დღის ჰოროსკოპი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 შაბ. 29 ნოემბერი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ყურადღება არ უნდა მოადუნოთ, რადგან მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხარვეზები. დაფიქრდით, იქნებ საყვარელი ადამიანების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ? ვარსკვლავები გთავაზობენ, რომ უფრო მიმტევებელი გახდეთ, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ.

შესაძლოა, უახლოეს მომავალში გეგმების განხორციელება შეძლოთ, მაგრამ საქმიან პარტნიორებთან ან უფროსთან შეიძლება პრობლემები შეგექმნათ.

თუ ამ დღეს დაუგეგმავი შემოსავალი მიიღეთ, შეეცადეთ, მისი ნაწილი მაინც გადაინახოთ. ამ დღეს ძალიან ახალი და ჯანსაღი საკვები უნდა მიირთვათ, რადგან არსებობს ინტოქსიკაციის რისკი. ხელსაყრელი დღეა სტუმრობისა და სიახლეების გაცვლისთვის.

კურო

თქვენ და თქვენს რჩეულს საერთო ინტერესები აღარ დაგრჩათ. დაფიქრდით, ნამდვილად შესაფერისია თუ არა ეს ადამიანი თქვენთვის. მოერიდეთ ახალ ნაცნობთან ოჯახური ამბებისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბარს, თორემ მოგვიანებით ძალიან ინანებთ.

შესაძლოა, კოლეგების ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ თქვენი ლიდერული უნარები გამოავლინოთ და დაწინაურდეთ!

დღეს მაღალია ტრავმის მიღების რისკი, რომლის მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ, უმჯობესია სპორტი და დაძაბული ფიზიკური შრომა სამომავლოდ გადადოთ.

ტყუპები

თუ მარტოხელა ხართ და პარტნიორის პოვნა გსურთ, იმიჯი შეიცვალეთ და ყურადღების მიპყრობა ნუ მოგერიდებათ. სასურველია, ადამიანებზე საკუთარ შეხედულებებს და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს კარგად გადახედოთ. სასურველია, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

უნდა მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას - მან შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგცეთ.

ნუ მისცემთ პრობლემებს საშუალებას, რომ თქვენი მიზნებიდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადაგატანინოთ. ბოლო შემოსავლებისა და ხარჯების დაანგარიშებით შეიძლება სახსრების უფრო გონივრულად მართვა ისწავლოთ.

მოერიდეთ ღამით ჭამას, რათა გულძმარვა და უძილობა თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

იმის გამო, რომ ერთად ცოტა დროს ატარებთ, ამ დღეს შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწიოთ. ოჯახური სიმშვიდის მიზნით, დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი აზრი ოჯახის წევრებს თავზე მოახვიოთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ერთადერთი და შეუცვლელია.

გამოიყენეთ ეს დღე სწავლისა და სამუშაო უნარების გასაუმჯობესებლად. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, უსარგებლო ხარჯებს თავი აარიდოთ.

დროა მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ჯანსაღად ცხოვრება დაიწყოთ. მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს და რამდენიმე დღე ალკოჰოლურ სასმელს არ მიეკაროთ.

ლომი

შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც პირველივე შეხვედრისას მოგხიბლავთ. როგორ განვითარდება მოვლენები მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

თქვენი თავდაჯერება თანამოაზრეებს მიიზიდავს და გაგიხსნით კარს, რომელიც ადრე დახურული ჩანდა. ამ დღეს სოციალურ მედიასა და ფორუმებს უნდა მოერიდოთ. სამაგიეროდ, ტელეფონი წუთითაც არ მოიცილოთ, რადგან შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზარი მიიღოთ.

ამ დღეს თავში საინტერესო იდეები მოგივათ, თუმცა, თქვენი ინიციატივა ფინანსურ კეთილდღეობაზე გავლენას არ მოახდენს.

ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ! ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ სხეულის კარგ ფორმაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, არამედ დაგროვილ დაძაბულობასაც მოხსნის.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, ხშირად გაიღიმოთ, გაერთოთ და ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოთ, მაშინ სხვებიც იმავეთი გიპასუხებენ! ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახის მოვალეობებს შორის ჯანსაღი ბალანსი შეინარჩუნოთ. სამსახურში შესრულებული სამუშაოს ხარისხი თქვენს პროფესიულ პოზიციებს გაამყარებს, ხელმძღვანელობა კი თქვენს შრომისმოყვარეობას ღირსეულად დააფასებს.

მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს - შესაძლოა, მალე ფული დაგჭირდეთ.

აკონტროლეთ თქვენი წონა და რეგულარულად შეამოწმეთ სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონე, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ.

სასწორი

დღის დასაწყისი არაერთგვაროვან ემოციებს მოგიტანთ, თუმცა საღამომდე სახლშიც და სულშიც სიმშვიდე დაისადგურებს. თუ შესაძლებელია, მომავალი შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. თუ თქვენს ურთიერთობაში სიცივე შემოიპარა, ეს საშუალებას მოგცემთ ვითარება გამოასწოროთ. დაივიწყეთ ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფა - პრობლემის მოგვარება მხოლოდ გულწრფელი საუბრით არის შესაძლებელი.

ნუ დაავალებთ მნიშვნელოვან საქმეებს ადამიანს, რომელსაც არ ენდობით! ვარსკვლავები თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციონ. დროისა და ენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდით, მაგრამ თავი არ გადატვირთოთ. ეს იმაზე მეტ პრობლემებს შეგიქმნით, ვიდრე გგონიათ.

მორიელი

დღეს ისეთი რამის გაკეთებას შეძლებთ, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გსურთ. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დრამატულ ცვლილებებს განიცდის. თვითგვემისკენ მიდრეკილებამ შეიძლება გარშემო მყოფებთან გაუცხოება გამოიწვიოს, რაც პრობლემებს მოგიტანთ.

ამ დღეს სწრაფი რეაქციის გამოვლენა მოგიწევთ. თუ ვალები გაქვთ, დღეს მშვენიერი დღეა მათ დასაფარად. არ დაგავიწყდეთ საკუთარი საკრედიტო ისტორიის შემოწმება და შეცდომების გამოსწორება.

თუ ქარვის სამკაული გაქვთ, გაიკეთეთ - ეს სიცოცხლისუნარიანობას და ენერგიას შეგმატებთ.

მშვილდოსანი

რომანტიკული თავგადასავლებისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა, როდესაც გრძნობების მორევში გადაეშვებით, არც საკუთარი პასუხისმგებლობები დაივიწყოთ. შურიანი ადამიანის სიჯიუტემ ან ცილისწამებამ შეიძლება თქვენს სახლში სტაბილურობა დაარღვიოს.

მოულოდნელი ამბები ან საოჯახო საქმეები, რომლებიც თავზე თოვლის ზვავივით დაგატყდებათ, თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მოემზადეთ სამსახურში სირთულეებისთვის - ბოლო დროს, მუდმივი ინტრიგები, ბრალდებები, სკანდალები, ჩხუბი და პირადი შეურაცხყოფა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

მოერიდეთ ფულის უსარგებლო ნივთებში ხარჯვას. გახსოვდეთ, რომ ჭკვიანური დანაზოგი თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სტომატოლოგთან ვიზიტი დაგჭირდებათ.

თხის რქა

გირჩევთ, თქვენი ენერგია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისკენ მიმართოთ და ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. ნუ დაიჯერებთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ და საკუთარი ყურით არ გაგიგიათ - შესაძლოა, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და ამის საშუალება არ უნდა მისცეთ.

დღეს თქვენი ენერგია დაუცველია და არაკეთილმოსურნეებმა შეიძლება ამით ისარგებლონ. ამ დღეებში მომჭირნეობა და ეკონომიურობა თქვენი მთავარი ამოცანაა.

შუადღეს ალბათ ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, მაგრამ ეს დღეს დაგეგმილი აქტივობების შესრულებაში ხელს არ შეგიშლით.

მერწყული

ბედმა შესანიშნავი შანსი მოგცათ, რომ საყვარელ ადამიანთან ყველა გაუგებრობა საბოლოოდ მოაგვაროთ და მშვიდობა დაამყაროთ. ეს მშვენიერი მიზეზია, რომ სასიხარულო მოვლენის აღსანიშნავად პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, ექსპერიმენტებს თავი აარიდოთ და მხოლოდ დადასტურებული მეთოდები გამოიყენოთ. წინ აქტიური და დატვირთული დღე გელით - მოლაპარაკებები, შეხვედრები, სატელეფონო ზარები სულის მოთქმის დროს არ დაგიტოვებთ. დაწყებული საქმეების დასრულებისთვის დროის უმეტესი ნაწილი სამსახურში უნდა გაატაროთ. საკუთარი ნიჭი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. უფრო მეტი, ფინანსური კეთილდღეობის პლანეტა მერკური ახლა თქვენს მხარესაა.

თუკი ბოლო რამდენიმე დღეა ბევრს მუშაობთ და თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ, დასვენებისთვის დრო უნდა გამონახოთ.

თევზები

თქვენი შემოქმედებითი იდეები გარშემომყოფებს მუდმივად აოცებს და მათ ყურადღებას იპყრობს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცოტა ხნით სამსახური დაივიწყოთ და მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანისკენ გადაიტანოთ. შესაძლოა, მალე ახალი პროექტისთვის საჭირო დაფინანსება მიიღოთ.

ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეიძლება ალერგიული რეაქციები განუვითარდეთ, რაც უცნობი საკვებით ან ახალი მედიკამენტით არის გამოწვეული.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge