23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:32 შაბ. 22 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს საინტერესო ნაცნობობა და ირგვლივ მყოფი ადამიანების ყურადღება გელით. ოთხ კედელში ნუ ჩაიკეტებით და კამათსა და ჩხუბზე დროს ნუ დაკარგავთ. გარემოს შეცვლა ძალიან სასარგებლო იქნება, ამიტომ თუ მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს, უარი არ თქვათ. შინაგანმა დაძაბულობამ შეიძლება ერთ-ერთ კოლეგასთან ურთიერთობაში სირთულეები გამოიწვიოს.
ფინანსურად ყველაფერი კარგად იქნება და ახალ შემოსავალსაც მალე მიიღებთ, მაგრამ ხარჯებს მეტი ყურადღება მიაქციეთ.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. გირჩევთ ეს ძალა საჭირო ადამიანების გაცნობისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის გამოიყენოთ.
კურო
ბოლო დროს სამსახურის საქმეებით იმდენად გადაიტვირთეთ, რომ ამან პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედა. დროა ვითარება გამოასწოროთ. ამ დღეს შეგიძლიათ ახლობლების და კეთილგანწყობილი ადამიანების მხარდაჭერას დაეყრდნოთ.
სამსახურში თქვენი მიღწევები ღირსეულად დაფასდება, ხელმძღვანელობაც მზადაა უფრო პერსპექტიული პოზიცია შემოგთავაზოთ. დამატებითი მუშაობის ძებნა საჭირო არ არის — ბედი თქვენთვის დიდ სიურპრიზს ამზადებს! ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვათ - ასეთ შანსს მეორედ ვერ იპოვით.
ვარჯიში, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი ძილი სამი საყრდენია, რომელიც ჯანმრთელობას და იმუნიტეტს გაგიძლიერებთ.
ტყუპები
ამ ნიშნის ემოციურ წარმომადგენლებს ვურჩევთ, ამ დღეს ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ. სასურველია რომანტიკულ თავგადასავლებზე უარი თქვათ - შესაძლებელია, ამან დიდი ტკივილი მოგაყენოთ.
თუ ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ურთიერთობის სტილი უნდა შეცვალოთ და პრობლემებზე ერთად იმუშაოთ.
ეს დღე ახალი საქმის დაწყების ან ხელშეკრულების დადებისთვის არ გამოდგება. ემოციურად და ფიზიკურად გადაიღალეთ, ამიტომ შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოავლენთ.
კირჩხიბი
შესაძლოა საყვარელ ადამიანს ერთგულებაში ეჭვი შეგეპაროთ. სანამ სკანდალს ატეხთ, პარტნიორთან გულწრფელი საუბარი სცადეთ - შესაძლოა ცდებით. უნაკლო და შეუმცდარი არავინაა, ამიტომ ახლობელ ადამიანს პატარა შეცდომები უნდა აპატიოთ. თუ ნამდვილად გიყვართ, ურთიერთობა რატომ უნდა გააფუჭოთ?
მალე თქვენს საქმიან ცხოვრებაში ახალი პერსპექტივები გაიხსნება. დიდხანს არ იფიქროთ და შანსი გამოიყენეთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, იღბალი გვერდს აგივლით.
თუ შემოსავლისა და ხარჯების სწორად განაწილება შეძელით, ფინანსურ სირთულეებს თავიდან აიცილებთ.
ქალწული
სასიყვარულო საქმეებში იღბალს ბრმად ნუ დაეყრდნობით — ბედნიერებისთვის ბრძოლა ყოველთვის საჭიროა. დროა, ილუზიებში ცხოვრება დაასრულოთ და რეალობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, უბრალოდ, ვერ ამჩნევთ.
შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენს გარემოცვაში მლიქვნელი ადამიანები გამოჩნდნენ. გახსოვდეთ, რომ ასეთები საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან შესაძლოა საკუთარი მიზნებისთვის მანიპულირებენ.
საღამოს თუნდაც უმნიშვნელო დისკომფორტის შემთხვევაში უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
სასწორი
ამ დღეს შემთხვევითი ნაცნობობა ან სასიამოვნო შეხვედრა შეიძლება რომანტიკულ ისტორიად გადაიქცეს. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს ახლობლებისგან მიღებული ინფორმაციის გამო გეგმები შეცვალოთ. სავარაუდოდ, მათ თქვენი დახმარება დასჭირდებათ, თუმცა არა ფინანსური, არამედ სხვა სახის.
ყოფილი კოლეგისგან, რომელიც ამჟამად თქვენს სფეროში მუშაობს მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან შეხვედრებს, რათა სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ფულის დაზოგვა დაიწყოთ — მალე დიდი ფინანსური ხარჯები გელით.
მორიელი
ეცადეთ, თქვენი პირადი ცხოვრება სხვებისთვის საიდუმლოდ დარჩეს — ასე ჭორების გავრცელებას თავიდან აიცილებთ. ოჯახში გარკვეულ გამოწვევებსა და სირთულეებს შეხვდებით, მაგრამ ერთმანეთის მხარდაჭერა ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარებათ.
ყოველდღიურ საქმეებზე კონტროლი არ დაკარგოთ. მშვენიერი დროა საქმიანი უნარების გაუმჯობესებისა და შეხვედრებისთვის. სავარაუდოდ, სტატუსის გასამყარებლად ან მატერიალური დახმარების მოსაპოვებლად საკუთარი კავშირების გამოყენებას შეძლებთ.
ამ დღეს თქვენი აურა ოდნავ შესუსტებულია, ამიტომ შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ავადმყოფობა რომ არ გართულდეს და გაგრძელდეს, მაქსიმალურად იზრუნეთ საკუთარ თავზე.
მშვილდოსანი
მარტოხელების ცხოვრებაში შეიძლება საინტერესო შეხვედრების სერია დაიწყოს, რომელიც რომანტიკულ თავგადასავლად გადაიქცევა.
ეცადეთ, ახლობლების საჭიროებებს ყურადღებით დააკვირდეთ და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროთ — ასე თქვენს სახლში სიყვარული და სითბო დაისადგურებს.
სამსახურში რამდენიმე შეხვედრა და შესაძლოა მივლინებაც გელოდებათ. უახლოეს 24 საათში ალერგიული რეაქციების ალბათობაა მაღალი.
თხის რქა
პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული მოულოდნელი და ძალიან სასურველი მოვლენები. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეთ და პრობლემის მოგვარების უკეთესი გზა ვერ შეამჩნიეთ.
ამ დღეს სახლში რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებთ და ხალხში იტრიალებთ, მით უკეთესია. მოზარდ შვილებთან საერთო ენას ვერ პოულობთ? ყურადღება მიაქციეთ დეტალებს — სწორედ წვრილმანებში იმალება საჭირო ინფორმაცია და რთულ საკითხებში დახმარება.
ამ კვირაში შეიძლება პარტნიორებთან უთანხმოებების გამო ზოგი ბიზნესი დასრულდეს, რაც ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს.
ნუ გადაიღლებით — ეს ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს.
მერწყული
სასიყვარულო განცდების ძალა აღარ შეგრჩათ და ეს ცუდი არ არის. დიდი ალბათობით, ახალი რომანი ძველი, უიღბლო სცენარის გამეორება იქნება.
მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს - შეიძლება მალე მათი მხარდაჭერა დაგჭირდეთ. თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ოპონენტთან კამათი არ მოგერიდოთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიულ წინადადებას გთავაზობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.
ამ დღეს თავი შეიკავეთ ნებისმიერი ტიპის შეძენისგან, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.
მერწყულებს განსაკუთრებით დაეხმარებათ სამკაულები მთვარის ქვით — ეს მინერალი სტრესს ამცირებს და უძილობის დაძლევაში ეხმარება.
თევზები
როგორი რთულიც არ უნდა იყოს, დროა პირველი ნაბიჯი გადადგათ. აქტიური მოქმედება დაიწყეთ და არ ინანებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უფრო გახსნილი და გულწრფელი იყავით. ასაკოვანმა ნათესავმა შეიძლება ძალიან გონივრული რჩევა მოგცეთ და გაითვალისწინეთ.
ოცნება კარგია, მაგრამ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად „ღრუბლებიდან დაშვება“ ხშირად მოგიწევთ.
მომდევნო 2–3 დღის განმავლობაში ვირუსებს და ინფექციებს მოერიდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან