26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00 ოთხ. 25 დეკემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თავში უამრავი ფიქრი გიტრიალებთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. მოვლენების დრამატიზება საჭირო არ არის. დღის ბოლომდე ყველაფერი შეიცვლება. შუადღის შემდეგ თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და შეიძლება ისეთი საქმეც კი გამოგივიდეთ, რომელსაც დიდი ხანია, უშედეგოდ ცდილობთ. საღამო ხელსაყრელი დროა მეგობრული შეკრებისა და გართობისთვის.
კურო
ამ დღეებში თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ეცადეთ, მიმდინარე საქმეები ახალ წლამდე დაასრულოთ. ეს შეიძლება, ცოტა მოსაწყენი იყოს, სამაგიეროდ, უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაცული იქნებით. მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის.
ტყუპები
დაბნეული ხართ და ვერ ხვდებით, რა გააკეთოთ და რომელი მიმართულებით იმოძრაოთ, მაგრამ უმჯობესია თამამ იდეებზე უარი თქვათ. აკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. კრიტიკას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვიღაც ცდილობს, რომ ამ გზით წონასწორობა დაგირღვიოთ და განწყობა გაგიფუჭოთ და ნუ დაუშვებთ, რომ მიზანს მიაღწიოს.
კირჩხიბი
აკეთეთ ის, რასაც სიხარული მოაქვს. თქვენი გულწრფელობა, კეთილგანწყობა და თანაგრძნობის უნარი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. გამორიცხული არ არის კოლეგასთან ფლირტი, თუმცა მისი გაგრძელება მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა სახლის საახალწლოდ მოსართავად.
ლომი
შეიძლება, ოჯახის ზოგმა წევრმა თქვენი გეგმები დროისა და ფულის ტყუილ ფლანგვად მიიჩნიოს. კრიტიკა არ გადარდებთ, რადგან თავდაჯერებული ხართ. ბოლოს და ბოლოს, იპოვით სიტყვებს, რომ ყველას აუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე თქვენთვის. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. მოემზადეთ დაპირისპირებისთვის. გახსოვდეთ, რომ ერთმანეთისთვის გამუდმებით რაღაცის დამალვა და თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი ნდობას ნელ-ნელა საძირკველს უთხრის.
ქალწული
გირჩევთ, ყველა შეთავაზება ყურადღებით შეისწავლოთ და განსაკუთრებული ყურადღება წვრილმანებს მიაქციოთ. მარტოხელა ქალწულებს ვნებიანი და დაუვიწყარი შეხვედრა ელით. შესანიშნავი დღეა როგორც მიმდინარე ურთიერთობების გასაძლიერებლად, ასევე ახალი ურთიერთობის დასაწყებად. საახალწლო საჩუქრების შესარჩევად მშვენიერი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ საღამოს მაღაზიებში გაისეირნოთ.
სასწორი
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. ნელა, თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით იმუშავეთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.
მორიელი
ეს დღე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ცხოვრების ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროფესიული საქმიანობა, ფინანსები, პირადი ცხოვრება და ჯანმრთელობა. მოემზადეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წარმატება რთული მისაღწევია, იღბალი თქვენს მხარესაა. ეცადეთ, უფრო კომუნიკაბელური იყოთ – ეს საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს რისკმა შეიძლება გაამართლოს, რადგან იღბალი თქვენს მხარეზეა. თავდაჯერებული და ენერგიული ხართ და ცდილობთ, ახალ წლამდე ყველა დაწყებული საქმის დასრულება მოასწროთ. ურთიერთობა, რომელიც გზღუდავთ ძნელი ასატანია, თუმცა პარტნიორის ნდობას და პატიოსნებას მაინც დააფასებთ. გირჩევთ, ამ დღეს მიღებულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით შეხედოთ და რამდენჯერმე გადაამოწმოთ.
თხის რქა
გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. საკუთარი შრომით ისეთ სიამოვნებას იღებთ, რომ წვრილმანი პრობლემები არ გაშინებთ. კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას უხეშობას ერიდეთ. ყოველი სიტყვა კარგად აწონეთ, რომ საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.
მერწყული
ერთი შეხედვით, ყველასთან მეგობრული და დამთმობი ხართ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკუთარ პოზიციას მტკიცედ დაიცავთ და უსამართლობას და ღალატს არავის აპატიებთ. გამორიცხული არ არის, რომ ადამიანთან, რომელსაც მეგობრად თვლიდით, სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ. ნუ ინერვიულებთ, თუ გარშემო მყოფთა იმედები ვერ გაამართლეთ, რადგან ყველაფერს სწორად აკეთებთ. მთავარია, საკუთარ გზას გაჰყვეთ და სხვის ცხოვრებაში არ ჩაერიოთ.
თევზები
როგორც წყლის ნიშანი, სხვების ემოციები შესანიშნავად გესმით და შეგიძლიათ, ეს ფაქტორი ურთიერთობების დასამყარებლად გამოიყენოთ. პროფესიულ საქმიანობასა და ფინანსურ სფეროში წარმატება გელით, თუმცა დამატებითი ხარჯებიც მოსალოდნელია. ხელსაყრელი დღეა სწავლისა და თვითგანვითარებისთვის. თუ თქვენთვის მტკივნეულ პრობლემებზე ვინმესთან ლაპარაკი გსურთ, ეცადეთ, ისეთი თანამოსაუბრე მოძებნოთ, რომელიც თქვენს საიდუმლოს არ გაამხელს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან