დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:58 პარ. 21 ნოემბერი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ თქვენი გული თავისუფალია, შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, თუმცა გირჩევთ სიყვარულის მორევში თავით არ გადაეშვათ და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ.

ბოლო დროს პრეტენზიებს ხშირად გიყენებენ? სანამ გარშემომყოფებზე გაბრაზდებით, დაფიქრდით, იქნებ ისინი მართლები არიან?

თუ დიდი ხანია უფროსთან საუბარს გეგმავთ, ნუ გადადებთ - ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ თქვათ ის, რაც დიდი ხანია გულში გედოთ და არავის უყვებოდით.

თუ სესხის აღებას აპირებთ, კარგად გაეცანით პირობებს, რომლითაც სესხს გაძლევენ. მერკურის გავლენას სატურნი ახშობს, ამიტომ არ გამოირიცხება, რომ თქვენი მოტყუება სცადონ.

ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს, ზედმეტ ჭამას და ალკოჰოლურ სასმელებს უნდა მოერიდოთ.

კურო

მშვიდი და ზომიერი დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სიყვარულში ბედნიერია.

ბევრ კუროს დიდი ხნის განმავლობაში უწევდა ახლობლებისგან ჭკუის დარიგების მოსმენა, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ვიღაცის მოთმინების ფიალა აივსო.

ახლა შესაფერისი დროა კარიერისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ეცადეთ, მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

თუ ამ დღეს შოპინგს აპირებთ, აუცილებლად წაიყვანეთ ადამიანი, ვინც თქვენს დროულად გაჩერებას შეძლებს, თორემ შეიძლება საფულე მთლიანად გააცარიელოთ.

არსებობს შანსი, რომ ქრონიკული დაავადება გამწვავდება. მოერიდეთ სტრესულ სიტიაციებს და ფიზიკურ დატვირთვას.

ტყუპები

დაფიქრდით, რაში ჰგავხართ თქვენს რჩეულს? ერთად რისი გაკეთება გიყვართ? ერთმანეთის ნდობა შეგიძლიათ თუ არა? შერიგებისა და ახლობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი დღეა და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ.

ამ დღეს სხვის ემოციებზე განსაკუთრებით მგრძნობიარედ რეაგირებთ. უარი არ თქვათ დამატებით დავალებაზე ან ბანკეტზე — სწორედ იქ შეძლებთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და სიამოვნება მიიღოთ. ღრუბლებიდან დაეშვით — თუ მოქმედებას არ დაიწყებთ თქვენი ოცნებები უნაყოფო ფანტაზიად დარჩება. ბედის საჩუქრებს ნუ დაელოდებით, მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მელანქოლიის შეტევებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ — სევდიანმა განწყობამ დაგეგმილ საქმეებსა და ახლობლებთან ურთიერთობას არ უნდა მოგწყვიტოთ.

კირჩხიბი

სულ მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. დადგა დრო წარსულს დაემშვიდობოთ და ახალი შესაძლებლობებს კარი გაუღოთ. კომფორტის ზონიდან გამოსვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ. სიახლეს ნუ შეუშინდებით და უფრო თამამად იმოქმედეთ.

შეიძლება ამ დღეს დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთები იპოვოთ.

დღევანდელ პროცესებში ორიენტირება რთული იქნება, მაგრამ ინტუიციას თუ მოუსმენთ, გამოსავალს იპოვით და დაბრკოლებებს გადალახავთ.

ახალ ნაცნობობას კარგი გაგრძელება მოჰყვება.

დღის მეორე ნახევარში მაღალკალორიული კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავი შეიკავეთ.

ლომი

შესაძლოა, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ძველებურად ვნებიანი და მგზნებარე არაა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე, მუდმივობა და სტაბილურობა გჭირდებათ. მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც ბავშვობიდან იცნობთ, მაგრამ დიდი ხანია აღარ გნახავთ.

ეცადეთ, სამსახურში არ გადაიღალოთ. თუ შესაძლებელია, თავი აარიდეთ საქმეებს, რომლებიც დიდ დატვირთვას მოითხოვს. თქვენი მატერიალური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლებიც.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და დაიწყეთ რეგულარული სიარული აუზზე და სავარჯიშო დარბაზში. სასურველია ღია ცის ქვეშ გატარებული დრო შეამციროთ.

ქალწული

მარტოხელა ქალწულებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. სურვილის შემთხვევაში შეიძლება ბობოქარი რომანი დაიწყოს.

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საკითხები შეიძლება კამათის და დაპირისპირების მიზეზი გახდეს. თუ არ გსურთ ცხოვრება გაირთულოთ, არავის არაფერს დაჰპირდეთ, განსაკუთრებით გავლენიან ადამიანებს.

შესაფერისი დღეა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. მალე თქვენი მატერიალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. საკუთარ საიდუმლოს ნუ გაუმხელთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ და ზოგადად, პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდეთ.

სასწორი

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც პრიორიტეტებზე და პარტნიორის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე დაგაფიქრებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი დრო სახლსა და სამსახურს შრის თანაბრად გაანაწილოთ, თორემ მეუღლის რისხვას ვერ აიცილებთ.

საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთეთ — ის თქვენს ყურადღებას დიდი ხანია ელოდება. მოულოდნელი პრემია ან ახლობლის ფინანსური დახმარება შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ვალები და ვალდებულებები დაფაროთ.

ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში პოზიტივს შეიტანს და დადებით ენერგიით აგავსებთ.

მორიელი

ცოტა ხნით დაივიწყეთ რომანტიკა და სიყვარულის ფრონტზე გმირობები. იმედი, რომ ახალი ნაცნობი თქვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცევა, არ უნდა გქონდეთ. ეძებეთ გზები ურთიერთობების გამყარებისა და ერთიანობის შესაქმნელად.

დღის დასაწყისი ხელსაყრელია ერთობლივი მოქმედებებისა და კოლექტიური ღონისძიებებისთვის. კომერციული საქმეები ხელსაყრელ ვითარებაში განვითარდება და სასურველ შედეგს მოგიტანთ.

ბუნებაში დასვენება არა მარტო გარემოსთან დაგაახლოებთ, არამედ პოზიტიური ენერგიითაც დაგმუხტავთ!

მშვილდოსანი

შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ახლობელი ადამიანი თქვენ მიმართ გაცივდა, მაგრამ ცდებით. უბრალოდ, მას ბოლო დროს ბევრი საქმე დაუგროვდა. თუ მეორე ნახევარი გყავთ, მაგრამ ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

მშვიდი დღეა — ჰარმონიული გარემო, როგორც სამსახურში, ისე სახლში, გონებრივ მუშაობას ხელს შეუწყობს. თქვენი შრომისმოყვარეობა დღეს სათანადოდ შეფასდება.

ნუ დაუშვებთ ორგანიზმის გადატვირთვას ექსტრემალური დატვირთვებით — გულს გაუფრთხილდით.

თხის რქა

იმედი ნუ გექნებათ, რომ ახლახან დაწყებული რომანი დიდხანს გაგრძელდება. თქვენი თაყვანისმცემლის ბიოგრაფიაში არის რაღაც, რაც არ მოგეწონებათ. ამჟამად სახლში ყველაფერი მშვიდადაა, მალე კი შესაძლებელია მოულოდნელი სკანდალი.

დღის მეორე ნახევარში რომანტიკული ვახშამი და გულწრფელი საუბარი პარტნიორთან კავშირს მნიშვნელოვნად გაამყარებს.

შემოქმედებით სფეროში შესამჩნევი აღმავლობაა. იდეები, რომლებიც ადრე მიუღწევლად გეჩვენებოდათ, ახლა სრულიად რეალურ სახეს მიიღებს.

მერწყული

სანამ გრძნობების მორევში გადაეშვებით, ჯერ პარტნიორს კარგად დააკვირდით. უმჯობესია თავი დაიზღვიოთ, რომ შემდეგ გული არ გეტკინოთ.

ამ დღეს ოჯახური საქმეები დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს. ახლობლებთან ურთიერთობები გამწვავდება, რაც შეიძლება ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

ეს დღეები სამსახურში დაწინაურებაზე ფიქრისთვის არახელსაყრელია. გირჩევთ. დღის მეორე ნახევარში მთელი ყურადღება ოჯახური საკითხებისკენ გადაიტანოთ. ახლობლებზე ზრუნვა ორივე მხარეს კმაყოფილებას მიანიჭებს და ურთიერთობებს გაამყარებს.

დღის მეორე ნახევარში მსუბუქი სეირნობა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

თევზები

თუ ნაჩქარევად იმოქმედებთ, შეიძლება ბევრი პრობლემა შეიქმნათ. ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ შერჩეული ადამიანი ნამდვილად გამოგადგებათ. დაძაბულობის მოხსნაში ძველ მეგობრებთან შეხვედრა ან ბუნებაში სეირნობა დაგეხმარებათ.

სატურნი ენერგეტიკულ ნაკადებს ბლოკავს, ამიტომ ინტელექტუალური მუშაობა რთული იქნება. უჩვეულო გადაწყვეტილება სიტუაციას საგრძნობლად შეცვლის.

თავი შეიკავეთ ცხიმიანი და შებოლილი კერძებისგან. უახლოესი 24 საათი უმჯობესია ხილისა და ბოსტნეულის დიეტაზე გადახვიდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge