6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:00 პარ. 5 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა დიდი წამოწყებისთვის, რასაც დიდი ხანია, ვერ ბედავთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ ცხოვრების ახალი გვერდი გადაშალოთ. თქვენი მომავალი თქვენს ხელშია და ეცადეთ, ისე განაგოთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ.
შესაფერისი დროა ურთიერთობების დალაგებისა და განმტკიცებისთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ მთავარი პირობა დაიცვათ და გულწრფელი იყოთ.
კურო
ვარსკვლავების განლაგების თანახმად, ამ დღეს დიდი ცდუნება გელით. როგორი მიმზიდველიც არ უნდა ჩანდეს, სახიფათო წინადადებებს ნუ დათანხმდებით და აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. სასურველია, ახალი პროექტის დაწყება სხვა დღისთვის გადადოთ და ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ.
მარტოხელა კუროს ახალი ნაცნობობა ელის, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. რამდენად გაგრძელდება ეს რომანი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, რომელიც საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენს. იუმორისა და კეთილგანწყობის დახმარებით პრობლემებს მალე დაძლევთ.
ტყუპები
საყოფაცხოვრებო და საოჯახო საკითხებში მცირე საზრუნავი გელით. დაღლილობის ფონზე შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ერიდეთ სტრესულ გარემოს და კარგად გამოიძინეთ. ეს მარტივი ხერხები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მეგობრებთან შეხვედრას ნუ გააუქმებთ — თანამოაზრეებთან რამდენიმესაათიანი ურთიერთობა ენერგიას შემატებთ. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც სამყაროსგან იღებთ — მათი დახმარებით თქვენი შანსები გაიზრდება. ეცადეთ, ახლობლებთან ურთიერთობაში სიფრთხილე და მზრუნველობა გამოიჩინოთ.
კირჩხიბი
დღევანდელი დღე ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ, რომ ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა შეიტანოთ. ამ დღეს სასურველია, ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ: კინოში წადით, ვახშამი მოამზადეთ ან საღამო სამაგიდო თამაშებში გაატარეთ.
ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელია სირთულეები. სერიოზულად ნუ მიუდგებით წინადადებას, რომელსაც ნაკლებად ნაცნობი გარემოცვიდან მიიღებთ. კარიერულ წინსვლას ან ფულადი პრემიის მიღებას ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ.
ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცოტა ხნით სამუშაოს მოწყდეთ და თუნდაც დღის მეორე ნახევარი აუცილებლად ახლობელთა გარემოცვაში გაატაროთ. საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ — დღევანდელი დღე თქვენთვის შეიძლება ტრავმული აღმოჩნდეს.
უმჯობესია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადოთ. თუ დიდი ხანია რემონტზე ფიქრობთ და ხელსაყრელ დროს ელით — შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ. ამ დღეებში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მარტივად და მინიმალური დანახარჯით ჩაივლის.
ქალწული
გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ნუ მოგერიდებათ, რომ კოლეგებს პრობლემების გადაჭრის საკუთარი გეგმა შესთავაზოთ. უარი თქვით უსარგებლო სატელეფონო საუბრებზე, რომლებიც დროს გართმევთ და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ.
ამ დღეს მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რომ ახლობლებთან ურთიერთობები არ გააფუჭოთ. დროა პროფესიულ საქმიანობაში პაუზა აიღოთ და პირადი ცხოვრების მოწყობაზე იფიქროთ.
სასწორი
პლანეტები წინააღმდეგობის რეჟიმში შედიან, რაც სასწორებისთვის არც თუ ისე კარგი ნიშანია. ამ დღეს ბევრი წვრილმანი საქმე და რაც მთავარია, ახლობლებთან უსიამოვნო საუბარი გელოდებათ, რომლის გადადება შეუძლებელი იქნება.
სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ, რომელიც მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, რადიკალური ცვლილებები არ ჩანს. ვარსკვლავები გირჩევენ გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევანი თქვენს გარეშე გაკეთდება.
მორიელი
თქვენი ძლიერი თვისებებით ნებისმიერ სირთულეს დაძლევთ. თქვენი ძალა ინტუიციაა და ამ ფაქტს ნუ უგულებელყოფთ. პროფესიულ საქმეებში აშკარა უპირატესობას მოიპოვებთ და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
ბედნიერი ცვლილებები მაშინ მოვა, როცა ამისთვის მზად იქნებით. სწორ გზაზე ხართ, ამიტომ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ — ნუ მისცემთ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენი შეცდომაში შეყვანის საშუალებას.
მშვილდოსანი
დღევანდელი მოვლენები მშვილდოსნისგან სიმშვიდეს მოითხოვს. მიეცით საკუთარ თავს დრო და მალე მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც ყველა ბუნდოვან საკითხს ნათელს მოჰფენს. ახლობელი ადამიანი თავის საიდუმლოს გაგანდობთ, მაგრამ ის საკუთარი მიზნებისთვის არასოდეს უნდა გამოიყენოთ.
ეცადეთ საღამოს საკუთარ თავს სიმშვიდის რამდენიმე საათი აჩუქოთ და ნანატრი მარტოობით დატკბეთ. ხელსაყრელი პერიოდია საქმიანობის სფეროს შეცვლისთვის. უახლოეს მომავალში კარგი შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახალ სამუშაო ადგილზე გადახვიდეთ.
თხის რქა
თხის რქებისთვის ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ნუ შეწყვეტთ ოცნებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას თქვენი იდეების განხორციელებისთვის. მალე თქვენს გვერდით გაჩნდება ადამიანი, რომელსაც ყველა საიდუმლოს გაუზიარებთ. თუ დიდი ხანია ნათელი ემოციების მოლოდინში ხართ, ცოტა მოთმინებაც უნდა გამოიჩინოთ — ძალიან მალე თქვენი ოცნება ახდება.
მერწყული
მიზნისკენ თქვენი დაჟინებული სწრაფვა მალე სასურველ შედეგს მოგცემთ. წარსულში ბევრ შეცდომას უშვებდით, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. თქვენ ოცნებისკენ მიმავალი ყველაზე სწრაფი და სწორი გზა აირჩიეთ. ნუ მისცემთ კონკურენტებს და არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენი გეგმების ჩაშლის საშუალებას.
სასურველია, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ და გვერდით მხოლოდ საიმედო ადამიანები დაიტოვოთ. წარსულში თუნდაც ფიქრებით დაბრუნება არ ღირს. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, რომ ცხოვრების მიერ თქვენთვის მომზადებული საჩუქრები არ გამოგეპაროთ.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროულად გაიღრმაოთ ცოდნა, რომელიც პროფესიული წარმატებისთვის გჭირდებათ. ახალი ინფორმაციის შესწავლა დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ თქვენს საქმიანობას ბევრად ეფექტიანსა და შედეგიანს გახდის.
ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში თავაზიანი და თავშეკავებული იყოთ — ზედმეტი ემოციურობით ადამიანებს დააფრთხობთ. მალე ხელმძღვანელობა თქვენს მიღწევებს შეამჩნევს და სასიამოვნო ფინანსურ დანამატს მიიღებთ. მიმდინარე საქმეებში რაც უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებთ, თქვენი შრომის შედეგს მით უფრო მალე და უკეთ დაინახავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან