დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:00 ოთხ. 24 თებერვალი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს უამრავი პრობლემა მოაქვს. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ტრამვები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. შეგიძლიათ მეგობრების და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან წარმატებული შენაძენი. შეგიძლიათ, ერთგული მეგობრების და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. ქალებს ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება ელით. მამაკაცები ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს უნდა მოერიდოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით - მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ან წარუმატებელი შენაძენი. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემა. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

კირჩხიბი

შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ ყველა საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. შეგიძლიათ ძველი მეგობრების და ერთგული პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი რომანტიკული თავგადასავალი.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ახალი ნაცნობობა და სასიყვარულო თავგადასავალი გელით. პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერ დავალებას სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ბრწყინვალე ორგანიზატორული მონაცემები თანამოაზრეების შემოკრებაში დაგეხმარებათ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ტრამვა ან პრობლემები გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი. საქმეში შეგიძლიათ ერთგული მეგობრების ან პარტნიორების რჩევებს დაეყრდნოთ.

სასწორი

კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენს საქმეებსა და გეგმებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადრება მართებთ - გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა წვრილმანი კარგად უნდა გათვალოთ.

მორიელი

ამ დღეს ბევრი მორიელი კაცის მოქმედება არაპროგნოზირებადი იქნება, რადგან კომპრომისის მიღება უჭირთ. ადამიანებს საკუთარი სურვილის მიხედვით მართავთ, ამიტომ მათი თავმოყვარეობის და ღირსების რეალურად შეფასება გიჭირთ. ამის გამო ოჯახშიც კი მოსალოდნელია კონფლიქტი. დღის მეორე ნახევარი მთლიანად საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, ამიტომ ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ხმაურიან წვეულებებს. კარგი იქნება, თუ საღამოს სუფთა ჰაერზე, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ, სიმშვიდე და დასვენება ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს ურთიერთობებში სირთულეები და საყოფაცხოვრებო პრობლემები ახლავს. გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ახლობელი ადამიანის დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით. თავი შეიკავეთ კომერციულ საქმეებში აქტიურობისგან.

მერწყული

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ, საკუთარ მოქმედებს გადახედოთ და პრიორიტეტები შეცვალოთ. გამორიცხული არ არის რომელიღაც პარტნიორთან კონფლიქტი. ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს დადებული გარიგებები შემოსავლიანი იქნება.

თევზები

მოსალოდნელია ცნობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. გამორიცხული არ არის მძიმე არჩევანის გაკეთება მიგიწიოთ, რომელიც, სავარაუდოდ, არასწორი იქნება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ, დამშვიდდეთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. შეცდომებს მხოლოდ ამ შემთხვევაში აიცილებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ლი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge