დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:51 ხუთ. 20 ნოემბერი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სასიყვარულო საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ თამამად იმოქმედეთ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მშობლები არ დაივიწყოთ - დაპატიჟეთ ისინი სტუმრად და ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ.

თუ მოინდომებთ, უარყოფით ფაქტორებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ — იმუშავეთ, ეს ძალიან კარგად გამოგდით. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს შეძლებთ იმასაც, რაც აქამდე არ გამოდიოდა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფორტუნა ცვალებადია და სტაბილურობის პერიოდი სამუდამოდ არ გაგრძელდება.

სავარაუდოდ, ცოტა მეტი ძილი და დასვენება დაგჭირდებათ, რომ ჯანმრთელობა და საერთო მდგომარეობა ნორმაში შეინარჩუნოთ.

კურო

შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდეს. გირჩევთ, ქცევის ტაქტიკა შეცვალოთ და თუ რაღაც შეგეშალათ, მოიბოდიშოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გარშემომყოფთა კეთილგანწყობა მოიპოვოთ.

თუ თანამდებობაზე ოცნებობთ, საკუთარ იმიჯზე, მეტყველებასა და მანერებზე მეტი უნდა იმუშაოთ. პროფესიონალად ყოფნა საკმარისი არ არის — საჭიროა პროფესიონალივით გამოიყურებოდეთ!

მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც ოჯახურ ბიუჯეტს დაარტყამს. ამ დღეს თქვენი ემოციური ფონი გამწვავდება და მაქსიმალურად ეცადეთ, ეს ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაზე უსიამოვნოდ არ აისახოს.

ტყუპები

სასიყვარულო ურთიერთობებში არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც უნდა შეგეძლოთ. იზრუნეთ თქვენს მეორე ნახევარზე, საკუთარი გრძნობების შესახებ ესაუბრეთ და რთულ წუთებში მხარდაჭერა გაუწიეთ.

გადადებული საქმეები ან ძველი ვალდებულებები დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვს. დროა, საერთო ენა გამონახოთ კოლეგებთან, რომლებთანაც ურთიერთობა დაგეძაბათ. თუ გუნდში ურთიერთობები ვერ დაალაგეთ, შეგიძლიათ კარიერული წინსვლა დაივიწყოთ.

თვითგანათლებაში ჩადებული ხარჯებს ორმაგად ამოიღებთ. იქნებ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ჩაეწეროთ? დღეს რეკომენდებულია თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან შეხვედრა.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ კვირას შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. თქვენი ნიშნის მარტოხელებისთვის ეს სასიხარულო სიახლეა.

ხშირად უთხარით ოჯახის წევრებს, რამდენად გიყვართ და აფასებთ.

პროფესიული წარმატებისთვის სისუსტეებს და არაორგანიზებულობას ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ. არსებობს რისკი, რომ ახალ პროექტში დიდი თანხა ჩადოთ და ფინანსური შემოსავალი ვერ მიიღოთ. სამაგიეროდ, საბუთების გაფორმება და ოფიციალურ უწყებებთან ურთიერთობა წარმატებით ჩაივლის.

მეტეოდამოკიდებული კირჩხიბები შესაძლოა სახსრების ტკივილმა შეაწუხოს — უსიამოვნო სიმპტომები რამდენიმე საათს გაგრძელდება.

ლომი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება გმართებთ! წვრილმანებზე გაღიზიანება არ ღირს, ეცადეთ პატარა შეცდომებს ყურადღება არ მიაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეუღლეს უფრო მეტი დრო დაუთმოთ — ამისათვის სახლიდან გასვლაც კი არ არის საჭირო.

სამსახურში ძველი პრობლემების გადასაჭრელად შემოქმედებითი მიდგომა სცადეთ— თქვენი ხელმძღვანელი ამას შეამჩნევს და დააფასებს. მცირე უპასუხისმგებლობაც კი ხელს შეგიშლით დავალების შესრულებაში.

ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ემოციურ გადაღლას ვეღარ ასცდებით. ეცადეთ, ცოტა ხნით ხალხმრავლობას გაერიდოთ და განმარტოვდეთ.

ქალწული

არ არის გამორიცხული პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები. ჰორიზონტზე საიმედო ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც ძალიან სერიოზული განზრახვები აქვს.

მეტი თავშეკავება გმართებთ - თქვენი კომუნიკაბელობა ზოგჯერ სიფრთხილეს უსწრებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერ იფიქროთ და შემდეგ გააკეთეთ და არა პირიქით.

ახალი საქმის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. სამსახურში ან შემოსავალთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში ინიციატივის გამოჩენა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

სასწორი

მარტოხელა სასწორმა, რომელიც პარტნიორის პოვნას ცდილობს, სოციალური წრე უნდა გააფართოოს — ეწვიეთ კონცერტებს, გამოფენებს, კულტურულ ღონისძიებებს. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ბედნიერებას სწორედ იქ იპოვით.

ეცადეთ, საქმიანი პარტნიორის უსამართლო დამოკიდებულება მშვიდად მიიღოთ. მალე შეცდომას თავად მიხვდება და ბოდიშსაც მოგიხდით. თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რათა კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ. საეჭვო ავანტიურებში ფულის შოვნის მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ, პირიქით, შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ.

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახლა თქვენი სახსრები განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ ფიზიკური დატვირთვა უნდა შეამციროთ.

მორიელი

ამ დღეს რომანტიკულ სფეროში განსაკუთრებულ წარმატებას ნუ ელით — იმედგაცრუება გელით. სავარაუდოდ, ადამიანი, რომელსაც აღმერთებდით, სრულიად სხვა, თქვენთვის მიუღებელ თვისებებს გამოავლენს.

თუ რომელიმე ნათესავთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ, ნუ გაცხარდებით. ურთიერთბრალდებებმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. იყავით თანმიმდევრული გადაწყვეტილებებში. წარსულში დაწყებული საქმეები, რომლებიც უიმედო გეგონათ, საბოლოოდ სარგებლობას მოგიტანთ.

სუფთა ჰაერი და კარგი განწყობა ენერგიით დაგმუხტავთ. ეცადეთ, დრო გამონახოთ და პირობა, რომელიც ოჯახის წევრებს დიდი ხნის წინ მიეცით, შეასრულოთ.

მშვილდოსანი

საღამოს მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა. თუ ურთიერთობა ახლახან დაიწყეთ, მალე უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მოგეცემათ. ამ დღეს თითოეულ, თუნდაც უმნიშვნელოს საქმეს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. თავი შეიკავეთ ხელმძღვანელთან კამათისგან, თუნდაც საკუთარ სიმართლეში სრულიად დარწმუნებული იყოთ - მისი გადარწმუნება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ძლიერი მტერი შეიძინოთ.

თუ მაღაზიაში რაიმე ნივთი მოგეწონათ, ბევრი არ იფიქროთ და იყიდეთ.

ამ დღეს თქვენს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

თხის რქა

ზოგ თხის რქას სხვა ქალაქში რომანტიკული შეხვედრა ელის. ხელსაყრელი დროა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, დიდი შესყიდვებისა და რემონტისთვის. ამჟამად შორეული მგზავრობა სჯობს გადადოთ.

სამსახურში შესაძლოა ინციდენტი მოხდეს, რომელიც ემოციურ წონასწორობას დაგაკარგვინებთ — ეცადეთ, სიმშვიდე სწრაფად დაიბრუნოთ.

საოჯახო საქმეებით დაკავდით, ბიუჯეტი სწორად გაანაწილეთ და შემდეგი თვის სამოქმედო გეგმა შეადგინეთ. ახლა დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — ცხოვრების სწრაფი ტემპი უკანასკნელ ძალას გართმევთ.

მერწყული

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ცხოვრების თანამგზავრის ძებნა საჭირო არ არის - მის პოვნაში შემთხვევა დაგეხმარებათ. ყველაზე სტაბილური ურთიერთობებიც კი პერიოდულად გამოცდებს გადის — სიტუაციას ნუ გაამწვავებთ და პოზიტიურად იფიქრეთ.

პლანეტების განლაგება თქვენს იმიჯსა და შრომის ნაყოფიერებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. თუ შესაძლებელია, დასვენებისთვის დრო გამოყავით.

ამ დღეს კრედიტის აღება არ ღირს — მისი დაბრუნება გაგიჭირდებათ.

თუ ძალიან არ გადაიღლებით, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ეცადეთ დამატებით ვალდებულებებს თავი აარიდოთ.

თევზები

თუ თქვენი გრძნობები უპასუხოდ დარჩა, შეგიძლიათ უარყოფითი ემოციები თამამად გამოხატოთ. ეს სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. გაბრაზდით, იყვირეთ და დაგროვილი ტკივილისგან ასე დაიცალეთ.

მიუწვდომელი სიმაღლეებისკენ სწრაფვით, რეალურ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე! ეს დაგეხმარებათ, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდეთ. ნუ დაიზარებთ ვარჯიშს - სპორტული დატვირთვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ცოტაოდენი მხიარულება ამ დღის სირთულეებს დაგავიწყებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge