დღის ჰოროსკოპი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

47 წუთის წინ

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, სამყაროს უფრო პოზიტიურად შეხედოთ და გაიხსენოთ ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ. დროა, დაოჯახებულმა ვერძებმა რომანტიკა დააბრუნონ ურთიერთობაში. დაგეგმეთ ვახშამი სანთლების შუქზე, წადით თეატრში ან უბრალოდ ქალაქში ერთად გაისეირნეთ.

გამორიცხული არ არის პრობლემები უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში, ამიტომ ემოციები აკონტროლეთ და ყურადღება თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებზე გაამახვილეთ. გადახედეთ თქვენს ფინანსებს და შვებულება დაგეგმეთ.

ეცადეთ, გაისეირნოთ ბუნებაში, თუნდაც იდეალური ამინდი არ იყოს. მოერიდეთ წითელ ხორცს და მძიმე საკვებს და უპირატესობა ბოსტნეულსა და ხილს მიანიჭეთ.

კურო

გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევა და ცოტა ხნით განმარტოვდით, რათა პარტნიორის ქცევაზე და საკუთარ შეცდომებზე იფიქროთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, მხარი დაუჭიროთ მათ და თქვენი სიყვარული და ზრუნვა გამოხატოთ.

სავარაუდოდ, ამ დღეს ბევრ საქებარ სიტყვას და ქათინაურს მოისმენთ, რაც ძალიან გაგახარებთ. არსებობს შანსი, რომ საზოგადოებაში თავი გამოიჩინოთ ან თქვენს პროგრამებში ახალი მხარდამჭერები მიიზიდოთ. ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით თუ ეს ფულის ხარჯვას უკავშირდება.

ძალისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ.

ტყუპები

იუმორის გრძნობა და პოზიტიური აზროვნება რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან უთანხმოება, უნდობლობა ან შურიანი ადამიანის ცილისწამება თქვენს ოჯახში ჰარმონიას დაარღვევს. ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაო საკითხებზე გაამახვილოთ.

მატერიალურ სფეროში დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ზედმეტ რისკებს მოერიდოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება თაღლითების სამიზნედ იქცეთ. ეცადეთ, ყურადღება მიმდინარე ამოცანებზე გაამახვილოთ. ეს სწორი ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება იგრძნოთ, რომ მეგობრული ურთიერთობა შეიძლება მალე სიყვარულში გადაიზარდოს. ვენერასა და იუპიტერის ტრინი სასიყვარულო რომანის დასაწყებად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

უმჯობესია, სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავოთ. ამის ნაცვლად, ყურადღება საოჯახო საქმეებზე გაამახვილეთ. მოსაწყენი რუტინა აშკარად არ მოგწონთ, ამიტომ თუ თქვენი სამსახური ერთფეროვანი და უინტერესოა, ახალი სამსახურის პოვნაზე უნდა იფიქროთ.

შეიძლება დღის მეორე ნახევარში გულის არეში ტკივილი იგრძნოთ, რაც იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ.

ლომი

სიფრთხილე გამოიჩინეთ შურიან ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებსაც თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის დაშორება სურთ. ტყუილი, ინტრიგები და ცილისწამება თქვენი ურთიერთობისთვის მთავარი საფრთხეა.

თქვენს ჩვეულ, ყოველდღიურ რუტინას მოულოდნელი მოვლენა დაარღვევს. შესაძლოა, მთავრობის წარმომადგენლებთან სამუშაო საკითხებზე ურთიერთობა მოგიწიოთ, რაც გარკვეულ ნერვიულობას გამოიწვევს.

მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს და ფინანსურ ინვესტიციებს. შესაძლოა, რისკები გაუმართლებელი აღმოჩნდეს და შეცდომების გამო ძალიან ინანოთ.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ხანდაზმულებს შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები დაეწყოთ.

ქალწული

რეალობის გრძნობას ნუ დაკარგავთ და ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. თუ ადამიანს მეორე ნახევარი უწოდეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ინდივიდუალურობა დაივიწყოთ. ის ვალდებული არ არის, რომ ყველაფერში გეთანხმებოდეთ და საკუთარი აზრი არ გააჩნდეს.

ამ დღეს ინვესტორების ან ბიზნესპარტნიორების წინაშე საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწევთ, თუმცა ასტროლოგები წარმატებას გპირდებიან.

დალიეთ ახლად გამოწურული წვენები, მიიღეთ ვიტამინები, გაისეირნეთ პარკებში და მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას ნუ დაივიწყებთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ურთიერთობაში შესაძლოა ხანგრძლივი კრიზისი დაიწყოს. გირჩევთ, საკუთარი პრობლემები ოჯახის წევრებს გაუზიარებთ, აქტუალურ საკითხებზე იმსჯელოთ და ერთობლივი გეგმები დასახოთ.

კოლეგებთან ურთიერთობა თქვენი წარმატების გასაღები იქნება. იყავით მეგობრული და გახსნილი - ეს გუნდში პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას ხელს შეუწყობს.

ეს პერიოდი დიდი ხნის წინ დაგეგმილი შესყიდვებისთვის ხელსაყრელია. შეგიძლიათ როგორც ძვირად ღირებული ნივთები, ასევე იაფფასიანი წვრილმანები შეიძინოთ.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სრული იდილიაა. სასურველია, რომ ამ დღეს თეატრში წასვლა დაგეგმოთ ან საღამოს პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო საქმეები დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ისინი კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ.

სანამ ვინმეს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით, სამართლიანია თუ არა თქვენი პრეტენზიები. შეზღუდეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც პატივს არ გცემენ და თქვენს დროს არ აფასებენ. თუ მათთან ძალიან ხშირად ურთიერთობთ, თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა გაუარესდება.

ამ საღამოს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ეს დღე შესაფერისია რომანტიკული პაემნებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. სამსახურში ყურადღება ხშირად გეფანტებათ, რაც სამუშაო პროცესსა და მის შედეგებზე უარყოფითად მოქმედებს. თუ არ იზარმაცებთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოვლენას და გარშემო მყოფების გაოცებას შეძლებთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის საფუძვლიანი დასუფთავება ჩაატაროთ და ზედმეტი ნივთები მოიშოროთ - ეს თქვენი ფულადი ნაკადის გააქტიურებაში დაგეხმარებათ.

სასურველია, ყოველდღიურ მენიუში ახალი ბოსტნეული და მწვანილები შეიტანოთ და ცომეულს მოერიდოთ, რადგან დამატებითი კალორიები თქვენს ფიგურას დააზიანებს.

ეცადეთ, საღამოს სახლთან ახლოს, ბუნებაში გაისეირნოთ და მზის ჩასვლით დატკბეთ.

თხის რქა

ამ დღეს ოჯახური პრობლემები ისევ თავს იჩენს და მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს. შესაფერისი დღეა გარემოს შესაცვლელად - კარგი დასვენება უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ.

სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, საქმიანი მოლაპარაკებები და ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა სჯობს რამდენიმე დღით გადადოთ. შესაძლოა, ახალი, მოულოდნელი გარემოებები წარმოიშვას. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფინანსურ საქმეებში მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ობიექტურობა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ახალი იდეებითა და შთაბეჭდილებებით მდიდარი, წარმატებული დღეა. თუ ამჟამად მარტო ხართ, შესაძლებელია მალე თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ. თუ ოჯახი ახლახან შექმენით, უახლოეს დღეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და მეუღლესთან ურთიერთობაში ყოველი სიტყვა აწონ-დაწონოთ.

ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას შეძლებთ. ეცადეთ, ეს უნარი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფინანსური წარმატება ელის!

ფრთხილად იყავით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებთან – შესაძლოა არასასიამოვნო კონფლიქტში აღმოჩნდეთ, რომელიც ნამდვილად არ გჭირდებათ.

საღამოს ცხელი აბაზანა ან საუნა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

თევზები

უალოეს დღეებში ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. საკუთარ თავში ახალ ღირსებებს აღმოაჩენთ და შეეცდებით, დიდი ხნის წინანდელი ოცნება აისრულოთ. ოჯახში წარმოშობილი უთანხმოებები მშვიდად მოაგვარეთ - ყვირილი და დაპირისპირება უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე დაგეხმარებათ.

ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად არახელსაყრელი დროა. გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ.

დაღლილობა და უძილობა საქმეში ცუდი დამხმარეა, ამიტომ ეცადეთ კარგად გამოიძინოთ და ძალები აღიდგინოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge