20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23:24 ოთხ. 19 თებერვალი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესაძლოა, ბოლო პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გაგიჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავები საშუალებას გაძლევენ, რომ საკუთარი აზრები დაალაგოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. დღის პირველ ნახევარში წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება მთავარ ამოცანებზე გაამახვილეთ. კოლეგები და პარტნიორები ამ დღეს განსაკუთრებით კეთილგანწყობილები არიან, ამიტომ თუ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გსურთ, ახლა ამის დროა.
რჩევა: განსაზღვრეთ თქვენი მთავარი მიზნები და პრიორიტეტები დაისახეთ. დღევანდელი დღე შეგნებული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია.
კურო
ეს დღე ხელსაყრელია მშვიდი მუშაობისთვის. შეიძლება ბოლო დროს ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ძალიან ჩქარობთ, მაგრამ ახლა შეგიძლიათ ტემპი შეანელოთ და ყვეაფერი გაიაზროთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ახალი პროექტების დაწყებამდე ძველი დაასრულოთ.
რჩევა: ყურადღება მიაქციეთ დეტალებს - დღეს მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ.
ტყუპები
თუ ძალას უმნიშვნელო საქმეებზე არ გაანიავებთ, ნაყოფიერი დღე გელით. შესაძლოა, საერთო ენა იპოვოთ მასთან, ვისთანაც ადრე უთანხმოება გქონდათ. პროფესიულ სფეროში გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ პარტნიორი გყავთ, შეეცადეთ სამომავლო გეგმები განიხილოთ - ამ დღეს ვარსკვლავები ურთიერთგაგების პოვნაში დაგეხმარებიან.
რჩევა: ყურადღება მთავარ ამოცანებზე გაამახვილეთ და რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარი გეგმა არ შეცვალოთ.
კირჩხიბი
ეს დღე თქვენგან ჩვეულებრივზე მეტ მონდომებას მოითხოვს. შესაძლოა, რთული არჩევანის გაკეთება ან პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ. პირად ცხოვრებაში ხელსაყრელი დღეა გულწრფელი საუბრებისთვის. თუ პარტნიორი გყავთ, განიხილეთ მასთან თქვენთვის მტკივნეული საკითხი, მაგრამ ზედმეტი ემოციების გარეშე. ვარსკვლავები მარტოხელა კირჩხიბებს ურჩევენ, წარსულზე არ იფიქრონ - თუ ძველ სიყვარულს ვერ ელევით, შეიძლება ახალი ვერ შენიშნოთ.
რჩევა: ინიციატივის საკუთარ ხელში აღების ნუ შეგეშინდებათ. დღევანდელი გადაწყვეტილებები შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი იყოს.
ლომი
შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენი გეგმები ბოლო წუთს შეიცვალოს. ეცადეთ, წვრილმან საქმეებზე და უსარგებლო კამათზე დიდი დრო და ენერგია არ დახარჯოთ. თუ თქვენი პარტნიორი უცნაურად იქცევა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - შესაძლოა ფიქრისთვის დრო სჭირდება.
რჩევა: რაც უფრო ნაკლებად იფიქრებთ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით, მით უფრო ადვილი იქნება ეს დღე.
ქალწული
თუკი ფულთან ან დოკუმენტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას დიდი ხანია აჭიანურებთ, ახლა ხელსაყრელი დროა, რომ ყველაფერში გაერკვეთ. კოლეგები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არიან, ასე რომ, თუ რჩევა ან დახმარება გჭირდებათ, კითხვა არ მოგერიდოთ.
რჩევა: ამ დღეს წესრიგი თქვენი საუკეთესო მოკავშირეა. ეცადეთ თქვენს ფიქრებში, ფინანსებსა და გარემოში სიცხადე შეიტანოთ.
სასწორი
ამ დღემ შესაძლოა მნიშვნელოვანი საუბარი ან შეხვედრა მოგიტანოთ, რომელიც თქვენს მომავალზე იმოქმედებს. გამორიცხული არ არის, რომ კოლეგამ საინტერესო პროექტი შემოგთავაზოთ ან დისკუსია გამართოთ, რომელიც ძველი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფები მზად არიან, მოგისმინონ, მთავარია სათქმელი ზედმეტი ემოციების გარეშე თქვათ. შეეცადეთ პარტნიორის სიტყვებს ყურადღებით მოუსმინოთ - ამ დღეს შეიძლება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრათ.
ასტროლოგის რჩევა: სიტყვებს დღეს დიდი ძალა აქვთ. ისაუბრეთ ყურადღებით, მოუსმინეთ ყურადღებით და მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ.
მორიელი
დღევანდელმა დღემ შესაძლოა მოულოდნელი, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბები მოგიტანოთ. შესაძლოა, სამსახურში ახალი შესაძლებლობა შემოგთავაზონ, ან მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ეს დღე შესაფერისია გულწრფელი საუბრისთვის. თუ თქვენს ურთიერთობაში ბევრი უთქმელი თემა დაგროვდა, შეეცადეთ, მშვიდად და უემოციოდ განიხილოთ. ვარსკვლავები მარტოხელა მორიელებს ურჩევენ, ურთიერთობაზე უარი არ თქვან - დიდი ხანია, ვიღაცას თქვენთან დაახლოება სურს, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს.
რჩევა: ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ. დღეს ნათქვამ თითოეულ სიტყვას შეუძლია მომავალში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
მშვილდოსანი
უმჯობესია, ამ დღეს აჩქარებას და აურზაურს მოერიდოთ. გეჩვენებათ, რომ მოვლენები გამაღიზიანებლად ნელა ვითარდება, მაგრამ ეს კარგი შესაძლებლობაა სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის. გახსოვდეთ, რომ აჩქარება შეცდომებს და დამატებით პრობლემებს მოგიტანთ.
რჩევა: შენელებული მოქმედება გაღიზიანების მიზეზი კი არა, იმის შანსია, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოთ. ეცადეთ ამ შანსით ისარგებლოთ.
თხის რქა
ეს დღე წვრილმანებზე ყურადღების მიქცევას მოითხოვს. ხელსაყრელი დროა საბუთების მოწესრიგების და მომდევნო თვის დაგეგმვისთვის. თუ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გელით, ჯობია წინასწარ მოემზადოთ - ახლა წვრილმანმაც კი შეიძლება დიდი როლი ითამაშოს.
რჩევა: წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს არა მხოლოდ კეთება, არამედ სწორად კეთება არის მნიშვნელოვანი.
მერწყული
ეს დღე მოულოდნელ შეთავაზებას მოგიტანთ, რომელიც მომავალზე დაგაფიქრებთ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სამუშაოსთან, ახალ პროექტთან ან პირად ურთიერთობასთან. მთავარია პასუხის გაცემა არ იჩქაროთ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. შესაძლოა პარტნიორმა საოცნებო ნივთი გაჩუქოთ.
რჩევა: გადაწყვეტილების მიღებამდე მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ დაფიქრდეთ და იმპულსურად არ იმოქმედოთ.
თევზები
ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებულად გაძლიერებულია, ამიტომ ყურადღებით უნდა მოუსმინო. შეიძლება საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ. იდეალური დღეა სიტუაციის გაანალიზებისა და ცვლილებებისთვის. სამსახურში უმჯობესია ზედმეტი პასუხისმგებლობებით არ გადატვირთოთ, რადგან საღამოს თავს შეუძლოდ იგრძნობთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება განმარტოება მოგინდეთ. შეეცადეთ, ეს პარტნიორს სწორად აუხსნათ.
რჩევა: ინტუიცია დღეს თქვენი მთავარი ინსტრუმენტია. ენდეთ მას და ის სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან