22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
00:20
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შეიძლება სამსახურში უთანხმოება წარმოიშვას, სადაც თქვენი აზრის დაცვა მოგიწევთ. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება თქვენთვის ტკივილის მოყენება სცადოს. ინტუიცია გიკარნახებთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ, უბრალოდ, თვალთმაქცი. ხელსაყრელი დროა სწავლისა და თვითგანათლებისთვის. შეეცადეთ, პირად საჭიროებებსა და პასუხისმგებლობებს შორის ბალანსი იპოვოთ.
კურო
მთელი ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გაქვთ გადატანილი და დამატებითი შემოსავლის პოვნას ცდილობთ. რჩევისთვის სანდო ადამიანებს უნდა მიმართოთ, რადგან თავად შესაძლოა, სიტუაცია სწორად ვერ შეაფასოთ და ნაჩქარევად იმოქმედოთ. მოერიდეთ გადაღლას და გადაჭარბებულ ფიზიკურ აქტივობას. ნუ აირჩევთ ზედმეტად რთულ გზას, როდესაც გამოსავალი თქვენ წინაშეა და შეგიძლიათ, სიტუაცია მარტივად მოაგვაროთ.
ტყუპები
ეს დღე უზარმაზარ სტიმულს მოგცემთ, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ. გამუდმებით საქმეებსა და პრობლემებზე ზრუნვა დიდ ენერგიას გართმევთ, ამიტომ ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - უარი თქვით მავნე ჩვევებზე, გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი საკვები მიირთვით. დროა სახლი საგანგებოდ დაალაგოთ და საახალწლოდ მოამზადოთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, რომელიც მომავალში შესანიშნავ შედეგს მოგცემთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, საკუთარი დაპირება დაივიწყოთ. ეცადეთ, მომხდარის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე განიხილოთ და გამოთვალოთ ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ. ამ დღეს ყველაზე საინტერესო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება და სულ ერთია, ეს პირადი ურთიერთობაა თუ საქმიანი. მოემზადეთ მნიშვნელოვანი საუბრებისთვის, შესაძლოა კამათისთვისაც კი.
ლომი
უახლოეს დღეებში წვეულებაზე მიგიწვევენ, სადაც შეიძლება გაიცნოთ ადამიანები, რომლებთანაც საერთო საქმე და ინტერესები გაგაერთიანებთ. კარგად დაფიქრდით ყოველ სიტყვაზე, რომლის თქმასაც აპირებთ. ცუდი განწყობა იმის ნიშანია, რომ გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ. ჯობია, ცოტა ხანს აქტიურ მოქმედებებს მოერიდოთ და დამკვირვებლის პოზიციაზე დარჩეთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ქალწული
ფინანსურ საქმეებში ყოველთვის ძალიან თავშეკავებული, პასუხისმგებლობით სავსე და წინდახედული ხართ. ფიქრობთ იმაზე, თუ რაში ხარჯავთ ფულს და რამ შეიძლება გაზარდოს თქვენი ფინანსური სტაბილურობა, თუმცა, პროდუქციის ხარისხზე ფულის დაზოგვას არ გირჩევთ. თუ თქვენსა და კოლეგებს შორის უთანხმოება წარმოიშვა, შეეცადეთ, პრობლემა მშვიდად, გულწრფელი საუბრით მოაგვაროთ.
სასწორი
მოტივაცია და მონდომება არ გაკლიათ, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ საქმის დაწყება, რომელსაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავთ. ამ საქმეს სწრაფად გაუმკლავდებით ისე, რომ დაღლილობასაც ვერ იგრძნობთ. ცივი ამინდებისა და დატვირთული კვირის შემდეგ თქვენს სხეულს ვიტამინები და დასვენება, სჭირდება ამიტომ გირჩევთ მასზე იზრუნოთ. გააზრებულად იმოქმედეთ და საკუთარ სიტყვებს დაუკვირდით, რომ ვინმემ თქვენი ნათქვამი მომავალში თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენოს.
მორიელი
ენერგიით სავსე ხართ და მიზნისკენ დაჟინებით მიიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სახლში მისულმა ტემპი შეანელოთ, თორემ პარტნიორი ვეღარ გეწევათ და ეს თვალშისაცემი ხდება. ისარგებლეთ ხელსაყრელი პერიოდით, რომ მიმდინარე საკითხები მაქსიმალურად მოაწესრიგოთ. ეცადეთ, პოზიტიური იყოთ და დაეხმაროთ მეგობარს, რომელსაც ახლა თქვენი რჩევები ძალიან სჭირდება.
მშვილდოსანი
უსმინეთ საკუთარ თავს. თქვენი მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტეს და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. თავს გაუფრთხილდით და თბილად ჩაიცვით, რომ არ გაცივდეთ.
დღის მეორე ნახევარში საქმეში სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.
თხის რქა
დატვირთული კვირის შემდეგ ისე დაიღალეთ, რომ ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. გამორიცხული არაა ტრავმები, მოწამვლა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. არასასურველია ნებისმიერი სახის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.
მერწყული
ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვდებით. გარშემო მყოფები სიამოვნებით მოისმენენ თქვენს მოსაზრებებს და უამრავ ქათინაურს გეტყვიან. მშვენივრად ახერხებთ აზრის გამოხატვას ადამიანების შეურაცხყოფის გარეშე, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. შესანიშნავი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობისთვის. შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება, ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თევზები
ამ დღეს ყველას თქვენი რჩევა და დახმარება სჭირდება და არ იცით, რამდენ ნაწილად გაიყოთ. ყველაზე რთული, თითქმის ჩიხური ვითარებიდანაც კი ახერხებთ, გამოსავალი იპოვოთ, რაც გარშემომყოფთა გაოცებას იწვევს. მახვილი გონებით და კამათის ხელოვნებით საზოგადოებაში მოწონებას დაიმსახურებთ. საქმის მიმართ გამოჩენილი ინტერესი კი კონკრეტულ საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან