დღის ჰოროსკოპი

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პირად ურთიერთობებში დადებითი ცვლილებები გელით, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საიდუმლო თქვენთვის შეინახოთ. სამწუხაროდ, თქვენი გარემოცვა არაკეთილმოსურნე და შურიანი ადამიანებით სავსეა, ამიტომ შესაძლოა, პირადი საზღვრებისა და მკაფიო წესების დაწესება დაგჭირდეთ.

სამსახურში შესაძლოა, უცნაურ ადამიანებს შეხვდეთ. მათთან საერთო ენის პოვნა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დიდი დრო დაგჭირდებათ. ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში დასაქმებული ვერძებისთვის ხელსაყრელი დღეა - საქმიანი კავშირები და დასრულებული ოპერაციები მოგებიანი იქნება.

დილით მოსალოდნელია თავის ტკივილი. დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ ფიზიკური აქტივობა შუადღემდე შეზღუდოთ.

კურო

ამ დღეს ნერვიულობა პიკს მიაღწევს და თავს ძალიან გაღიზიანებულად იგრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები აკონტროლოთ, რათა საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

ამ დღის საფრთხე ძირითადად, სოციალურ ფაქტორებს უკავშირდება. მოერიდეთ გარშემომყოფთა განხილვას ან კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირება გარდაუვალია. გირჩევთ, მთელი ყურადღება სამსახურზე გადაიტანოთ - ახალი და მოულოდნელი შესაძლებლობები გელით. ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება ნუ შეგეშინდებათ - ყველაფერს მოასწრებთ.

ამ დღეს სურვილების ასრულებას ჯადოსნური ჯოხის გარეშეც შეძლებთ, მთავარია, საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ. ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში მსუბუქი ვარჯიში დაგეხმარებათ.

ტყუპები

მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან ხანმოკლე მოგზაურობა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანს ხელი მაგრად ჩასჭიდოთ და დაუფიქრებელი საქციელით გული არ ატკინოთ. ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ, თორემ საყვედურებს თავიდან ვერ აიცილებთ.

გირჩევთ მკაფიო მიზნები დაისახოთ და ყველა საქმის ერთდროულად დასრულება არ სცადოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს — მცირე ხნით ფინანსური შემოსავლების შეფერხება გელით, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.

გახსოვდეთ - არასდროს არის გვიან, რომ უფრო აქტიური ცხოვრების წესი დაიწყოთ!

კირჩხიბი

შესაძლოა, ადამიანმა, რომელიც ახლახან გაიცანით, თქვენ მიმართ ინტერესი გამოიჩინოს, მაგრამ ილუზიებს ნუ მიეცემით - სავარაუდოდ, მას ანგარება ამოძრავებს და თქვენგან რაღაცას ელის.

დაგროვილი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, თუმცა, ყოველთვის შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.

ბოლო დროს ბევრს მუშაობთ, მაგრამ მალე შეძლებთ, თქვენი შრომის ნაყოფით დატკბეთ! მერკური (ფინანსებისა და წარმატების პლანეტა), სულ მცირე, 10 დღის განმავლობაში არ გააქტიურდება, ამიტომ ეცადეთ, ფულის დაუფიქრებელ ხარჯვას თავი აარიდოთ.

ამინდის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარეებს შეიძლება სისუსტე, მსუბუქი თავბრუსხვევა და სახსრების ტკივილი განუვითარდეთ. ფიზიკური აქტივობა შეამცირეთ და ეცადეთ ნერვიულობას მოერიდოთ.

ლომი

თქვენს პარტნიორს გაუჭირდება იმ თვისებებთან შეგუება, რომლებსაც დღეს, სრულიად მოულოდნელად გამოავლენთ.

საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების პროექტს სამომავლოდ ნუ გადადებთ - ის უდიდეს სარგებელსა და მოგებას მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება წარსული შეცდომების გამოსწორებაზეც გაამახვილოთ.

ძალიან მალე მოგებიან ბიზნესშეთავაზებას მიიღებთ, რომელიც თქვენს კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

ქალწული

თქვენი ურთიერთობები თანდათან ცივდება? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ერთად მეტი დრო გაატაროთ, რათა გაუცხოება თავიდან აიცილოთ.

სწორედ ახლაა შესაფერისი დრო, რომ ის შეიძინოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ - შოპინგი წარმატებული იქნება და მთელ ოჯახს კმაყოფილებას მოუტანს.

სამსახურში რთული დღე გელოდებათ, მაგრამ უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებას შეძლებთ. დღევანდელი მოვლენები პირდაპირ ასახავს თქვენს შინაგან სამყაროს. ყურადღება მიაქციეთ ხალხურ ნიშნებს - ისინი შეიძლება დღეს ახდეს.

ეცადეთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ დაავადების სიმპტომებს გრძნობთ, გირჩევთ, ექიმს მიმართოთ და ყველა საჭირო პროცედურა ჩაიტაროთ.

სასწორი

ვიღაც ეცდება, გაცდუნოთ, მაგრამ სანამ გრძნობების მორევში გადაეშვებით, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები წინასწარ გათვალოთ. გაფრთხილება განსაკუთრებით დაოჯახებულ სასწორებს ეხებათ, რომლებსაც აკრძალულმა სიყვარულმა შეიძლება ბევრი პრობლემა მოუტანოს.

ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებში ქარიზმა და გამჭრიახობა იზრდება. ამასთან, ვარსკვლავები თქვენი ოცნებების ასრულებას მხარს უჭერენ. იღბალი პრაქტიკულად კართან გელოდებათ! თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ისეთ შემოსავალს მიიღებთ, როგორიც აქამდე მიუწვდომელი იყო.

დამღლელი დღის ბოლოს დასვენება არ დაგავიწყდეთ. თუ მოახერხეთ, პატარა ოჯახური ზეიმი მოაწყვეთ და გრძნობების გამოხატვა ნუ მოგერიდებათ.

მორიელი

დაქორწინებულ მორიელებს ოჯახში თანხმობა და სიყვარული აქვთ, მარტოხელებს კი ვარსკვლავები ბედნიერების პოვნის შანსს მისცემენ.

გულწრფელი საუბარი, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავთ, ჯობია დღეს გამართოთ. შეიძლება შემთხვევით გაიგოთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა თქვენი მუშაობით კმაყოფილია და კარიერული წინსვლა ან ხელფასის მომატება გელით.

შეზღუდეთ კონტაქტები - ეს დღე სხვა ადამიანების ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად არ გამოდგება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი. ეცადეთ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. თუ დიდი ხანია დიეტის დაწყებას აპირებთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დროა ახალი ადამიანების გასაცნობად. შესანიშნავად გამოიყურებით და ირგვლივ მყოფთა ყურადღებას იპყრობთ - შეეცადეთ ამით ისარგებლოთ!

ეს დღე ხელსაყრელია მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა, რამდენიმე ახალი კავშირი დაამყაროთ, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ. თქვენი ფინანსური კეთილდღეობა გაიზრდება, მაგრამ მასთან ერთად მოიმატებს ხარჯებიც.

ამ დღეს მეტი უნდა მოუსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. ინფორმაცია, რომელსაც ახლა გაიგებთ, შეიძლება მომავალ საქმიანობაში ძალიან დაგეხმაროთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ. სპორტული პროცედურები განწყობას აგიმაღლებთ და კეთილდღეობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

იმ ადამიანის ყურადღების მიპყრობა, რომელიც გიზიდავთ, ყოველთვის ადვილი არ არის. დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ თუ არა ბედის ამ ადამიანთან დაკავშირება. უფროსი ნათესავების ან მშობლებისგან შესაძლოა, ღირებული რჩევა მიიღოთ.

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული დისციპლინა უნდა გამოიჩინოთ და ყოველ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. ფინანსური არასტაბილურობის პერიოდი ახლოვდება, ამიტომ დიდ ხარჯებს ნუ გასწევთ.

გირჩევთ, ამ დღეს ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ. უარი თქვით სპორტულ ვარჯიშებზე და სამომავლოდ გადადეთ საქმეები, რომლებიც აქტიურობას მოითხოვს.

მერწყული

სასურველია, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისგან ცოტა ხნით შეისვენოთ. ეს გრძნობების დალაგებაში და სწორი დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ. თუ პრობლემებს თავს ვერ ართმევთ, რჩევა უფრო ნათესავებს უნდა სთხოვოთ. თვითკრიტიკულობასა და მარცხის აღიარებაში ცუდი არაფერია. ასეთ დროს შეიძლება დაინახოთ, თქვენი ნამდვილი მეგობრები ვინ არიან.

ქალებმა დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ — მოტყუების რისკი ძალიან მაღალია. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ნუ დაუჯერებთ დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არაჯანსაღ და ცხიმიან საკვებს ერიდოთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

თევზები

ამ დღეს ქალებს ახალი გატაცება გელით, თუმცა თქვენთვის დამახასიათებელი თავშეკავება თაყვანისმცემლის ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვაში ხელს შეგიშლით.

შეადგინეთ დღის გეგმა და ყურადღება მნიშვნელოვან ამოცანებზე გაამახვილეთ. იჩქარეთ და მოაწესრიგეთ საქმიანი ქაღალდები. გარშემო მყოფები ყველაფერს აკეთებენ, რათა მუშაობაში ხელი შეგიშალონ, მაგრამ დაწყებული საქმის დასრულებას მაინც შეძლებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge