28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:18 ხუთ. 27 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დღეს თქვენთვის როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად რთული დღეა. მისი პრობლემები საღამომდე დაგაკავებთ. სამსახური ან პროფესიული შეხვედრები დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ეს დღე ხელსაყრელ პირობებს შექმნის ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.
ეცადეთ სწრაფად რეაგირება და სიტუაციიდან დასკვნების გამოტანა ისწავლოთ. თქვენი აურა სატურნის უარყოფითი გავლენით დასუსტებულია, ამიტომ არახელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის - უმჯობესია, მომდევნო დღეებისთვის გადადოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ.
კურო
დღეს თქვენი მფარველი სიყვარულის პლანეტა ვენერა იქნება. შესაბამისად, ეს დრო სასიყვარულო თავგადასავლებისთვის იდეალურია.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში, უფროსთან შეხვედრას რაც შეიძლება მოერიდოთ. თქვენი უფროსი თავზე დამტყდარი პრობლემებით გაღიზიანებულია, ამიტომ შესაძლებელია, ვინმეს ეძებს, ვისზეც ჯავრს იყრის.
სამომავლო გეგმების შედგენისას ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. საეჭვოა, რომ ახლა დამხმარე იპოვოთ.
სრულყოფილი ძილი ძალების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ და ხვალ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
ტყუპები
სასიყვარულო ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა - თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. როგორც ჩანს, ვარსკვლავებმა თქვენი სანუკვარი სურვილის ასრულება გადაწყვიტეს! თუ გარდერობის განახლებაზე ფიქრობდთ, დროა სრულფასოვანი შოპინგი დაგეგმოთ.
შესაძლოა, თქვენზე რომელიმე კოლეგა განაწყენდეს. შეეცადეთ პრობლემის მიზეზი იპოვოთ და კეთილგანწყობა დაიბრუნოთ. იღბალი კვლავ თქვენს მხარესაა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს შანსი, თქვენი ცხოვრება გააუმჯობესოთ!
ჯანმრთელობის მხრივ საყურადღებოა საჭმლის მომნელებელი სისტემა - ეცადეთ, სწორად იკვებოთ.
კირჩხიბი
ყველაფერი, რაზედაც ოცნებობთ, ნელ-ნელა სრულდება. თქვენს პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდეა, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ საოჯახო საქმეებში სრულად ჩაერთოთ.
ვარსკვლავები მოთმინების გამოვლენას გირჩევენ - ციური სხეულების უარყოფითი შეერთება სამუშაო სფეროში სხვადასხვა უსიამოვნებას გამოიწვევს. ამჟამად რაღაც ახალს ეძებთ: პროფესიას, საცხოვრებელ ადგილს ან ურთიერთობებს. მომდევნო 24 საათში შეგიძლიათ თქვენი ყველაზე ღრმა სურვილების განხორციელება დაიწყოთ. გარდა ამისა, საშუალება გექნებათ, რომ თქვენი ფინანსური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ.
ეცადეთ სტრესთან გამკლავების გზები იპოვოთ და საჭიროების შემთხვევაში, ექიმს მიმართოთ. თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა თქვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ლომი
დღის მეორე ნახევარში მზად იყავით, რომ თქვენ მიმართ ინტერესი იზრდება. ვენერას გაზრდილი გავლენა უბრალოდ შეუდარებელს გაგხდით! მეორე ნახევართან ურთიერთობა ჰარმონიული და სიყვარულით სავსეა. ნუ ცდილობთ გარშემო მყოფ ყველა ადამიანს ასიამოვნოთ იმიტომ, რომ დამყოლი ხასიათი გაქვთ. ნუ იმუშავებთ მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაო გქონდეთ.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაჩქარევი შესყიდვებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, თუმცა, ჰოროსკოპი მიუთითებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და დაკარგული დროის ანაზღაურებას შეძლებთ!
ნუ გადააჭარბებთ საკუთარ შესაძლებლობებს. საღამოს შეიძლება გადაღლა და სისუსტე იგრძნოთ.
ქალწული
სავარაუდოდ, ამ დღეს ჰორიზონტზე მიმზიდველი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც თქვენით დაინტერესდება. ეს ურთიერთობა შეიძლება თბილი და ხანგრძლივი იყოს.
შესაძლოა, ახლობელი ადამიანი დაგეხმაროთ საქმის დასრულებაში, რომელიც უიმედო გეგონათ. იდეალური დღეა საბუთებზე მუშაობისა და მოწესრიგებისთვის. ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ბედი ზოგიერთ თქვენგანს გაუღიმებს. იქნებით თუ არა ამ იღბლიანებს შორის, დრო გაჩვენებთ.
წინ ბევრი სამუშაო გელით წინ, მაგრამ არც დასვენების შესახებ დაივიწყოთ.
სასწორი
გამუდმებული კამათით და დაპირისპირებით პარტნიორთან თქვენს ურთიერთობას საფრთხეს უქმნით. ყოველდღიურმა შრომამ და მოწყენილობამ შეიძლება ყველაზე მომთმენი ადამიანიც კი გააღიზიანოს, ამიტომ ეცადეთ, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ და უფრო საინტერესო გახადოთ.
მოემზადეთ მოულოდნელი შეხვედრებისა ან მნიშვნელოვანი საუბრებისთვის, რომლებმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. ამ დღეს თქვენი კარიერული პერსპექტივები გაუმჯობესდება, ამიტომ პროფესიული ზრდის შესაძლებლობები არ გამოტოვოთ. სავარაუდოდ, შემოსავლის მოულოდნელ წყაროს აღმოაჩენთ, მაგრამ ძირითად სამსახურს ყურადღება არ უნდა მოაკლოთ.
ხელსაყრელი დღეა წყლის პროცედურებისთვის, აბანოს ან საუნის ჩათვლით.
მორიელი
ამ დღეს ბედი შესაძლებლობას მოგცემთ, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არსებობს შანსი, რომ ღონისძიებაზე საინტერესო ადამიანს შეხვდეთ.
საოჯახო საქმეები დაგიგროვდათ? თუ მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება ოჯახის წევრებს სთხოვეთ და მოვალეობები თანაბრად გაინაწილეთ. ადამიანი, რომელსაც მეგობრად მიიჩნევთ, კოლეგების ან უფროსების თვალში თქვენთვის სახელის გატეხას ცდილობს.
შესაძლოა, ჯანმრთელობის აღდგენაზე დიდი თანხის დახარჯვა მოგიწიოთ, თუმცა სასურველ შედეგს მიაღწევთ. გადამწყვეტი ცვლილებები 10-15 დღეში გელოდებათ, მანამდე კი უმჯობესია თავი შეიკავოთ ქმედებებისგან, რომლებსაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
მშვილდოსანი
ამ დღეს მარტოხელა მშვილდოსნებს საოცნებო ადამიანთან შეხვედრის და ურთიერთობის დაწყების შანსი ექნებათ. თუ პარტნიორის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ, თქვენი ურთიერთობა უფრო მშვიდი და მეგობრული გახდება. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ ყოყმანობთ, თამამად იმოქმედეთ.
გირჩევთ ვალის დაბრუნება სხვა დროისთვის გადადოთ - ეს ფული შეიძლება დღეს ძალიან გამოგადგეთ.
დროა, თქვენი თანდაყოლილი ნიჭი გამოავლინოთ და იმოქმედოთ. შედეგს სწრაფად ვერა, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ.
თხის რქა
ნუ გადადებთ რთული პრობლემების გადაწყვეტას შემდეგი დღეებისთვის. თქვენი მოქმედებები თქვენს კარიერულ წინსვლასა და შესაბამისად, საფულეზეც აისახება. მიენდეთ საკუთარ თავს და პარტნიორებისა თუ თანამშრომლების პროვოკაციებს ნუ წამოეგებით.
უმოძრაო სამუშაოს მქონე ადამიანებმა ზურგსა და კისერს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. გაჭიმვას და ფიზიკურ აქტივობას ნუ დაივიწყებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობას დაიზიანებთ. ყოველდღიური ვარჯიში და კონტრასტული შხაპი ენერგიისა და შესანიშნავი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს და თქვენს სახლში მალე ჰარმონია დაისადგურებს.
ნუ გაბრაზდებით, თუკი სამსახურში საკუთარი მოვალეობების გარდა, კოლეგის მოვალეობების შესრულებაც მოგიწევთ, რომელიც ავად გახდა - ეს გარჯა ერთიორად დაგიფასდებათ.
ფრთხილად იყავით ინვესტიციებთან და ნუ ანდობთ თქვენს ფინანსებს უცნობ ადამიანებს.
ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ კეთილად განეწყოთ - ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
თევზები
თუ ძლიერ ემოციებს აჰყვებით, შეიძლება ბევრი სულელური შეცდომა დაუშვათ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ნათესავის გადაწყვეტილება ძალიან აგანერვიულებთ.
არახელსაყრელი დღეა გარიგებების ხელმოწერის ან მოლაპარაკებების წარმოებისთვის.
ასევე, თუ შესაძლებელია, მოგზაურობას მოერიდეთ და მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი სამომავლოდ გადადეთ.
მოერიდეთ სესხის აღებას და კრედიტებზე განაცხადი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანეთ, თუ დამაჯერებელი მიზეზი არსებობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან