4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:30 ხუთ. 3 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ფრთხილად! - არსებობს შეცდომის დაშვებისა და უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის რისკი. ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც გეუბნებიან, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ და საეჭვო შეთავაზებებზე უარი თქვით. მოერიდეთ წარსულიდან დაბრუნებულ ადამიანებთან გულწრფელობას და ძველი წყენის გახსენებას. ეცადეთ, წინდახედულად იმოქმედოთ და კონკურენტების მიერ დაგებული მახეები დროულად შენიშნოთ.
კურო
იზრუნეთ მიმდინარე საქმეების დროულად დასრულებაზე. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. შეიძლება ახლობელმა ადამიანებმა თქვენი მოლოდინი არ გაამართლონ, მაგრამ მეორე შანსი უნდა მისცეთ. ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაზე ფიქრისა და განხილვისთვის. აუცილებელი არ არის, რომ საკუთარი გეგმები სხვა ადამიანების სურვილებს მოარგოთ. ეცადეთ, თხოვნაზე უარის თქმა ისწავლოთ და აკეთეთ ის, რაც თქვენ გსურთ.
ტყუპები
მიზნის მისაღწევად ამ დღეს აუცილებელია, ყველა პროცესი თავად აკონტროლოთ და მოვლენების შუაგულში იტრიალოთ. გირჩევთ, ახალი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეების დასრულება და დასკვნების გამოტანა უნდა შეძლოთ. გარემოებათა მოულოდნელი განვითარება საშუალებას მოგცემთ, რომ უჩვეულო ადამიანებს შეხვდეთ და მომხდარი ყველი მხრიდან შეაფასოთ.
კირჩხიბი
მგზავრობისა და მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. თუ სახლიდან გასვლას გეგმავთ, ფრთხილად უნდა იყოთ და საკუთარი ქმედებები აკონტროლოთ. შესრულებულ სამუშაოში შეიძლება შეცდომები აღმოაჩინოთ და უფროსის საყვედური დაიმსახუროთ. ასე რომ არ მოხდეს, ყურადღებით იმუშავეთ და ინფორმაცია გადაამოწმეთ. დროა, დაასრულოთ ურთიერთობა, რომელსაც მხოლოდ ტკივილი და პრობლემები მოაქვს. გათავისუფლდით ძველისგან და ადგილი ახალ იდეებს, მოვლენებს და ადამიანებს დაუთმეთ.
ლომი
მოერიდეთ ხალხმრავალ ღონისძიებაში მონაწილეობას ან საჯარო თავშეყრის ადგილებში გამოჩენას. 4 ოქტომბერს ჯობია, მარტომ იმუშაოთ ან მთელი დღე სახლში გაატაროთ. წარსულის ზოგი შეცდომა ისევ თავს შეგახსენებთ და იძულებული იქნებით პრობლემა მოაგვაროთ. ამ დღის გამოწვევებს ადვილად გადალახავთ, თუ მოქმედების ჩვეულ წესს შეცვლით და მომხდარს ახლებურად შეხედავთ. საყვარელი საქმიანობა შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.
ქალწული
ემოციურად რთული დღეა. საერთო ენის პოვნა ახლობელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ. შეეცადეთ, გარშემო მყოფები ნაკლებად აკრიტიკოთ და ზოგადად, თავშეკავებულად იმოქმედოთ. მოზღვავებული ემოციები საშუალებას არ გაძლევთ, რომ მოვლენები მიუკერძოებლად შეაფასოთ, ამიტომ გირჩევთ, ყველა შეხვედრა და დისკუსია სხვა დღისთვის გადადოთ.
სასწორი
საინტერესო მოვლენებით და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღეა. გირჩევთ, უპირატესობა კარგად ნაცნობ და სასიამოვნო საკითხებს მიანიჭოთ, რათა დაწყებული საქმის სწრაფად დასრულება შეძლოთ. მგზავრობამ ან მოგზაურობამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, რომ ყველაფერი, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მოერიდეთ დაძაბულობას და სტრესს და ბუნებაში მეტი დრო გაატარეთ.
მორიელი
ამ დღეს სამსახურში აჩქარება არ შეიძლება. მშვიდად იმოქმედეთ და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ თუ შესაძლებელია, აქტივობა და დავალებების მოცულობა შეამციროთ. იყავით რეალისტი და ეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. დროა, სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო და რესურსები გამონახოთ. ადამიანს, რომელიც ოდესღაც უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
მშვილდოსანი
დღეს შეიძლება, რამდენიმე რთულ და მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი სადავო საკითხების გარკვევაში და ფარული კონფლიქტის დასრულებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რაც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
თხის რქა
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გიკარნახებთ, რომელი საქმე იქნება მოგებიანი და წარმატებული ამ დღეს. თუ შესაძლებელია, სახლიდან იმუშავეთ ან ოფისში განმარტოვდით. ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა ან მგზავრობა უსიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. ამ დღეს სხვის რჩევებს არ უნდა უსმინოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც თავად გსურთ. სწორად შერჩეული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.
მერწყული
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, თავში საინტერესო იდეები მოგივიდეთ და არ დაიზაროთ მათი ჩაწერა. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთული და შრომატევადი საქმეები სასურველი შედეგით დაასრულოთ. ეცადეთ, მოვლენებს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ და ნებისმიერ საკითხში მოგებიანი შესაძლებლობები დაინახოთ.
თევზები
ამ დღეს შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გრძელვადიანი გეგმების შედგენას, რადგან ამჟამად საკუთარი რესურსების ობიექტურად შეფასება არ შეგიძლიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან