2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:53 ორშ. 1 დეკემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღის განმავლობაში ზედმეტად დაძაბული იქნებით. გირჩევთ, განტვირთვის უსაფრთხო ხერხები იპოვოთ ან საყვარელი ადამიანისგან თავი შორს დაიჭიროთ.
საქმეები და პროექტები, რომლებსაც ამ დღე-ღამის განმავლობაში დაიწყებთ, პრაქტიკულად განწირულია წარუმატებლობისთვის, ამიტომ უმჯობესია ძალა ტყუილად არ დახარჯოთ და ისეთი რამით დაკავდეთ, რაც სიამოვნებას მოგიტანთ.
ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და აღიაროთ, რომ დასვენება გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჯანმრთელობა დაიზიანოთ.
კურო
წინ მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გელით. დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოსახდენად, ეცადეთ წინასწარ მოემზადოთ.
ამ დღეს სახლში სიმშვიდის იმედი არ უნდა გქონდეთ. შეუძლებელია ზუსტად თქმა, რა გახდება უსიამოვნო საუბრის მიზეზი – შესაძლოა, ეს თქვენი დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვაც კი იყოს.
სამსახურებრივი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი დღეა. მორიგი ნაცნობობა შეიძლება სამსახურებრივი წინსვლის ან კომერციული წარმატების საფუძველი გახდეს. პრობლემების სწრაფად გადაჭრის მცდელობისას, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც თქვენზე ძლიერია და ამ წინაღობის დაძლევას ნუ ეცდებით.
დროა, იმიჯზე და გარეგნობაზე იზრუნოთ, რადგან ამაზეა ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ტყუპები
თუ შინაგან წინააღმდეგობას გრძნობთ და სწორი არჩევანის გაკეთება გიჭირთ, იცოდეთ, რომ მხარდაჭერას ახლობელი ადამიანის გვერდით იპოვით. შესაძლოა, საბუთების შევსების ან სწავლის დროს შეცდომა დაუშვათ, რომელიც საბოლოო შედეგზე აისახება. მომსახურების სფეროს თანამშრომლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ.
მოსალოდნელია ძვირად ღირებული ნივთების შეძენა ან ძვირფასი საჩუქარი.
თუ ბოლო დროს ზურგის ან თეძოების პრობლემები გქონდათ, დღეს სიმპტომების შემსუბუქებას იგრძნობთ, თუმცა, თქვენს კუნთებს მაინც დასვენება სჭირდება, ამიტომ დატვირთვას უნდა მოერიდოთ!
კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ შეიძლება ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ეს დღე თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ. შესაძლოა, დახმარება იმ ადამიანისგან მიიღოთ, ვისი იმედიც არასოდეს გქონდათ.
მშვენიერი დღეა თანამოაზრეებთან შესახვედრად. მსხვილი შესყიდვები უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ, რადგან დღეს ხარისხის ნივთის შეძენის ალბათობა ძალიან დაბალია. შ
ეეცადეთ ეს დღე პასიურად გაატაროთ და არავითარ შემთხვევაში არ გადაიღალოთ.
ლომი
დროა, ზედმეტი სიმორცხვისგან გათავისუფლდეთ. სასურველი ადამიანის გულს ვერასოდეს მოიგებთ, თუ მთელი ცხოვრება ჩრდილში იქნებით. ახლა მოქმედების დროა! შესაძლოა, კოლექტიურ ღონისძიებაში არაოფიციალური ლიდერის როლის მორგება მოგიწიოთ.
ამ დღეს უმჯობესია, თქვენი ძალისხმევა ახლობლებისკენ მიმართოთ და არა - სამუშაოსკენ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. არსებობს ტრავმის მიღების რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.
ქალწული
საყოფაცხოვრებო პრობლემების ფონზე შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა მოულოდნელად გამწვავდეს. წყენას გულში ნუ დააგროვებთ, უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დროულად განიხილოთ.
თუ დიდი ხანია კარიერულ წინსვლაზე ფიქრობთ, დროა მოქმედება დაიწყოთ - მომდევნო რამდენიმე კვირაში თქვენ წინაშე კარგი პერსპექტივა გაჩნდება.
უახლოეს პერიოდში ზედმეტ ხარჯებს უნდა მოერიდოთ. ფრთხილად დაგეგმეთ შესყიდვები და მხოლოდ ის ნივთები შეიძინეთ, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ. შეეცადეთ მავნე ჩვევებს, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით, თავი დააღწიოთ.
სასწორი
დამღლელი დღეა. საკუთარი ინტერესების დავიწყება და ოჯახის წევრების პრობლემებზე ზრუნვა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ.
საინფორმაციო ფონი არასტაბილურია. სამუშაო საათებში, კოლეგებთან ფინანსური საკითხების განხილვას მოერიდეთ. ეს შეიძლება კამათით და ურთიერთობების გარკვევით დასრულდეს.
მცირე ფიზიკური დატვირთვა სასარგებლო იქნება!
მორიელი
პირადი ცხოვრების დეტალებს მეგობრებთან და ნაცნობებთან ნუ განიხილავთ და ცილისმწამებლებს თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მისცეთ. ვარსკვლავები თქვენ მიმართ იმდენად კეთილგანწყობილები არიან, რომ ყველა საქმე პირველივე მცდელობაზე გამოვა.
შესაძლოა, მცირე გაუგებრობა, რომელიც უფრო სიცილის და მზიარულების მიზეზი გახდება, ვიდრე ნერვიულობის. მატერიალური თვალსაზრისით, მცირე, მაგრამ სტაბილური ზრდა შენარჩუნდება, თვის განმავლობაში დაგეგმილის განხორციელებისთვის საკმარისი ფული გექნებათ.
გირჩევთ, ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაიტაროთ.
მშვილდოსანი
ეს დღე სავსეა ურთიერთობით - შესაძლოა, ძველმა მეგობრებმა თავი შეგახსენონ ან ახალი ადამიანები გაიცნოთ. სავარაუდოდ, სამსახურში გარკვეულ სირთულეებს წააწყდებით, რაც თქვენს გამჭრიახობას და მოხერხებულობას მოითხოვს. ძლიერი ნებისყოფა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ.
მერკურის მფარველობა ფინანსურ სფეროში წარმატებას მოგიტანთ, გარდა ამისა, კოლექტივში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება.
გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადების გამწვავება. ნუ გადაიღლებით და შრომატევადი სამუშაო სამომავლოდ გადადეთ.
თხის რქა
რჩეულზე ზეწოლას ნუ მოახდენთ - ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახალი ნაცნობობა ისეთი კარგი არ იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრას. უმჯობესია, უმნიშვნელოვანეს საქმეებში გაერკვეთ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ხოლო დანარჩენი საკითხები სხვა დროისთვის გადადოთ.
ამ დღეს იქნება ახალი კავშირების დამყარების, წარმატებული მოლაპარაკებების ჩატარებისა და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის შესაძლებლობა. ზედმეტ რისკს მოერიდეთ, თორემ შეიძლება უფულოდ დარჩეთ.
მერწყული
საინტერესო ნაცნობობა შეიძლება დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. ზოგი მერწყული დღეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და დიდი ფულის მოზიდვაზე იფიქრებს. მოსალოდნელია უთანხმოება თანამშრომლებთან, რომლებიც თქვენს ინიციატივებს ხელს უშლიან. გეგმების განსახორციელებლად დღის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელია.
ვალი, რომელიც უიმედოდ მიგაჩნდათ, შესაძლოა მალე დაგიბრუნონ ან სხვა სახის კომპენსაცია მიიღოთ.
სუფთა ჰაერი და ბუნებასთან ურთიერთობა სასწაულებს მოახდენს! რაც შეიძლება ხშირად ისეირნეთ და შეამჩნევთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი განწყობა.
თევზები
ხანმოკლე ნოსტალგიამ შეიძლება გადაწყვეტილებისკენ გიბიძგოთ, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ. პირად ურთიერთობებში უმჯობესია სიახლეებს მოერიდოთ და ძველ, გამოცდილ გზას გაჰყვეთ. დღეს კარგ ამბავს ან სასიამოვნო შეხვედრას ელოდეთ.
ზოგიერთი თევზები სტერეოტიპების ტყვედ იქცევა და შედეგად ბევრ შეცდომას დაუშვებს.
ამ დღეს სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა ან ჰაერზე ვარჯიში. გამორიცხული არ არის, რომ ახალი საინტერესო ნაცნობობა მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან