ეცადეთ, თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბოთ. ამ ადამიანებთან საუბარი და მათი მხარდაჭერა თავდაჯერებას შეგმატებთ და უჩვეულო საქმეების სურვილს გაგიჩენთ. ნუ აჩქარდებით, ყველა გადაწყვეტილება ფრთხილად და გააზრებულად უნდა მიიღოთ. ეცადეთ, პოზიტიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge